შვილიშვილი რამდენიმე წელი ბაბუას დაბადების დღისთვის ემზადებოდა და საჩუქრის გასაკეთებლად მანქანაც კი გაყიდა. 

1633

კემ დედმენი კენტუკის ერთი უბრალო ბიჭია, რომელმაც ბაბუასთვის, ფრედ ლამარისთვის, 81 წლის იუბილეზე განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა. კემს სურდა ბაბუასთვის მადლობა გადაეხადა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ოჯახზე ზრუნავდა, და მისი დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა. ასეთი საჩუქრის გასაკეთებლად მას მანქანის გაყიდვა მოუწია, მაგრამ საბოლოოდ ეს ამად ღირდა.

კემის ჩანაფიქრი გულისამაჩუყებელია და მისი ამბის მოყოლა გვსურს.

ფრედ ლამარი წლების განმავლობაში ოჯახის საკეთილდღეოდ მუშაობდა, საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები კი გვერდზე ჰქონდა გადადებული. ოდესღაც ის საკუთარი ავტომობილის გარემონტებაზე ოცნებოდა, მაგრამ ეს ვერა და ვერ მოახერხა. სანაცვლოდ, ყოველთვის მზრუნველი მამა და ბაბუა იყო, ხოლო შვილიშვილი კემისთვის ნამდვილი მეგობარი. როცა კემი წამოიზარდა და ფეხზე დადგა, მან ბაბუის ჩანაფიქრის ხორცშესხმა გადაწყვიტა.

ავტომობილი  Chevrolet Bel Air 1957 თავის დროზე  Chevrolet-ის ძვირადღირებულ მოდელად ითვლებოდა, თუმცა 30 წლის შემდეგ ფრედის ავტოფარეხში ის ნამდვილ ჟანგის ნანგრევად იქცა. მისთვის ახალი სიცოცხლის შთასაბერად, კემს ბევრი შრომის გაწევა დასჭირდა. ის რამდენიმე წელი ფულს აგროვებდა, ხოლო როცა მიხვდა რომ თანხა არ ჰყოფნიდა, საკუთარი მანქანა გაყიდა. კემის სიტყვებით “ეს ამად ღირდა”.

2016 წლის შემოდგომაზე კემი ავტომობილის რესტავრაციას შეუდგა. მას პროფესიონალთა გუნდი ეხმარებოდა, მაგრამ სამუშაო საქმეებმა მთელი თავისუფალი დრო წაიღო. ამასთან კემი ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი ბაბუასთვის საიდუმლოდ დარჩენილი იყო, თანაც მთელი წლის განმავლობაში. ერთ წელში კემმა და მისმა გუნდმა არა მხოლოდ ავტომობილი აღადგინეს, არამედ ფრედის სურვილებიც გაითვალისწინეთ, რომლებიც ოდესღაც კემმთან საუბარში ახსენა.

Опубликовано Cam Dedman Суббота, 13 января 2018 г.

კემი “მნიშვნელოვანი” თარიღის დადგომას არ დაელოდა: დღესასწაულამდე 2 დღით ადრე მან მთელი ოჯახი შეკრიბა და ბაბუას საჩუქარი გადასცა. “მან თითქმის გონება დაკარგა” – ასე აღწერს კემი ბაბუას მდგომარეობს, როცა მან სრულად გარემონტებული Chevrolet Bel Air 1957 ნახა. ფრედმა ტირილიც კი დაიწყო. ის აღარც ოცნებობდა, რომ თავის საყვარელ ავტომობილში კიდევ ერთხელ ჩაჯდებოდა. ცოტა მოგვიანებით მან თქვა, რომ ზუსტად იცის ერთი რამ: მისი შვილიშვილი – საუკეთესოა.

ამის შემდეგ, ძალიან მალე კემიმ საკუთარი ოცნების ახდენაც მოახერხა: მან სახელოსნო გახდა, სადაც თავის გუნდთან ერთად ავტომობილების რესტავრაციით არის დაკავებული. ზოგჯერ მას ფრედიც ეხმარება და ისინი კვლავ საუკეთესო მეგობრები არიან. მთელ თავისუფალ დროს კემი ცოლს და შვილს უთმობს. როგორც ბაბუა, პირველ რიგში ერთგული მეოჯახეა.

ახლა კი გთავაზობთ გარემონტებული  Chevrolet Bel Air 1957 ყველა მხრიდან დაათვალიეროთ.

ძალიან ლამაზია, არაა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს