თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აქვს სუპერ შესაძლებლობა, რომელიც პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში ეხმარება. ამ უნარებით სამყაროს დაპყრობას ყველა ვერ შეძლებს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებას ცოტა უფრო უკეთეს გახდის.
აი, რა სუპერძალას ფლობთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
ვერძი – ურყევი თავდაჯერებულობა
გაგიჭირდებათ დაარწმუნოთ ვერძი, რომ დასახულ მიზანზე უარი თქვას. და ეს სწორიცაა: სად გინახავთ გმირი, რომელიც არჩეულ გზას ეჭვქვეშ აყენებს, როცა მიზნის მიღწევამდე მხოლოდ ორი ნაბიჯი არსებობს?
როცა ვერძს შეუპოვრობის სიჯიუტისგან გარჩევა შეუძლია, ის დაუმარცხებელი ხდება.
კურო – რამდენიმე ნაბიჯის წინასწარ გათვლა შეუძლია
ამასთან ამას საღ გონებაზე აკეთებს, მეექვსე გრძნობის ბუნდოვან რჩევას არ უსმენს.
კუროს ასევე ურყევი შეუპოვრობა ახასიათებს, ამიტომ ნებისმიერ ვითარებაში მიზანს არ კარგავს. ასე ძლიერი ლიდერები ხდებიან, რომლებიც სხვებს დიდი მიღწევების მოტივაციას აძლევს.
აქედან მოდის მესამე სუპერძალა – ფულის სწორად მართვის უნარი.
ტყუპები – წარმოუდგენელი მომხიბვლელობა
ტყუპებს შეუძლიათ ყველაზე რთულ მომენტებში ადამიანებზე სიყვარულით იზრუნონ და მხარდაჭერა გაუწიონ. ეს კი ადამიანებს გაძლიერებასა და თავდაჯერების მოპოვებაში ეხმარებათ.
აქედან მოდის წარმოუდგენელი მომხიბვლელობა, რომელიც სულში ხვდება მათ, ვინც მისთვის შეიძლება რაღაცით სასარგებლო იყოს და გამოძვრეს იმ სიტუაციიდან, სადაც სხვები უკვე უკან დაიხევდნენ.
კირჩხიბი – შესანიშნავი ინტუიცია
საფრთხეს მთელი სხეულით გრძნობენ. ეს არა მხოლოდ რაღაც ცხოვრებისეულ სიტუაციას და ჯანმრთელობის საფრთხეს, არამედ მატერიალურ კეთილდღეობას ეხება – არამომგებიან საქმეში ფულის ჩადებას ვერავინ გაიძულებთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
კირჩხიბს მთელი სურათის წარმოდგენის უნიკალური შესაძლებლობა აქვს და გრძელვადიან გეგმებს ადგენს.
ლომი – შემოქმედებითი მიდგომა
ეს სუპერძალა ლომს ეხმარება იყოს უნიკალური. ამ უნარის წყალობით უინტერესო საქმეს რაღაც საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს.
კიდევ ერთი სუპერძალა – საკუთარ თავში „ოცნების გუნდის“ შექმნა, რომელიც მიზნის მიღწევაში დაეხმარება. შინაგანი ცეცხლი ლომს ნებისმიერი სირთულის გადალახვაში ეხმარება.
ქალწული – გეგმის შედგენის შესაძლებლობა, რომელიც აპოკალიფსის დროსაც კი გაამართლებს
ქალწულს შეუძლია მოგება ნახოს იქ, სადაც დამარცხება გარდაუვალი ჩანს. ნებისმიერი სიტუაციის ისე შემობრუნება შეუძლია, რომ ჩადებულ ძალისხმევაზე უფრო მეტი მიიღოს.
ამასთან ქალწულს თანდაყოლილი თანაგრძნობის და დამშვიდების უნარი აქვს. სხვებს ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვასა და ძალების მოპოვებაში ეხმარება.
სასწორი – მეგობრობა
არავის სურს თქვენზე ცუდის თქმა, რადგან იმ ადამიანის გაბრაზება, რომელიც ასე გულწრფელად იღიმის და კომპრომისის იდეას იძლევა – ეს უკვე სიკეთისა და ბოროტების ზღვარს სცდება.
თქვენი მანერები ყველას მოსწონს, მცირე სასიამოვნო სამსახურის გაწევა კარგად დახურულ კარებსაც კი გიხსნით, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
მორიელი – ადამიანების სუსტი წერტილის პოვნა და მისი გამოყენების უნარი
თქვენ შესანიშნავად იცით, თუ რას და როდის უნდა დააჭიროთ, რომ თქვენი შეწინააღმდეგების სურვილი არავის ჰქონდეს.
მაშინაც კი, თუ ფსიქოლოგია პროფესიულ დონეზე შეისწავლეთ, მეტოქეებს და ახლობლებს ადამიანებს ადვილად მართავთ. სავსებით შეგიძლიათ სხვებს მსოფლიო რევოლუციის მოწყობისკენ უბიძგოთ, თუ ეს თქვენ გჭირდებათ.
მშვილდოსანი – ადამიანების დადებითი ენერგიით დამუხტვის უნარი
თქვენ ირგვლივ ყოველთვის ხალხი იმყოფება. ზოგი თქვენს გვერდით ბავშვობიდან არის. ისინი საკუთარი ინტერესების საზიანოდ თქვენს პრობლემებს აგვარებენ, პირველივე ზარზე თქვენთან ჩნდებიან, თქვენს სისუსტეებს ურიგდებიან.
რა თქმა უნდა, თქვენც მისთვის ბევრს აკეთებთ: იცავთ, ზრუნავთ, რთულ სიტუაციებში ეხმარებით. თუმცა, როგორც წესი, ისინი არა უბრალოდ თქვენს კეთილდღეობას იყენებენ. არამედ ნამდვილად მადლიერები არიან.
თხის რქა – შეუპოვრობა
იქ, სადაც სხვები ხელს იქნევენ და უძლურობას აღიარებენ, თხის რქა შეუპოვრად მუშაობს. თქვენს ლექსიკონში სიტყვა „უკან დახევა“ და „დანებება“ არ არსებობს. თქვენ წარმოუდგენლად რთულ მიზნებს აღწევთ, რადგან საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევთ.
თქვენი შინაგანი ბირთვი არა რკინის, არამედ მითრილისგან შედგება, რაც თითქმის ლეგენდარულ არსებად გაქცევთ.
მერწყული – ნოვატორობა
თქვენ ზომბების შემოსევის დროსაც შეგიძლიათ გადარჩეთ წიწაკის ქილისა და ბარათების კარტის დახმარებით, შემდეგ კი ეს დააპატენტოთ და კიდევ უფრო მეტი გამოიმუშავოთ.
ფერფლიდან აღდგომა და დანგრეული ცხოვრების აგურებით კვლავ აშენება შეგიძლიათ. როცა სხვები ნებდებიან, მერწყული ბოლომდე იბრძვის.
თევზები – ლმობიერება
გარეგნულ ინფანტალურობაში საკმაოდ მკაცრი ხასიათი იმალება. თევზებმა ყოველთვის იციან, თუ რა სურთ. ისინი, ვინც სათანადოდ არ გაფასებენ, წუმპეში სხდებიან.
თქვენ ვერავინ გაიძულებთ გააკეთოთ ის საქმე, რომელიც არ გიყვართ. ეს მგრძნობიარე ნიშანი ენერგეტიკის მიმართ მგრძნობიარეა, მაგრამ თევზის სტიქია – წყალია. წყალს კი, როგორც ცნობიალი, ქვის დაშლაც კი შეუძლია.
ეთანხმებით ამ აღწერილობას? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.