კლაუდია შიფერი 48 წლის ასაკში უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ახალგაზრდობაში! ახლა არა მხოლოდ მოდელი, არამედ სამი შვილის დედაა

1526

კლაუდია შიფერი გერმანელი სუპერმოდელი, კინომსახიობი და დიდი ბრიტანეთის სახელით „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩია.

პოპულარობის პიკზე 90-იან წლებში იყო. მაშინ მის სილამაზეს ყველა აღმერთებდა, მაგრამ როგორც ბუნებრივ სილამაზეს ისე აღიქვამდნენ. ის ხომ მოდელი იყო.

თითქმის 30 წელი გავიდა, მაგრამ კლაუდია თითქმის არ შეცვლილა. ოდნავ უფრო გახდა და ეს გაოცებას იწვევს.

მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტოსესია ჟურნალ Vogue China-სთვის გადაიღეს, რომლის ნომერიც კარლ ლაგერფელდის ხსოვნას ეძღვნებოდა. სწორედ შანელის სახლის ჩვენებებით და კონტრაქტებით დაიწყოს მისი კარიერის აღმასვლა. შანელს კი იმ დროს ლაგერფელდი მართავდა.

მსოფლიოს სუპერმოდელი

შიფერი ქალების მისაბაძი მაგალითია, რომელმაც ყველა კომპლექსები გადალახა და საკუთარი თავის შეყვარება შეძლო. სწორედ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის წარმოჩენის უნარი მას მწვერვალების მიღწევაში დაეხმარა. მხოლოდ ერთი სილამაზე საკმარისი არ იქნებოდა. დაე, მისი ისტორია სხვა ქალებისთვის შინაგანი სამყაროს შესაცვლელად შთაგონების წყარო გახდეს.

მოზარდობის პერიოდში შიფერი მორცხვი და მოუხერხებელი ადამიანი იყო, რომელსაც მაღალი სიმაღლისა და სუსტი სხეულის აღნაგობის გამო კომპლექსები ჰქონდა.

„მე ვარსკვლავი არ ვიყავი. ვარსკვლავებად სხვა გოგოები ითვლებოდნენ, რომელთაც ყველა ლამაზად თვლიდა და ყველას მათთან ურთიერთობა სურდა. მეგობრები მეც მყავდა, მაგრამ 100%-ით მათი კომპანიის ნაწილი არასდროს ვყოფილვარ, რადგან მათგან ძლიერ განვსხვავდებოდი“ – ამბობს კლაუდია სკოლის წლებზე.

17 წლის ასაკში შემთხვევით ერთ-ერთ ღამის კლუბში სამოდელო სააგენტო Metropolitan Models-ის დირექტორი გაიცნო. იმ დროს კლაუდია მშობლებთან ერთად ერთ-ერთ პატარა გერმანულ ქალაქში ცხოვრობდა. ახალმა ნაცნობმა მშობლები დაარწმუნა, რომ გოგო პარიზში გაეშვათ, სადაც სამოდელო ბიზნესში ძალებს სცდიდა.

შიფერი ამას სერიოზულად არ მოეკიდა. საფრანგეთში მოგზაურობას ტურისტულად აღიქვამდა და არ სჯეროდა, რომ მას სამსახურს შესთავაზებდნენ. დარწმუნებული იყო, რომ  საცდელი ფოტოსესიის შემდეგ სააგენტო შეცდომას გაიაზრებდა და მას უკან გაუშვებდნენ.

ყველაფერი პირიქით მოხდა. სააგენტოში კლაუდია განსაკუთრებულად ჩათვალეს. 1988 წელს პირველად ფრანგული ჟურნალის Elle-ს ყდაზე გამოჩნდა.

ამის შემდეგ მოდელმა კლაუდია შიფერმა Chanel-ის სახლთან მომგებიანი კონტრაქტი გააფორმა. კარლ ლაგერფელდი მას ბრიჯიტ ბარდოს ადარებდა.

ახალგაზრდობაში კლაუდია შიფერი საერთაშორისო სამოდელო სცენაზე საუკეთესო ადგილისთვის ეჯიბრებოდა სინდი კროუფორდს, ლინდა ევანგელისტას, ნაომი კემპბელს, ჰელენა კრისტენსენს, ევა ჰერციგოვას…იმდენად ბეჯითად, რომ მოდელებს შორის ჟურნალების ყდაზე სურათებით რეკორდსმენი გახდა, რაც გინესის რეკორდების წიგნშიც დაფიქსირებულია.

მის ყველაზე უფრო წარმატებულ წლებში მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო, რომელიც ერთ სამუშაო დღეში დაახლოებით 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდა.

და ახლა? კლაუდია ბრიტანელ პროდიუსერსა და კინორეჟისორსზე მეთიუ ვონზეა დაქორწინებული. სამ შვილს ზრდის, შეუძლია საკუთარ თავს ნაკლები მუშაობის უფლება მისცეს, მაგრამ საკუთარ თავსა და თვიშეფასებაზე ზრუნვას აგრძელებს. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება, ვიდრე რთული სამოდელო წლების დროს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს