ნაღების ტორტი ჟელეთი “ჟოლოს ბრიზი”: ნატურალურ ჟელეს მოცხარისა და ჟოლოსგან ვამზადებ

1915

ზამთარი დიდი ხნის წინ დასრულდა, ჟოლოს სეზონი კი მხოლოდ ახლა იწყებს შემოსვლას. ამის აღსანიშნავად გთავაზობთ ნაზი ტორტის, “ჟოლოს ბრიზის” რეცეპტს, რომელშიც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის არომატული ბისკვიტი, შესანიშნავი ნაღების სუფლე და პირში დნობადი ტკბილი ჟოლოს ჟელე. ასეთი რამ აქამდე გასინჯული არ გექნებათ.

ჟოლოს ტორტი

ინგრედიენტები

  • 3 კვერცხი
  • 250 გ შაქარი
  • 150 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ს.კ. კარაქი
  • 3 ს.კ. კაკაო
  • 500 მლ ნაღები
  • 200 გ შაქრის პუდრა
  • 500 გ ყველი მასკარპონე
  • 5 ჩ.კ. ჟელატინი
  • 700 მლ წყალი
  • 500 გ ჟოლო
  • კენკრის ტოპინგი
  • 3 ს.კ. კონიაკი

მომზადება

1. ჟელე ამ ტორტის მთავარი თავისებურებაა, ამიტომ მომზადება სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. გახსენით 20 გ ჟელატინი 500 მლ წყალში. ჟოლო ათქვიფეთ ბლენდერში და გაცერით. გაწურეთ ჟოლოს წვენი და შეურიეთ იგი გამთბარ ჟელატინს. ჩაასხით ეს ხსნარი ფორმაში და აცადეთ გაგრილება.

2. ახლა ბისკვიტის მომზადების დროა. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილის, კაკაოსა და გამაფხვიერებლის მასა. ამის შემდეფ ფრთხილად ჩაასხით დამდნარი კარაქი. აცხვეთ ბისკვიტი 15 წუთით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

3. ტორტისთვის მუსის მოსამზადებლად 3 ჩ.კ. ჟელატინი უნდა გახსნათ 100 მლ წყალში. ახლა ათქვიფეთ ყველი ნაღებთან და პუდრთან ერთად. ამ კრემის ნაწილი შეურიეთ ჟელატინს. ამ მუსით დაფარავთ ბისკვიტს.

4. დარჩა ყველაზე მარტივი ნაწილი – ტორტის აწყობა. ამისთვის გაჟღინთეთ ბისკვიტი კონიაკით, ზემოდან მუსის ის ნაწილი მოათავსეთ, რომელშიც ჟელატინია. გაგრილების შემდეგ ზემოდან დაადეთ ჟელეს ფირფიტა, მასზე კი მუსის ნარჩენები გადაანაწილეთ. მორთრთ ჟოლოს ტორტი კენკრით, ტოპინგითა და პიტნის ფოთლებით.

ჟოლოს ტორტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ამ ტორტის მომზადება გაყინული ჟოლოთიც შეგიძლიათ – ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც უგემრიელესი გამოგივათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს