გსურთ, სახლი ნამდვილ ჯუნგლებად აქციოთ? ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ: მცენარეებს კარგად უნდა მოუაროთ, მორწყოთ, გაკრიჭოთ, შეასუქოთ, გადარგოთ…
თითოეული მცენარის თავისებურის შესწავლისა და თქვენი ბინის შესაფერისი ოთახის მცენარეების შერჩევის ხარჯზე, თქვენ უზრუნველყოფთ მდიდრულ, ყვავილოვან ბაღს მთელი წლის განმავლობაში, სახლიდან გაუსვლელად.
ასე მოიქცა ავსტრალიელი ქალბატონი, რომელსაც ეჩვენებოდა, რომ მისი სამზარეულო ძალიან ნაცრისფერი და უინტერესო იყო. მან სივრცის გალამაზება ცოცხალი მცენარეებით გადაწყვიტა. რაღაც მომენტში მცენარეებმა გაუფერულება და ჭკნობა იწყეს.
მაშინ ქალმა შემდეგი რამ მოიმოქმედა: ოთახის მცენარეებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად ინგლისური მარილი, იგივე Epsom salt გამოიყენა.
ჩვენთან ეს ნივთიერება “მაგნეზიუმის” ან გოგირდმჟავას მაგნიური მარილის სახელით იყიდება. უფროს თაობას ემახსოვრება, რომ მას ადრე კუჭის ამშლელ საშუალებად იყენებდნენ.
ბრიტანელები კი ამ მარილს თავიანთ ბაღებსა და ოთახის მცენარეებზე წარმატებით იყენებენ.
ჩადგით მცენარე აბაზანაში და შეაშხეფეთ მას მაგნეზიუმის ხსნარი.
“დაღლილი” და უხალისო მცენარე მაშინვე გამოცოცხლდება.
თუ მცენარის ფოთლებმა დახვევა იწყო(თუმცა მავნე მწერები არ ჩანს), ეს იმის სიგნალია, რომ მას მაგნიუმი აკლია.
გახსენით 1 ს.კ. მარილი 5 ლ წყალში და გამოიყენეთ ეს ხსნარი მცენარის გამოსაცოცხლებლად კვირაში ერთხელ, სანამ სასურველი შედეგი არ დადგება.