თითოეულ ძირზე ვზრუნავ და მარწყვის მაქსიმალურ მოსავალს ვღებულობ

1704

მარწყვის კვლის ქონა ძალიან კარგია. როცა კენკრა თავად მოგყავთ, ზუსტად იცით, რომ ის ქიმიკატების გარეშე და უსაფრთხოდ არის გაზრდილი.

კარგი მოსავლის მისაღებად მცენარის სწორად მოვლა უნდა იცოდეთ. დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოთ, რომ მარწყვის კარგი მოსავალი მიიღოთ.

მარწყვის მოსავალი

თავდაპირველად უნდა შეაფასოთ, თუ ბუჩქმა როგორ გამოიზამთრა, ხომ არ გაიყინა, ახალი ძირის დარგვა და ძველის მკურნალობა ხომ არ არის აუცილებელი. თოვლის გადნობიდან რამდენიმე კვირაში, როცა მიწა ოდნავ დათბება, მარწყვის კვლის გაწმენდა დაიწყეთ.

გამხმარი და დამპალი ფოთლები და შარშანდელი ბუსუსები მოაშორეთ. მცენარე 1 %-იანი ბორდოს სითხით ან სპილენძის სულფატის ხსნარით დანამეთ.

მარწყვის ბუჩქები სწრაფად რომ გაიზარდოს და ტემპერატურის შესაძლო ცვლილებისგან დაიცვათ, ბუჩქებს მკვრივი აგროფიბი დააფარეთ.

რა თქმა უნდა, საუკეთესო იქნება, თუ აგრობოჭკოს გამოიყენებთ. მისი გამოყენება მებაღეების ცხოვრებას ამარტივებს. ის ტენს ატარებს, სითბოს ინარჩუნებს, თხევად სასუქს ატარებს, ამასთან სარეველას მიწიდან ზედაპირზე ამოსვლაში ხელს უშლის.

კვალს შეგიძლიათ მარწყვის ძირების დარგვამდე ან შემდეგ დააფაროთ. ზამთარში მისი მოხსნა აუცილებელი არაა. ერთი აგროქსოვილის ნაჭერი შეგიძლიათ რამდენიმე წელი გამოიყენოთ.

თუ მას არ გამოიყენებთ, გამოსავალი არსებობს – მულჩირება. ამისთვის ნებისმიერი მასალა გამოდგება:  ნახერხი, ჩალა, წვრილი ტოტები, წიწვები , ტორფი.

მულჩირება საშუალებად მოგცემთ ნაკლებად გამარგვლოთ და მორწყათ, გაფხვიერებაზე დროს დაზოგავთ და სუფთა კენკრის აღების საშუალებას მოგცემთ. აგრობოჭკოსგან განსხვავებით მულჩის მიწაზე დატოვება არ შეიძლება. ის დალპება და ნიადაგს დაამჟავებს.

რით უნდა გამოკვებოთ მარწყვი კარგი მოსავლის მისაღებად? სადღაც აპრილის შუა რიცხვებში, როცა ბუჩქებში უკვე პირველი ფოთლები გამოჩნდება, მარწყვს აზოტის შემცველი სასუქი მიეცით.

სასუქის სახეობა მარწყვისთვის

  1. 2 ჭიქა ძროხის ნაკელი და 1 ს/კ ამონიუმის სულფატი 10 ლ წყალში გახსენით. თითოეულ ბუჩქს 1 ლ ნარევი დაასხით.
  2. 1 ს/კ აზოფოქსი და 10 ლ წყლის ნარევი. თითოეულ ბუჩქს ნახევარი ლიტრა ნარევი დაასხით.
  3. 1ლ ქათმის ან ძროხის განავალი და 10 ლ წყლის ნარევი. თითოეულ ბუჩქს ნახევარი ლიტრ დაასხით.

ბუჩქებზე პირველი კვირტების გამოჩენისთანავე კალიუმის შემცველი სასუქები მიეცით. 1 ჩ/კ კალიუმის ნიტრატი 10 ლ წყალში გახსენით და თითოეულ ბუჩქს ნახევარი ლიტრი ნარევი დაასხით.

სანამ მარწყვი ყვავილობას დაიწყებთ, კვირაში 1-ელ მორწყეთ. კვირაში 2-ჯერ მიწა გააფხვიერეთ და სარეველები მოაშორეთ.

გაფხვიერების დროს ბუჩქებს ოდნავ მიწა მოაყარეთ, რომ დამატებითი ფესვების განვითარებას სტიმული მისცეთ. მაისის ბოლომდე შეიძლება კიდევ ყინვები იყოს. სწორედ ამიტომ, ღამით მცენარეს აგრობოჭკოს ქსოვილი დააფარეთ.

ყვავილობისას მცენარეს სარეველები მოაშორეთ, მაგრამ გამოკვება შეწყვიტეთ და მავნებლების საწინააღმდეგოდ მაღაზიაში ნაყიდი შხამები არ გამოიყენოთ.

მაგალითად, თუ ყვავილობის დროს შეამჩნიეთ ისეთი მავნებელი, როგორიცაა ცხვირგრძელა, მასთან საბრძოლველად ხალხური მეთოდი გამოიყენეთ: ნივრის, მდოგვის და თამბაქოს მტვრის ნაყენი.

გაზაფხულზე მცენარეს ბუსუსები აქტიურად უჩნდება. ეს აღმონაცენები მხოლოდ იმ მცენარეებზე დატოვეთ, რომელთაც გასამრავლებლად ზრდით. ხოლო თუ ბუჩქიდან მაქსიმალური მოსავლის მიღება გსურთ, რეგულარულად მოჭერით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს