დრამის დედოფლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: ასეთი მხოლოდ 4 ნიშანია!

1288

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ცხოვრების გარკვეულ მომენტში ადამიანმა ხასიათის არც თუ ისე კარგი თვისებები შეიძლება გამოვლინდეს.

ზოგჯერ ყველას გვახასიათებს გადაჭარბება, ემოციების წარმოჩენა და თამაში. თუმცა 12 ზოდიაქოს ნიშანს შორის გვხდება 4 ნიშანი, რომელთაც შეიძლება დრამების დედოფალი ვუწოდოთ. საინტერესოა, მათში საკუთარ თავს თუ ამოიცნობთ.

1. ლომი

ამაყი ლომი ვერ იტანს, როცა ყველას ყურადღება მისკენ მიმართული არაა. ჩვეულებრივ ძალების და ირგვლივ მყოფ ხალხზე ძალაუფლებას აღდგენას მალე ახერხებს. თუმცა ზოგჯერ მისი მხატვრული ბუნება და სპეცეფექტების მიმართ სიყვარული თავისას შვება და მას ამპარტავან ყინულივით ცივ ადამიანად აქცევს.

რას უნდა ველოდოთ დრამატული ქალი ლომისგან, რთული სათქმელია. საკუთარ ემოციებს ადვილად მართავს და ტაქტიკას სწრაფად ცვლის, რითაც სასურველის მიღწევას ყოველთვის ახერხებს. ამასთან, მასთან ცხოვრება და ურთიერთობა არის კალეიდოსკოპი, ფერადი და არაპროგნოზირებადი მოვლენებით, ამიტომ ყველას ფავორიტად რჩება.

2. კირჩხიბი

ქალი კირჩხიბი საკუთარი ემოციების მართვას მიჩვეულია, მაგრამ ზოგჯერ ამის გაკეთება ძალიან უჭირს. პრეტენზიულ პრინცესად გადაქცევა და მსხვერპლიდან დაწყებული ნებისმიერ როლში თავის წარმოდგენა შეიძლება ნებისმიერმა რამემ აიძულოს: მგრძნობიარე ფილმი, გატეხილი ფრჩხილი, პრობლემები სამსახურში ან შეუმდგარი სადილი.

„სამყაროს აღსასრული“ პირდაპირ დაკავშირებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია მათი ემოცია. თუმცა კირჩხიბი გადართვას სწრაფად ახერხებს და კვლავ „ნორმალური“ ხდება: ამ ეპიკური თავსატეხის წყალობით ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადამიანი ხდება.

3. მშვილდოსანი

ქალი მშვილდოსანი ოპტიმიზმით აღსავსეა, ის მიჩვეულია ნებისმიერ სიტუაციას ენთუზიაზმით შეხედოს. დრამების დედოფალი იმიტომ კი არ ხდება, რომ რაღაცაში უარყოფითს ხედავს. საკუთარ სამსახიობო ნიჭს იმისთვის იყენებს, რომ დასახულ მიზანს უფრო სწრაფად მიაღწიოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენები მას გულს არ ტკენს. უბრალოდ მას ყველაფერი და ახლა სურს, ამისთვის კი ყველა საშუალება კარგია.

საუბრის ან სიტუაციის განვითარების საჭირო რელსებზე შემოტრიალების უნარი მათი ნიჭია, რომელსაც ჩვეულებრივ საკეთილდღეოდ იყენებს. ასე რომ, მათ დრამას რატომ არ უნდა დანებდეთ?

4. მერწყული

გარეგნულად მშვიდი მერწყული წარმოუდგენლად შემოქმედებითი პიროვნებაა. თავის მოჩვენებით, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი მშვენიერია, პრობლემებს და განცდებს ხშირად თავს არიდებს და ამის გამო დრამების დედოფალი ხდება. ასეთი ქალი შეიძლება გულგრილი იყოს, მაგრამ იმის პროგნოზირება გაგიჭირდებათ, საკუთარ გრძნობებს გასაქანს როდის მისცემს.

მერწყულს წამიერად ანთება და ამავე სიჩქარით დამშვიდება შეუძლია ასევე საკუთარ თავს და ახლობლებს ტონუსში ამყოფებს. თამაში მათ სისხლში აქვთ და ეს მათ კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს.

შესაძლოა, ვიღაც თვლის, რომ დრამატიზების ტენდენცია (ჩხუბის სიყვარულში არ აგერიოთ) – საუკეთესო თვისება არაა. თუმცა სწორედ ამის წყალობით მომხდარის უფრო მწვავედ შეგრძნებას და ყველაზე პროზაული მომენტების უფრო ფერადად წარმოდგენას ვახერხებთ. ასე არ არის?

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.