უკვე ორი წელია, რაც ახალი ჰობი მაქვს – ნერგების გაზრდა. აქამდე არც კი ვფიქრობდი, რომ ამ პროცესს მსგავსი ემოციების გამოწვევა შეეძლო! პირველ ამონაცენზე სიამაყის გრძნობა გეუფლებათ, ხოლო როცა ნერგი ჭკნება, თან გულის ნაწილი მიაქვს. მოკლედ, ეს საქმე ერთსულოვნად არავის დატოვებს…
ჩემი შრომის პირველი შედეგებით დიდად კმაყოფილი, სამწუხაროდ, ვერ დავრჩი. წიწაკის ნერგები ჯერ კიდევ მანამდე დაჭკნა, სანამ ნიადაგში გადავრგავდი. არადა ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო: ნიადაგს საჭირო პროპორციებით ვამზადებდი, ხარისხიან თესლებს ვყიდულობდი სანდო მწარმოებლებისგან, ჭურჭელს კი მსუბუქსა და მოცულობითს ვიყენებდი.
თუმცა, გადავწყვიტე ფარ-ხმალი არ დამეყარა და რჩევა დედამთილს ვთხოვე, რადგან მისი ნარგავები ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება აგარაკზე და მოსავალიც უხვად აქვს ხოლმე. მან მასწავლა, რომ ნერგების შესასუქებლად საიდუმლო რეცეპტს იყენებს, რომელმაც, ჩემდა გასაკვირად, მართლაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. ახლა ამ საიდუმლოს შენ გიზიარებ, რათა პირველივე ცდაზე მიიღო კარგი ნერგები.
რით შევასუქოთ წიწაკის ნერგები
აღმოჩნდა, რომ ნერგების ზრდის მასრიმულირებელი თქვენს საოჯახო აფთიაქში მოიპოვება. ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი ნამდვილი ხსნაა ნერგებისთვის. იგი ამტკიცებს ღეროებს და აღადგენს აზოტის უკმარისობას, ამასთან, ასტიმულირებს ნერგების ზრდასაც.
ხსნარის მოსამზადებლად გახსენით 1 ჩ.კ. ნიშადურის სპირტი 1 ლ წყალში და მორწყეთ ნერგები ამ ხსნარით. გახსოვდეთ, რომ ნერგები უნდა შეასუქოთ დარგვიდან 10 დღის გასვლის შემდეგ.
სასუქი უნდა გამოიყენოთ ნერგის უშუალოდ ნიადაგში გადარგვის დროსაც. 1 სათლი წყლისთვის 10 მლ ნიშადურის სპირტი საკმარისია. სასუქი ჩაასხით ნერგისთვის მომზადებულ თხრილში და მოაყარეთ ცოტაოდენი მიწა, ამის შემდეგ კი ჩარგეთ წიწაკა.
ამ საშუალების სასიამოვნო ბონუსია ის, რომ ბოსტანას არ მისცემს მომავალ მოსავალთან მისვლის საშუალებას.
აუცილებლად შეასუქეთ თქვენი წიწაკები ასე – იგი მაშინვე გადაგიხდით მადლობას ხორციანი მოსავლით.
თუ ყველაზე კარგი მოსავლის მიღება გსურთ, ნუ გაუზიარებთ ამ საიდუმლოს მეზობლებსა და მეგობრებს.