მუმიო(იგივე შილაჯიტი, ბრაგშუნი, მთის ფისი) სამკურნალოდ ჯერ კიდევ ძველ ინდოეთსა და საბერძნეთში გამოიყენებოდა. არისტოტელემ მისი სამკურნალო თვისებები პირველმა შეისწავლა და აღწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, თუმცა მუმიო შეუცვლელ საშუალებად რჩება უამრავი დაავადების წინააღმდეგ.
მუმიოს უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც გარეგნობით, ისე შემადგენლობითაც განსხვავდება. ძირითადად, ეს ნივთიერება ფრინველთა ექსკრემენტებისგან ყალიბდება, რომელიც, როგორც კი მზეზე დადნება, აღწევს კლდის ფორებში და ამდიდრებს მას მინერალებით. ნატურალური ნედლეულისგან, ჩვეულებრივ, მხოლოდ მუმიოს ექსტრაქტს – ფისისმაგვარ ნივთიერებას მოიპოვებენ, რომელსაც სპეციფიკური სუნი და გემო აქვს.
მუმიოს სამკურნალო თვისებები ვლინდება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენების დროსაც. არსებობს მალამოებისა და გელების მრავალი ვარიაცია, რომლებიც ამ ნივთიერებისგან მზადდება. მას, ასევე, აფთიაქში აბების სახით ყიდიან.
მუმიოს სარგებელი
მუმიო გვეხმარება მოტეხილობებთან, დამწვრობასთან, ჭრილობასთან, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან, კოლიტთან, გასტრიტთან, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებთან გამკლავებაში.
მისი მოხმარება გათავისუფლებთ თავის ტკივილების, ბრონქიტის, ანგინის, პნევმონის, ასთმის, ქრონიკული სურდოს, შუა ყურის ანთების, ძვლების ტუბერკულოზისა და ბუასილისგან. გვევლინება დამხმარე საშუალებად ქალებსა და მამაკაცებში უნაყოფობის სამკურნალოდ. ამ სამკურნალო ნივთიერების დახმარებით, ასევე, შეგიძლიათ დაივიწყოთ სიყრუვე, სლოკინი, ქალური დაავადებები, რადიკულიტი, დამბლა, ნევრალგია, პაროდონტოზი, ცისტიტი და სხვ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი გამოვიგონეთ და ამ დაავადებების სამკურნალოდ ერთი საშუალება ვერ იქნება საკმარისად უნივერსალური, თუმცა, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. დამტკიცებულია, რომ ნატურალური მუმიო აუმჯობესებს ბიოსინთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე და არა მის რომელიმე ნაწილზე. მისი გავლენის ქვეშ, ადამიანის სხეული მთლიანად იწმინდება ყველა მავნე მიკროორგანიზმისგან.
რაც შეეხება დოზის გადაჭარბებას: თუ ერთჯერადად გადააჭარბებთ პრეპარატის დოზას თუნდაც ათჯერ, არავითარ გვერდით მოვლენას არ მიიღებთ. თუმცა, თუ პრეპარატს დიდი დოზით მიიღებთ დიდი ხნის განმავლობაში, ეს ტემპერატურის მომატებას, ჭარბოფლიანობას, გულისრევასა და დიარეას გამოიწვევს.
და მაინც, მიუხედავად ამ პრეპარატის სარგებლობისა, იგი არ უნდა მოიხმაროთ პროფილაქტიკის მიზნით, გარკვეული დაავადების არარსებობის შემთხვევაში. საქმე ისაა, რომ, თუ დამხმარე ნივთიერებებით მუდმივად დავეხმარებით ორგანიზმს, მოგვიანებით ის მიეჩვევა და უარს იტყვის დამოუკიდებლად მუშაობაზე.
გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს, რათა მათაც მისცეთ მკურნალობის საშუალება, აუცილებლობის შემთხვევაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას!