თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ორი სრულიად ურთიერთსაპირისპირო მხარე

2111

ალბათ, გსმენიათ ფრაზა „ყველაფერს ორი მხარე აქვს“. სინათლე სიბნელის გარეშე სავსე არაა. ცხოვრება სიკვდილის გარეშე აზრს კარგავს. ჩვეულებრივ მონეტასაც კი ორი სახე აქვს! ასე არის ადამიანების შემთხვევაშიც. თითოეულ ჩვენგანს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები გვაქვს და ხშირად ამაზე გავლენას ზოდიაქოს ნიშანი ახდენს.

ვერძი

ვერძი ძლიერი სულის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში დიდი ენთუზიაზმით და ენერგიით გამოირჩევა. ის ძალიან მოტივირებული, მგზნებარე და ვნებიანი ჩანს, ამიტომ მის ირგვლივ პოზიტივი ტრიალებს. მას წარუმატებლობის არ სჯერა და გამოწვევის მიღებისას უკან არასდროს იხევს.

თუმცა, თუ მის ხასიათს შემოაბრუნებთ, აგრესიას და დომინანტ ბუნებას დაინახავთ. წვრილმანის გამო შეიძლება აფეთქდეს და საკუთარი რისხვის გამო იტანჯება.

კურო

კურო მოსიარულე სტაბილურობა და ლოიალობაა. ის ბეჯითად შრომას არ წყვეტს, რომ კომფორტული ბუდის შესაქმნელად საკმარისი თანხა გამოიმუშაოს. მას თანმიმდევრობა უყვარს, რაც ცხოვრებისა და ურთიერთობისთვის ძალიან კარგია.

თუმცა ნაკლი მასაც აქვს, ერთ-ერთი კი ფენომენალური სიჯიუტეა. გარდა ამისა, ის მომთხოვნი და შეუპოვარია და ყველაფრის თავისებურად გაკეთება უყვარს.

ტყუპები

ნიშნის სახელი ყველაფერს თავად ამბობს. მას ორმაგი ბუნება აქვს, მაგრამ აუცილებლად თავქარიანი არაა. ის კეთილი, გულახდილი, თავგადასავლებისთვის მზადმყოფი და სხვების სწავლების მოყვარულია. თუმცა ეს ადამიანები არიან ძალიან დეპრესიულები, იმპულსურები და გაღიზიანებულები. ასეთ მომენტებში მათ სურთ, რომ მთელი სამყაროსგან დაიმალონ. სჯობს ამ დროს არ შეეხოთ.

კირჩხიბი

ერთგული, გადაწყვეტილების მიმღები ადამიანია, რომელიც, როგორც წესი, სხვებს ზრუნავს. მას მოსმენა და მხარდაჭერის გაწევა შეუძლია, მაგრამ ამასთან საკუთარ თავზე არაფერს ამბობს. ბევრი მის სიკეთეს ბოროტად იყენებს. სწორედ ამიტომ ხშირად შფოთვა და დეპრესია იპყრობს და საკუთარ თავში დიდხანს იკეტება.

ლომი

ლომს ქების გარეშე გაძლება არ შეუძლია. ეს ამბიციური, მხიარული და თავდაჯერებული ადამიანი შეიძლება ოდნავ ეგოცენტრული და ზედაპირული მოგეჩვენოთ. უფრო მეტიც, ისინი საკუთარ თავში ძალიან თავდაჯერებულნი არიან. პერიოდულად განდიდების მანია იპყრობთ, სხვებს სათანადოდ არ აფასებენ და საკუთარი თავი საუკეთესოდ მიაჩნიათ.

ქალწული

ქალწული ძალიან მოსაბეზრებელი ადამიანია და რაღაც გასაკრიტიკებელს ყოველთვის იპოვის. ის მეწვრილმანე, ლოგიკურად მოაზროვნე, დისციპლინირებული და ანალიზის მოყვარულია. სამაგიეროდ, წარმოუდგენლად მომთმენია, პრობლემის გადაჭრა და ადამიანების მოსმენა შეუძლია. მეორე მხრივ, პრობლემების გაზვიადება ახასიათებს, მოდუნება არ შეუძლია და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად ეკიდება. მას სჭირდებათ გეგმა და რუტინა, რომ თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოს, რაც სხვებს თვალში მოუქნელს ხდის. საკუთარი თავის და სხვების გაკრიტიკება უყვარს.

სასწორი

მათ საკუთარი ცხოვრების დალაგების ნამდვილი ნიჭი აქვთ და ყველას სიკეთით და პატივისცემით ეპყრობა. მას უბრალოდ ადამიანები უყვარს, ნამდვილად ტაქტიკური და თავაზიანია. ის ცდილობს წონასწორობა დაიცვას და ყველანაირ დავას გაურბის. მაგრამ მათი ორჭოფობა დამსახურებული შესაძლებლობის გამოყენების შანს არ აძლევთ.

მორიელი

ეს ჭკვიანი ადამიანია სარკასტული იუმორის გრძნობით, რაც სხვებს შეიძლება არ მოსწონდეთ და გულზე ხვდებოდეთ. საკუთარ გრძნობებს კარგად მალავს და ამის წყალობით ადამიანებს მისთვის გულის ტკენა ან შეურაცხყოფის მიყენება არ შეუძლიათ. ის მგზნებარე, ორგანიზებული, დამოუკიდებელი, მაგრამ ამასთან ერთგული ადამიანია, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ. ყველაზე ცუდი თვისებები – შურისძიება და მანიპულაცია. მორიელი მეორე მხარეს ხშირად აჩენს, როცა მას საფრთხე ემუქრება ან როცა უღალატეს.

მშვილდოსანი

ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, მოგზაური და წვეულებების მოყვარულია, მაგრამ ამასთან სისტემური და მუშაობის უნარი გააჩნიათ. მეორე მხრივ, ერთ საქმეზე კონცენტრირების პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. ის სულ რაღაც ახალს ეძებს. მშვილდოსანი იმპულსური, ტემპერამენტული და ამასთან ძალიან მგრძნობიარეა.

თხის რქა

შრომისმოყვარე თხის რქა ჭკვიანი, მოტივირებული, ლოგიკური, პრაქტიკული და კარგად ორგანიზებულია. საკუთარი შესაძლებლობების წყალობით უფრო ფართო პერსპექტივის დანახვა შეუძლიათ და დანაპირებს ყოველთვის ასრულებენ. მეორე მხრივ, თხის რქა ზოგჯერ ჯიუტია, რაც მას უკომპრომისო და მეამბოხე ადამიანად აქცევს. სხვების იდეებს არ უსმენს, რადგან სიამაყე ამის საშუალებას არ აძლევს. ზოგჯერ ძალიან პრეტენზიული და გაღიზიანებული არის.

მერწყული

მას უყვარს მოგზაურობა, ახალი კულტურის შესწავლა და ახალი ადამიანების გაცნობა. საუბარი და კამათი უყვარს, თუმცა ამასთან მშვიდობისმოყვარე და გამგებიანია. შეიძლება ემოციურად გულგრილი და მიუწვდომელი მოგეჩვენოთ. მერწყულს საკუთარი საზღვრების დაცვა შეუძლიათ. სამსახურში სერიოზულ წარმატებებს აღწევს, მაგრამ ხშირად საკუთარი თავის არ სწამს.

თევზები

ის ძალიან ემოციური, მზრუნველი და მგრძნობიარე ადამიანია მხატვრული გემოვნებით. თითქმის ყველა, ვინც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა, ძალიან მგრძნობიარეა. საკუთარი სიყვარულის, მეგობრების და ოჯახის ერთგულია და მათთვის ყველაფერს გააკეთებს.

მიუხედავად ამისა, მათაც აქვთ ნაკლი. ხშირად გულუბრყვილო, ეჭვიანი და მოსაბეზრებელია. თევზები ხშირად ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ და ეს ეხება, როგორც სამუშაოს, ასევე ურთიერთობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს