ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი ნარცისიზმის მიხედვით: ყველაზე ამპარტავნიდან ყველაზე მოკრძალებულამდე

2186

თუ ადამიანის ნეგატიურ თვისებებზე ვისაუბრებთ, ალბათ, ქედმაღლობა და ეგოიზმი სიის სათავეში აღმოჩნდება. ნარცისი ადამიანი, ხშირად, საზოგადოების უსიამოვნო წევრია, ამიტომ ცდილობენ მის გვერდის ავლას და მასთან ურთიერთობასაც თავს არიდებენ. ზოდიაქოს რომელ ნიშანშია ეს თვისებები ყველაზე დიდი დოზით?

მორიელი


ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია პათოლოგიური ნარცისიზმი. მისთვის სულ ერთია, რამდენ ადამიანს გადააბიჯებს თავის გასატანად. ზოდიაქოს ამ ნიშანს უყვარს საკუთარი თავის განმტკიცება სხვა ადამიანების დამცირების ხარჯზე. მორიელი დარწმუნებულია, რომ საუკეთესოა, სწორედ ამიტომ იტეხს ცხვირს ასე ხშირად.

კურო


ეს ნიშანი ყველაზე პატივმოყვარეა, მაშინაც კი, თუ გარეგნობით საერთოდ არაა მიმზიდველი. არა, კუროს ეს არ ადარდებს, რადგან ძალიან უყვარს თავისი თავი და საკუთარ აზრს ყველაზე სწორად მიიჩნევს. ასეთი თვითკმაყოფილების გამოვლინება უსიამოვნო და აუტანელია, ამიტომ იჭერენ თავს ადამიანები მეტისმეტად ნარცისი კუროებისგან შორს.

ლომი


ლომი თავმოყვარეა და მუდმივად ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა. მისთვის რთულია იმ ფაქტის მიღება, რომ სხვაც შეიძლება იყოს ისეთივე ჭკვიანი და წარმატებული, როგორიც თვითონაა. საზოგადოებაში ეს ძალიან სასიამოვნო ადამიანია, თუმცა, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლება. როცა რაღაც სურთ, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ მის მისაღებად. მისი ცხოვრებისეული დეპოა: “მიზანი ამართლებს საშუალებას”.

მერწყული


თუ ოდესმე გიცდიათ მერწყულისთვის იმის თქმა, რომ იგი ნარცისია, ძალიან გააბრაზებდით. მას მოსწონს იდუმალი და რთული ადამიანის იმიჯი, სხვებისთვის შთაგონების წყაროდ ყოფნა, თუმცა, თუ მისით არ ხართ აღფრთოვანებული, დაინახავთ მთვარის ბნელ მხარეს. იგი უგულებელგყოფთ და ზურგს უკან თქვენზე იჭორავებს – ეს არც ისე სასიამოვნო თვისებებია.

ქალწული


ის იმდენად დაბრმავებულია თავისი მოსაზრებებით, რომ თავს გენიალურად მიიჩნევს. ეს ერთი თვისებაა, რომელიც მას თავმოყვარედ აქცევს. ის ფაქტი, რომ ქალწული მოხერხებული მატყუარა და პროფესიონალი თაღლითია, საერთოდ არ აწუხებს. ვერ იტანს კრიტიკას. უნდა, საუკეთესო სამსახური, საუკეთესო ცოლი, ყველაზე ჭკვიანი ბავშვები და იდეალური სახლი ჰქონდეს. ყველა ეს სურვილი მას პირად ცხოვრებაში აუტანელ ადამიანად აქცევს.

ვერძი


ვერძი თვლის, რომ მის ირგვლივ ყველა უიღბლოა და რომ მხოლოდ ისაა ყველაზე წარმატებული და ჭკვიანი. მისი იგო იმდენად დიდია, როგორც ჩინეთის დიდი კედელი. თუ არ გინდათ, რომ ვერძმა გამოგიყენოთ, მისგან თავი შორს დაიჭირეთ. იგი ყოველთვის გააკეთებს ყველაფერს იმის მისაღებად, რაც სურს, მაშინაც კი, თუ ამით სხვა ადამიანებს მიაყენებს ტკივილს – თუნდაც ეს მისი საყვარელი ადამიანი იყოს.

მშვილდოსანი


მშვილდოსანი ნამდვილი ნარცისი არაა, იგი უბრალოდ ჯიუტი და ეგოისტია. არაფერს გავნებთ, თუ ამისთვის საპატიო მიზეზი არ აქვს. როგორც კი მას გააბრაზებთ, სიფრთხილე გმართებთ, რამდენადაც სიბრაზე მას ნამდვილ შურისმაძიებლად აქცევს. მას სხვა ადამიანების გრძნობების გათელვა შეუძლია, როცა საქმე მის გრძნობებს ეხება.

კირჩხიბი


ეს ნიშანი ყველაზე “წებოვანი” და მომთხოვნია, თავმოყვარეობისა კი რა მოგახსენოთ. რეალურად, კირჩხიბი მეტისმეტად ემოციური და მგრძნობიარეა იმისთვის, რომ სხვებს ცუდად მოქცეს. მას მხოლოდ სიყვარული უნდა, თუმცა, თუ ამას ვერ მიიღებს, ნამდვილად შეიძლება გაბრაზდეს.

ტყუპები


ეს ნიშანი მეტიმსეტად ინტელექტუალურია იმისთვის, რომ თავმოყვარე იყოს. შეიძლება საკუთარ თავზე ბევრს ლაპარაკობდეს, თუმცა, საქმე ისაა, რომ იგი ყოველთვის ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას. თუ მის მოთხოვნილებებს არ სცემთ პატივს, მისი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრებით.

სასწორი


როგორც ცნობილია, სასწორის ნიშნის წარმომადგენლები ხალხს ძალიან მოსწონს, თუმცა ეს გაიძვერები ამას მხოლოდ იმის მისაღებად აკეთებენ, რაც სურთ. სასწორი უკიდურესობაში მხოლოდ მაშინ ვარდება, როცა გზაზე ეღობებიან ან ცუდად ექცევიან, ამიტომ, მისი ეს თვისება თქვენ მანამ არ შეგეხებათ, სანამ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ. რაც მთავარია, მისი სიბრაზე და ნარცისიზმი მის განწყობაზეა დამოკიდებული.

თხისრქა


ის იმდენად ნარცისი არაა, რამდენადაც ცივსისხლიანი. მზადაა ყველაფრისთვის იმის მისაღებად, რაც სურს, განსაკუთრებით, თუ ეს როგორღაც უკავშირდება მის სამსახურს. თუმცა, მას თავმოყვარესა და ამპარტავანს ვერ ვუწოდებთ – ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც თავდაუჯერებლობა იმალება.

თევზები


ეს ნიშანი ყველაზე ნაკლებად თავმოყვარეა ზოდიაქოს ყველა ნიშანთან შედარებით. იგი იმითაა ცნობილი, რომ თავისებური სამყარო აქვს, რომელშიც ვარდისფერ სათვალეებს ატარებს, ამიტომ ჭორები და ამგვარი სიბინძურეები მისთვის უცხოა. თევზებისთვის უფრო მარტივია, იყოს მიმდევარი, ვიდრე ლიდერი, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ნარცისისთვის დამახასიათებელი ამბიციაა.

სიაში ყველა ნიშანი მოხვდა, ესე იგი, უნაკლო არავინაა. თქვენ ამოიცანით საკუთარი თავი აღწერაში? რა დაემთხვა და რა – არა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს