სახლში, კეფირზე მომზადებული თაფლაკვერები ცოტა ხნის წინ ჩემი ოჯახის წევრების საყვარელი ტკბილეული გახდა. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი და ახლა ყოველთვის ვამზადებ, როცა მაცივარში კეფირი მეგულება. ცოტა დროს ვხარჯავ, სამაგიეროდ ჩემი ოჯახისთვის „თაფლაკვერის დღე“ ნამდვილ დღესასწაულად იქცა!
„ვივიენის“ რედაქციაში იციან, თუ რამდენად სასიამოვნოა, როცა ახლობლები თქვენ მიერ მომზადებულ ტკბილეულს სიამოვნებით მიირთმევენ. გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს.
როგორ მოვამზადოთ თაფლაკვერი კეფირზე
ინგრედიენტები:
- 350 მლ კეფირი
- 1,5 ჭიქა შაქარი
- 2 კვერცხი
- 1 ს/კ თაფლი
- 3 ს/კ კარაქი
- 1 ჩ/კ სოდა
- 4 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
1. თავდაპირველად, ერთი კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ის პომადურისთვის დაგჭირდებათ. დანარჩენი კვერცხი თაფლთან და შაქართან ერთად ათქვიფეთ (მხოლოდ 3 ს/კ შაქარი პომადურისთვის დაიტოვეთ), შემდეგ მიღებულ ნარევს კეფირი და კარაქი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ.
2. შემდეგ ფქვილი გაცერით და ნელ-ნელა სოდასთან ერთად ნარევს დაუმატეთ და ნაზი ცომი მოზილეთ.
3. ახლა 1 სმ სისქეზე ცომი გააბრტყელეთ, ნებისმიერი ფორმით ამოჭერით და წინასწარ პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
4. თაფლაკვერები 180-190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. პომადურას მომზადებას შეუდექით.
5. პომადურას მოსამზადებლად კვერცხის ცილა და 3 ს/კ შაქარი ათქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.
6. 25 წუთის შემდეგ თაფლაკვერები ღუმელიდან გამოიღეთ და ათქვეფილი ცილა წაუსვით – შემდეგ კიდევ 10 წუთით ღუმელში შედგით.
ესეც ასე, თაფლაკვერების სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.