8 უჩვეულო საყოფაცხოვრებო გზა ალუმინის ფოლგის გამოსაყენებლად

2528

თავისი უნიკალური ტექსტურის წყალობით, ალუმინის ფოლგას უამრავი მოულოდნელი ფუნქციის შესრულება, მათ შორის, მაკრატლის გალესვაც შეუძლია. იცით ამ უნიკალური ნივთის გამოყენების უჩვეულო გზები?

ალუმინის ფოლგა ფართოდ გამოყენებული მასალაა საშინაო პირობებში, განსაკუთრებით, როცა საქმე საკვები პროდუქტის მომზადებასა და შენახვას ეხება. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს სხვა საინტერესო და გასაოცარი საშუალება ფოლგის გამოყენებისა. გთავაზობთ 8 საუკეთესო იდეას.

1. ჭურჭლის რეცხვა

ალუმინის ფოლგა, მეტალის ღრუბლის მსგავსად, კარგად აშორებს ჭუჭყსა და ცხიმებს, რომლებიც ჭურჭლის ზედაპირს ეკრობა. აიღეთ ფოლგის დიდი ნაჭერი, დაამრგვალეთ და გახეხეთ ის ნაწილები, რომლებზეც საკვებია მიკრობილი. ამავე გზით შეგიძლიათ ჟანგის მოცილება ქრომირებულ ზედაპირებზე.

2. ღუმელის გაწმენდა

მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში უამრავი სპეციალური საშუალება არსებობს ღუმელში დარჩენილი ცხიმის მოსაცილებლად, ფოლგის უბრალო ბურთულება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებაა.

დაამუშავეთ ცხიმიანი ზედაპირი ლიმონის წვენით ან სოდით, გააშრეთ 5 წუთით და გახეხეთ ფოლგის ბურთულით.

3. ვერცხლის ნივთების წმენდა

ფოლგა გააუმჯობესებს ვერცხლის ნივთების იერს, რამდენადაც ეს უკანასკნელი სიბინძურისა და მტვრის ზემოქმედებით მუქდება. გაავსეთ დიდი კონტეინერი ცხელი წყლით და დაუმატეთ რამდენიმე ს.კ. მარილი და დაჭრილი ფოლგა. შემდეგ სითხეში მოათავსეთ ნივთები, რომლებიც უნდა გაწმინდოთ, გააჩერეთ 20 წუთით.

4. უთოს წმენდა

აიღეთ ალუმინის ფოლგის ფურცელი და 1 კოვზი მარილი. ეს ელემენტები უთოს ზედაპირს შავ ფენას გააცლის.

მოათავსეთ ალუმინის ფოლგა უთოს მაგიდაზე. გაანაწილეთ მარილი მის ზედაპირზე და უბრალოდ გადაატარეთ ცხელი უთო, თითქოს ტანსაცმელს აუთოებთ. აცადეთ გაგრილება, შემდეგ კი მარილის ნარჩენები სუფთა ქსოვილით მოაშორეთ.

5. მაკრატლის ალესვა

თუ შეამჩნიეთ, რომ მაკრატელი აღარ ჭრის, აიღეთ ფოლგა, მოჭერით დიდი ნაჭერი და გადაკეცეთ რამდენჯერმე. შემდეგ დაჭერით ფოლგა ბლაგვი მაკრატლით რამდენიმე ადგილას.

6. მაყალის წმენდა

ცხიმისა და საკვების ნარჩენების ამოსაყვანად, მოაყარეთ სოდა მაყალის გაცხიმიანებულ ზედაპირს და შეაშხეფეთ წყალი. გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ ენერგიულად გახეხეთ ალუმინის ფოლგის დიდი ბურთით.

7. ელემენტების სიცოცხლის გახანგრძლივება

ელექტრო სათამაშოები და მოწყობილობები, ხშირად, უდროოდ წყვეტს მუშაობას ელემენტების განმუხტვის გამო. როცა ეს პრობლემა გაცნდება, აიღეთ ალუმინის ფოლგა და დაკეცეთ, სანამ აუცილებელ სისქეს არ მიიღებთ. მოათავსეთ იგი ელემენტსა და კონტაქტს შორის. დარწმუნდით, რომ იგი მჭიდროდაა ჩადებული და ისევ ჩართეთ მოწყობილობა შესამოწმებლად. ვუალა!

8. ჟანგის მოშორება მეტალის ღრუბლიდან

რკინის მილები, რომლებიც სამზარეულოში აუცილებელია, მარტივად მჟავდება ნესტის გამო. ამის თავიდან ასაცილებლად, ასევე, უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად, გამოჭერით ფოლგისგან სწორკუთხედი და მოათავსეთ იგი ღრუბლის ქვეშ. რეგულარულად ცვალეთ ფოლგა, რათა ნესტის დაგროვებას შეუშალოთ ხელი.

თქვენ იცოდით ალუმინის ფოლგის მსგავსი გამოყენების შესახებ? გაქვთ უჩვეულო იდეები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს