სახლში რაღაც განსაკუთრებულის გაკეთების სურვილი ყველას გვსურს, თუმცა ხშირად მოდური და ფუნქციური ინტერიერის ნივთებისთვის საკმარისი ფული არ გვაქვს. ბევრად უფრო ღირებულია კრეატიული აზროვნება და ხელსაქმის უნარი, რადგან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები განსაკუთრებულ სითბოს და ენერგეტიკას ფლობენ.
დღეს „ვივიენი“ გთავაზობთ 12 იდეას, თუ როგორ განაახლოთ ბინის ინტერიერი თითქმის ფულის დახარჯვის გარეშე. ასეთი ხელნაკეთი ნივთები სახლში ბევრ სარგებელს მოგიტანთ.
ხელით ნახელავი სახლისთვის
1. თუ ბინაში ან აგარაკზე ძველი, მაგრამ მთლიანი კიბე გაქვთ, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ, შეგიძლიათ კედელზე მიამაგროთ. ძალიან ორიგინალური თარო გამოგივათ!
2. მე ძალიან მომწონს ნათურის ორიგინალური აბაჟური, რომელიც რამდენიმე პლასტმასის კოვზისგან კეთდება.
3. ძველი ფოცხი ინტერიერს შესანიშნავად ერწყმის!
4. კიბე შეგიძლიათ სტელაჟის სახით გამოიყენოთ, თუ მის საფეხურებზე თაროებს გააკეთებთ.
5. საავტომობილო საბურავისგან ასეთი ორიგინალური მაგიდა შეგიძლიათ გააკეთოთ! მთავარია სქელი კანაფის ძაფი და კარგი წებო მოიმარაგოთ.
6. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ნივთებისგან მოდური ლარნაკის გაკეთება შეიძლება. ის, რაც ლოფტის სტილის ინტერიერს სჭირდება.
7. თხილამურების შენახვის ახალი ხედვა. დრო მოვიდა მტვრიანი საკუჭნაოდან გამოიტანოთ!
8. უჩვეულო, მაგრამ პრაქტიკული ვარიანტი ფეხსაცმელების შესანახად. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ასეთი იდეის დახმარებით, რამდენი ადგილის გათავისუფლებას შეძლებთ!
9. ახლა, სამკაულებს ასე შევინახავ!
10. კომფორტული და პრაქტიკული, ასე არ არის?
11. ღვინის ბოთლის საცობების დახმარებით შეგიძლიათ გააკეთოთ ცხელი ჭიქის სადგამი, გასაღების ბრელოკი, შენიშვნების დაფა, ლამაზი სააბაზანოს ხალიჩა და სამზარეულოს კუთხეც კი მოაწყოთ. ყველაფერი საცობების რაოდენობასა და თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!
12. ასეთი იდეების დახმარებით თქვენი სახლი ნამდვილად მყუდრო სივრცედ გარდაიქმნება!
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!