შეფ-მზარეული თინუს „ზღვის ხბოს“ უწოდებს: სალათები თინუსით შეგიძლიათ დღესასწაულებზე ან ყოველდღე მიირთვათ

3053

სალათები თინუსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია და ამას თავისი მიზეზი აქვს. თინუსი ცხიმიანი ხორცია წვრილი ძვლების გარეშე და თევზებს შორის ცილების ყველაზე დიდი შემცველობის გამო დიდად აფასებენ.

„ზღვის ხბო“, როგორც თინუსს შეფ-მზარეული უწოდებს, გემოს განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს და 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 120 კალორიას შეიცავს.

გარდა ამისა, ამ დაბალკალორიულ პროდუქტში ბევრი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა შედის, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა, რადგან ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ინფარქტის განვითარების და თრომბების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

მარტივი სალათი თინუსით

უნივერსალური თინუსი იდეალურად ერწყმის ბოსტნეულს, მწვანილს, კვერცხს, ავოკადოს და ლობიოს. თევზის გემოს არარსებობის გამო მარტივ და ნოყიერ თინუსის სალათებს ისიც კი შეჭამს, ვისაც თევზი არ უყვარს.

ბერძნული სალათი თინუსით და ყველი ფეტათი

თუ კლასიკური რეცეპტის განახლება არ გაშინებთ, გთავაზობთ საინტერესო ვარიანტს ბერძნული სალათი თინუსთან ერთად.

ინგრედიენტები:

  • 2 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 100 გრ ყველი ფეტა
  • ½ ხახვი
  • 1 ქილა თინუსი საკუთარ წვენში
  • 1 ქილა ზეთისხილი კურკების გარეშე
  • 1 კონა სალათის ფურცლები
  • ორეგანო გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ყველი, პომიდორი და კიტრი კუბებად დაჭერით. ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით.
  2. სალათის ფურცლები ხელით გატეხეთ და თეფშზე მოათავსეთ. ზემოდან ბოსტნეული, თინუსის ნაჭერი, ზეთისხილი და ყველი მოათავსეთ.
  3. ზეითუნის ზეთი, ორეგანო, დაფქული წიწაკა, მარილი და ლიმონის წვენი აურიეთ. სალათს მოასხით.
  4. გემრიელად მიირთვით!

სალათი თინუსით და ავოკადოთი

ამ მარტივი, ნოყიერი სალათის მომზადება რთული არაა. ამისთვის გაზქურის ჩართვაც კი არ დაგჭირდებათ. საკმარისია ყველაფერი დაჭრათ, სართავი მოამზადოთ და სწრაფი, მსუბუქი ვახშამი მზადაა.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ თინუსი საკუთარ წვენში
  • 200 გრ პომიდორი ჩერი
  • 150 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გრ სალათის ფურცლები
  • 1 ავოკადოს მსხვილი ნაყოფი
  • 1 ჩ/კ მდოგვის მარცვალი
  • 1 ჩ/კ სუფრის მდოგვი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

  1. პომიდორი შუაზე გაჭერით.
  2. ავოკადოს კურკა მოაშორეთ და კანისგან გაათავისუფლეთ. რბილობი კუბებად დაჭერით.
  3. მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი თასში ემულსიის მიღებამდე აურიეთ.
  4. სალათის ფურცლები ¾ სართავს აურიეთ.
  5. სიმინდი, ნაჭრებად დაჭრილი თინუსი, პომიდორი და ავოკადო აურიეთ.
  6. დარჩენილი სართავი მოასხით და სუფრაზე გაიტანეთ.
  7. გემრიელად მიირთვით!

სალათი თინუსით და ლობიოთი

ნოყიერი სალათი ცილებით მდიდარი თინუსით და ლობიოთი ვახშმის ან საუზმის სრულყოფილ კერძად გამოგადგებათ.

ინგრედიენტები:

  • 180 გრ თინუსი
  • 1 ხახვი
  • 2 კიტრი
  • 1 პომიდორი
  • 100 გრ ზეთისხილი
  • ½ დაკონსერვებული ლობიო
  • 2 კვერცხი
  • ½ კონა სალათის ფურცლები
  • ზეითუნის ზეთი
  • ბალზამირებული ძმარი (ან კრემი)
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. კიტრი და პომიდორი დაჭერით. კვერცხი მოხარშეთ.
  2. ხახვი თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით და ძმარში დაამარინადეთ (30 წუთი საკმარისია).
  3. სალათის ფურცლები რამდენიმე ნაწილად დაყავით.
  4. სალათის ფურცლები თეფშზე დააწყვეთ.
  5. ზემოდან ლობიო თანაბრად გადაანაწილეთ.
  6. შემდეგ ოდნავ დამარილებული კიტრის ნაჭრები, პომიდორი (ასევე დამარილებული), დამარინადებული ხავი, დაჭრილი კვერცხი და ზეთისხილი.
  7. სალათს ზეითუნის ზეთი და ბალზამირებული ძმარი მოასხით.
  8. სალათი თინუსით და ლობიოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სალათი მაკარონით და თინუსით

სალათის მოსამზადებლად სჯობს მაკარონის ნაწარმი მყარი ჯიშის ხორბლისგან იყოს დამზადებული: ბაფთები, ნიჟარა, სპირალი, მოკლე ბუმბული.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ კაპარი
  • 150 გრ პომიდორი ცერი
  • 250 გრ მაკარონის ნაწარმი
  • ზეთისხილის პატარა ქილა კურკების გარეშე
  • 350 გრ დაკონსერვებული თინუსი საკუთარ წვენში
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • ½ ჩ/კ გახეხილი ლიმონის ცედრა
  • სალათის ფურცლები
  • ბაზილიკის ფურცლები
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. მაკარონი მარილწყალში შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით მოხარშეთ.
  2. გადაწურეთ, თასში მოათავსეთ, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. თინუსი ჩანგლით დაჭყლიტეთ და მაკარონს დაუმატეთ.
  4. მცირე თასში დარჩენილი ზეითუნის ზეთი, დაქუცმაცებული ნიორი, ლიმონის წვენი, ცედრა, მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
  5. სალათს სართავი მოასხით და აურიეთ. პომიდვრებით და ბაზილიკის ფურცლებით მორთეთ.
  6. გემრიელად მიირთვით!

ფენებიანი სალათი თინუსით

სალათი ძალიან ნოყიერი და გემრიელი გამოვა. მრავალფეროვანი ინგრედიენტების წყალობით გემო გაჯერებული და ძალიან ნაზი იქნება.

ინგრედიენტები:

  • 3 კარტოფილი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 ქილა დაკონსერვებული თინუსი
  • 3 კვერცხი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 150 გრ კიბორჩხალას ჩხირები
  • მწვანე ხახვის კონა
  • მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ და გაგრილება აცადეთ.
  2. კარტოფილი გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.
  3. მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით.
  4. მოხარშული კვერცხი გაასუფთავეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. თინუსის რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ.
  5. მსხვილ სახეხზე კიბორჩხალას ჩხირები, ვაშლი და ყველი გახეხეთ. კვერცხის ცილა და გული წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  6. დიდი ზომის თეფში აიღეთ და სუფრის რგოლი დადეთ. სალათის ინგრედიენტები ფენებად ჩააწყვეთ და თხელ ფენად მაიონეზი წაუსვით. პირველი ფენა გახეხილი კარტოფილი, შემდეგ თინუსი, მწვანე ხახვი, გახეხილი კვერცხის ცილა, კიბორჩხალის ჩხირები, გახეხილი ვაშლი, ყველი და ბოლოს დაქუცმაცებული კვერცხის გული.
  7. კვერცხის გული ზემოდან დარჩენილი მწვანე ხახვით მორთეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს