ინტელექტის 8 ტიპი არსებობს! თქვენ რომელს ფლობთ?

2958

ინტელექტი არის ადამიანის აზროვნების უნარი, რომელიც მას უფლებას აძლევს საკუთარი თავი ჭკვიანად ჩათვალოს. შეცდომაა იმის დაჯერება, რომ მხოლოდ ამ ტიპის ინტელექტი არსებობს. ალბათ გსმენიათ, რომ არსებობს ემოციური ინტელექტი (ირგვლივ მყოფი ადამიანების ემოციების სწორად წაკითხვის უნარი), სოციალური ინტელექტი (საზოგადოებაში ქცევის უნარი, ურთიერთობისა და ურთიერთქმედების სწორად შედგენის უნარი). მაგრამ ეს სრული სია არ არის!

ამერიკელი ფსიქოლოგი, „მრავალფეროვანი ინტელექტის“ გაგების ავტორი, ჰოვარდ ჰარდნერი ინტელექტის 8 ტიპს გამოყოფს. შეამოწმეთ, თქვენ რომელი მათგანით შეგიძლიათ იამაყოთ?

1. ნატურალური (ბუნებრივი) ინტელექტი

ეს ძალიან მგრძნობიარე ინტელექტია, რადგან ის პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენად კარგი ურთიერთქმედება გაქვთ ბუნებასთან, ცხოველების, მცენარეების მიმართ ემპათიას განიცდით თუ არა. თუ ბუნებას დიდი სიფრთხილით ეპყრობით, მაშინ თქვენ ამ ტიპის ინტელექტი მაღალ დონეზე გაქვთ განვითარებული.

2. ინტერპერსონალური ინტელექტი

ამ ტიპის ინტელექტი გეხმარებათ სხვებთან სწორი ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ, მათი გრძნობები გაიგოთ და მოუსმინოთ.

3. ინტრაპერსონალური ინტელექტი

ასეთი ინტელექტი იმით არის კარგი, რომ საკუთარი პირადი გრძნობების და განცდების კარგად მართვაში გეხმარებათ. ინტრაპერსონალური ინტელექტი ემოციების გაკონტროლებას და სწორი ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარს გულისხმობს.

4. სხეულის კინესთეტიკური ინტელექტი

ეს არის უნარი გააკონტროლოთ მოძრაობა, ობიექტებით მანიპულირება მოახდინოთ და გარკვეული ამოცანის გადასაჭრელად მთელი სხეული გამოიყენოთ.

5. სივრცის ინტელექტი

სივრცეში არსებული ინფორმაციის აღქმა, გადამუშავება და ვიზუალური გამოსახულების წარმოდგენის უნარი. თუ გარკვეული ნივთების ან მოძრაობის წარმოდგენას კარგად ახერხებთ, ეს ინტელექტი მაღალ დონეზე გაქვთ განვითარებული.

6. ლოგიკური-მათემატიკური ინტელექტი

ეს ინტელექტი განვითარებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აბსტრაქტული აზროვნება კარგად განვითარებული გაქვთ. ეს არის უნარი ობიექტებს ან მოქმედებს შორის ლოგიკური კავშირი იპოვოთ.

7. მუსიკალური ინტელექტი

როგორც აღმოჩნდა, ასეთი ინტელექტიც არსებობს! ეს არის უნარი ტემბრი, რიტმი, სიმაღლე და ხმის სხვა მახასიათებლები ხარისხიანად აღიქვათ, ასევე მათ მიერ გადმოცემული აზრის გაგების უნარიც არის.

8. ვერბალური ინტელექტი

მაღალხარისხიანი საუბრის უნარი, რომელიც ყველაფერს მოიცავს: ფონეტიკური (მეტყველების ხმა), სინტაქსური (გრამატიკა), სემანტიკური (აზრი) და პრაგმატული (საჭირო სიტუაციაში მეტყველების გამოყენება).

ახლა უკვე იცით, რომ ერთდროულად რამდენიმე ტიპის ინტელექტს შესაძლოა ფლობდეთ, ამიტომ ჭკვიანებიდან თავის ჩამოწერა არ იჩქაროთ! თქვენ რომელ ინტელექტს ფლობთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს