რეცეპტი ჩემ მეგობარს ვთხოვე, რომელიც საცხობში მუშაობს. იდეალურ კლასიკურ ბისკვიტს მხოლოდ ასე ვაცხობ

9122

ახალგაზრდა დიასახლისები რას არ აკეთებენ, რომ ღუმელში ფუმფულა ბისკვიტი გამოაცხონ. უმატებენ გაზიან სასმელს, ლუდს, გამაფხვიერებელს, სოდას…მაგრამ პრეტენზიული ბისკვიტი არ ნებდება. დღეს „ვივიენი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყველაზე მარტივი და გემრიელი ტორტი – კლასიკური ბისკვიტი, რომელიც ყოველთვის გამოგივათ!

როგორ მოვამზადოთ კლასიკური ბისკვიტი ღუმელში

ბისკვიტი თანაბარი, ფუმფულა და ჰაეროვანი რომ გამოვიდეს ფქვილი აუცილებლად გაცერით და ცხობის დროს ღუმელი არ გახსნათ. ცხიმი მხოლოდ ფორმის ძირს წაუსვით, ასე ბისკვიტი თანაბარი იქნება. თუ ძველი ღუმელი გაქვთ ან კარი კარგად არ იხურება, საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ ასე მომზადებამდე აცხვეთ.

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 150 გრ მაღალი ხარისხის ფქვილი
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი ან შაქარი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა
  • კარაქი ფორმაზე წასასმელად

მომზადება:

1. ფქვილი წვრილ საცერში ორჯერ გაცერით.

2. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. ბისკვიტისთვის 5 კვერცხის გული და 6 კვერცხის ცილა დაგჭირდებათ. კვერცხი ოთახის ტემპერატურის არ უნდა იყოს. ათქვეფამდე გააგრილეთ.

3. საცხობ ფორმის ძირს ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ. შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ.

4. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, სანამ თეთრ ქაფს არ მიიღებთ. ნახევარი შაქარი (ფხვნილი), ლიმონის წვენი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

5. ცალკე თასში კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ და თეთრ ქაფს დაუმატეთ. ლიმონის ცედრა ან ნებისმიერი სხვა არომატიზატორი დაუმატეთ.

6. კვერცხის გულს ცილა დაუმატეთ (არ აურიოთ), ზემოდან მესამეჯერ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ფრთხილად, ნაზად, ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ აურიეთ. ცომში ჰაერის ბუშტუკები უნდა დარჩეს.

7. ცომი საცხობ ფორმაში სწრაფად გადაიტანეთ და თანაბრად გადაანაწილეთ ისე, რომ შუაში უფრო ნაკლები ცომი იყოს, ვიდრე კუთხეებში.

8. ცომით სავსე ფორმა 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით. 1 საათით აცხვეთ. ამ დროის განმავლობაში ღუმელის კარი არ გააღოთ! ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით ან კბილის ჩხირით შეამოწმეთ.

9. ბისკვიტი ცოტა ხნით ფორმაშივე გააგრილეთ. შემდეგ გადმოაბრუნეთ, რბილი პირსახოცი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. ასევე ბისკვიტის ქერქი უფრო რბილი და ნაზი გამოვა და კუთხეებში ქერქი ხრაშუნა არ იქნება.

10. გაგრილებული ბისკვიტი შეგიძლიათ ჩაისთან მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანოთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს