ჭარბი წონა გაწუხებთ? მოდური ხრიკები, რომლებიც კილოგრამების დამალვაში დაგეხმარებათ

1981

თანამედროვა მოდამ იცის, როგორ აგრძნობინოს ნებისმიერ ქალს თავი მიმზიდველად და ეფექტურად. როგორი ფიგურაც არ უნდა გქონდეთ, თქვენთვის აუცილებლად მოიძებნება შესაფერისი გარდერობი. ამისთვის საჭიროა მხოლოდ ყურადღებით შეისწავლოთ მოდური ტენდენციები, რომლებიც ითვალისწინებს კილოგრამების დამალვას და ფიგურის ღირსებების გამოკვეთას. დღეს ჩვენ 7 მოდურ ხრიკს გაგიზიარებთ.

როგორ დავფაროთ ზედმეტი კილოგრამები

1. “ჭკვიანი ნივთები” მოხატული სილუეტებით

ისინი დამოუკიდებლად ანაწილებს აქცენტებს, ფიგურას ვიზუალურად ახდუნებს და ჭიმავს.

2. მაქსიმალური სიგრძე

გრძელი საზაფხულო სარაფნები, ლამაზი კაბები იატაკამდე – სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ, თუ ფიგურის დეფექტების დამალვას ცდილობთ. ფეხები დაიფარება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი – თქვენი პრობლემური ზონა – პრობლემას აღარ წარმოადგენს.

3. თავისუფალი, თუმცა გამოკვეთილი სილუეტი

თავისუფალი ტანსაცმელი კარგია, რათა არ გაუსვას ხაზი პრობლემურ ზონებს, თუმცა, მთლიანად ლუქი ასეტი ვერ იქნება – იგი ფიგურას უფრო მოცულობითსა და უფორმოს გამოაჩენს. თქვენ გწირდებატ ელემენტები, რომლებიც, მაგალითად, წელს გამოკვეთს. ამ დავალებას შესანიშნავად უმკლავდება ქამარი.

4. მონოქრომულობა

თუ ტანსაცმელს ერთ, მაგალითად, ლურჯ ელფერსი შეარჩევთ, ვიზუალურად დაიგრძელებთ ფეხებსა და კისერს, შექმნით “გრძელ” სილუეტს.

5. ვერტიკალური ზოლები

არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ჰორიზონტალური ზოლებით გაფორმებული ტანსაცმელი! მხოლოდ ვერტიკალური ზოლები მოქმედებს ისევე, როგორც მონოქრომული ტანსაცმელი.

6. გამოყოფილი წელი

პირველ რიგში, ასე მუცელს შეწევთ და მას უფრო ბრტყელ იერს მისცემთ. მეორეც – გამოკვეთთ წელს, რომელიც, თეძოებთან შედარებით, გაცილებით ვიწროა.

7. დიდი ზომის ზედა ტანსაცმელი

არ იფიქროთ, რომ ეს სტილი უფრო გაგადიდებთ. ოვერსაიზ-პალტო ან ქურტუკი ვიზუალურად შედარებით მინიატურულს გაგხდით, რადგან მთელ მოცულობას თავზე აიღებს.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ შესაფერისი გარდერობის შევსებაში და საუკეთესო ლუქების მორგებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს