ექიმი ბელოვეშკინი: თუ ნორმალურად არ ისაუზმებთ, ვერასდროს დაიკლებთ! კალორიები არაფერია, რეჟიმი კი – ყველაფერი

1538

ანდრეი ბელოვეშკინი მხოლოდ 32 წლისაა და უკვე ბევრ ადამიანს წონის დაკლებაში დაეხმარა. ყოფილი ექიმი ანესთეზოლოგი ახლა საკუთარ ბლოგს მართავს და მკითხველებს ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებს ასწავლის.

დღეს „ვივიენმა“ თქვენთვის ჯანსაღი კვების ყველაზე სასარგებლო პრინციპები შეარჩია, რომელთაც ბელოვეშკინი გირჩევთ.

რაციონალური კვების პრინციპები

ანდრე ბელოვეშკინი კვების  7 მთავარ პრინციპს გამოყოფს, რომლებიც მარტივად დაკლებაში დაგეხმარებათ, ამასთან კალორიების დათვლა არ მოგიწევთ.

1. საუზმე კვების ყველაზე მთავარი დროა. ბევრი ადამიანი არ საუზმობს, რადგან დილით მადა და ჭამის სურვილი საერთოდ არ აქვთ. ხშირად ამის მიზეზი გვიან ვახშმობა ხდება, რადგან ასე დიდი ხნის განმავლობაში დანაყრებულნი რჩებიან.

ექიმი ბელოვეშკინი გირჩევთ, ეს ყოველდღიური მოციონი შეცვალოთ და ადრე საუზმობა დაიწყოთ. სასურველია, რომ საუზმე ყველაზე ნოყიერი და საკვებით სავსე იყოს. ვახშამი კი, პირიქით, მცირე. ასე დილით უფრო მშიერი იქნებით.

2. ექიმი დაჟინებით გირჩევთ მაქსიმუმ 3-4 საათზე ერთხელ იკვებოთ. საქმე იმაშია, რომ დღეში 5-ჯერ ან უფრო ხშირად კვების ჩვევა კვების არარეგულირებას და მუდმივ წახემსებას იწვევს.

ბელოვეშკინი ამბობს, რომ ხანგრძლივად მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ძირითადად დღეში 2-ჯერ იკვებებიან, რადგან კვების ერთი მიღება 4 საათით განაყრებთ, ხოლო დანარჩენ დროს ორგანიზმი ზრდის ჰორმონის წყალობით ახალგაზრდავდება.

3. ბელოვეშკინი გირჩევთ ღია შუქზე ან ფანჯარასთან ახლოს ისაუზმოთ. ასე ორგანიზმი ფხიზლდება და ყველა საჭმლის მომნელებელი მექანიზმი აქტიურდება.

4. რაციონალური კვების მთავარი პრინციპი არა მხოლოდ კვების სიხშირეს, არამედ მენიუს ეხება. ბელოვეშკინი ირწმუნება, რომ რაციონში მარცვლეული პროდუქტების მიღება კონსერვანტების რაოდენობას მაქსიმალურად ამცირებს.

ექიმის აზრით, სწორი კვების საუკეთესო პროდუქტებია ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული. ხოლო კონსერვანტებად ფქვილის, მარილს, მშრალ რძეს მიიჩნევს.

5. რაციონალური კვების ორგანიზება იმასაც განსაზღვრავს, თუ დღის განმავლობაში რა რაოდენობით საკვები უნდა მიიღოთ.

საუზმე დღიური რაციონის 50%-ს უნდა შეადგენდეს. ის ბევრ ცილას და ცხიმებს შეიცავს. ასე ინსულინის რაოდენობას შეამცირებთ და დღის განმავლობაში ნაკლები ტკბილეულის მიღების სურვილი გექნებათ.

6. სადილი, ექიმის აზრით, ნახშირწყლების მიღების დროა. ბევრი დიეტოლოგი გირჩევთ დილით ფაფის მიღებას, ხოლო ანდრეი ირწმუნება, რომ სადილზე ფაფის მიღებაზე უკეთესი არაფერია. ასევე სადილის დროს კრემ-სუპების და სალათების მიღებას გირჩევთ.

7. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვახშამზე მიღებული საკვების რაოდენობა უნდა შეამციროთ. ასევე სასურველია იმდენად ადრე ივახშმოთ, რამდენადაც შესაძლებელია. ასე არა მხოლოდ სხეულის ფორმების, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს