8 იდეა ვიწრო სამზარეულო ოთახისთვის: თუნდაც პატარა, სამზარეულოში მაგიდა უნდა იყოს

2710

სამზარეულო ყველა სახლში არაა დიდი ზომის. როცა ეს ოთახი პატარაა, ვცდილობთ, სივრცე მაქსიმალურად გონივრულად მოვაწყოთ: სასადილოდ ადგილიც რომ იყოს და არც მაცივარს წამოვედოთ. მნიშვნელოვან როლს აქ სამზარეულოს მაგიდა ასრულებს – როგორიც არ უნდა იყოს იგი, სამზარეულო მაგიდის გარეშე არაა სრულყოფილი.

სამზარეულოს პატარა მაგიდა

სამზარეულოს მაგიდის შერჩევა, როცა სამზარეულოში უკვე ყველა სარემონტო სამუშაო დასრულებულია, მარტივი არაა. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დიზაინის შემუშავებაა რთული, არამედ იმიტომაც, რომ დიდი მაგიდისთვის ადგილი არ მოიძებნება. ავეჯის მაღაზიებში, უპირატესად, სტანდარტული ზომის ქარხნული პროდუქცია იყიდება. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი სამზარეულოსთვის ყველაზე პატარა სტანდარტული მაგიდაც კი ძალიან დიდია?

0

შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი ზომები, თუმცა, შეკვეთით უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ასევე, შეგიძლიათ მაგიდა თავად შეკეროთ. არჩევანი თქვენზეა, ჩვენ კი გთავაზობთ ორიგინალურ სამზარეულოს მაგიდებს, რომლებიც არჩევანს გაგიმარტივებთ.

დასაკეცი მაგიდა

ყველაზე მარტივი არჩევანია პატარა მაგიდა, რომელიც იშლება. თუნდაც გაშლისას დიდი იყოს, სამზარეულოში მას დაკეცილ მდგომარეობაში გამოიყენებთ, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ოთახში გაიტანთ და დიდ სუფრას იქ გაშლით. ტრანსფორმერი მაგიდები სულ უფრო პოპულარული ხდება: ადამიანები ადგილის ეკონომიას ცდილობენ. მაშინაც კი, თუ სივრცე ამის საშუალებას გაძლევთ, მინიმალიზმი საუკეთესო არჩევანია.

მრგვალი მაგიდა 

მაშინაც კი, თუ მაგიდა პატარა, მაგრამ მრგვალია, მასთან ოთხი ადამიანი აუცილებლად დაეტევა. მისი მიდგმა შეიძლება კუთხეში, ან თუნდაც სამზარეულოს შუაგულში – მრგვალ მაგიდას ვერასდროს დაეჯახებით მტკივნეულად.

მაგიდა ფანჯრის რაფის ქვეშ

თუ სახლში ფართო რაფა გაქვთ, მის ქვეშ ვიწრო მაგიდის დამალვა შეიძლება. ასე ადგილს არ დაკარგავთ და თავადაც შეგეძლებათ მსგავსი მაგიდის შეკერვა.

ბარ-სადგამი

თუ ვიწრო სამზარეულო გაქვთ, კარგი იქნებოდა მასში მაგიდის ნაცვლად ბარ-სადგამის დადგმა და მასთან რამდენიმე ტაბურეტის დადებაც.

ქვის მაგიდა

ასეთი მაგიდა პატარა, თუმცა მდიდრულია. მიუხედავად ზომისა, მაგიდა შესანიშნავად ერგება ინტერიერს და საინტერესოდ გამოიყურება.

გამოსაშლელი მაგიდა უჯრაში

კომპაქტური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვერსია გამოსაშლელი მაგიდაა, რომელიც სამზარეულოს კარადის უჯრაში იმალება.

დაკიდული მაგიდა

ზოგიერთს ვერც კი წარმოუდგენია, რამდენაც პატარა შეიძლება იყოს სამზარეულო. თუმცა, არსებობს დასაკიდი მაგიდებიც, რომლებიც კედელს ემაგრება და იშლება.

მაგიდა ფანჯრის რაფაზე

თუ ძალიან პატარა ადგილი გაქვთ, რემონტი კი ახლახან დაიწყეთ, შეგიძლიათ, უჩვეულო ფანჯრის რაფა შეუკვეთოთ – განიერი რაფა, რომელიც ერთ მონაკვეთში კიდევ უფრო იზრდება ზომაში. ასეთი მაგიდის ქვეშ ორი ტაბურეტის დადგმაც შეგეძლებათ.

თქვენ რამხელა სამზარეულო გაქვთ? როგორ ატევთ მასში ყველა საჭირო ავეჯსა და მოწყობილობას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.