გასტრიტმა რომ არ შეგაწუხოთ, მიირთვით კისელი საუზმესა თუ ვახშამზე

3478

ბავშვობაში კისელს ვერ ვიტანდი. მეგონა, რომ ეს ლორწოვანი მონსტრი იყო, რომელიც შემჭამდა. ბევრი დედა გამიგებს, ალბათ. ახლა ამ პროდუქტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, შეიცვალა.

გავიზარდე და გადავწყვიტე მისი გასინჯვა. ჩემდა გასაკვირად, ხილის კისელი ძალიან გემრიელი იყო. ამასთან, დავრწმუნდი იმაშიც, რომ მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, რომელთა შესახებაც დაუღლელად მესაუბრებოდნენ მშობლები იმ იმედით, რომ შევიყვარებდი.

წარმოგიდგენთ კისელის ყველა სასარგებლო გავლენას ჩვენს ორგანიზმზე.

რითია სასარგებლო კისელი

1. პირველ რიგში, კისელი უამრავ ელემენტს შეიცავს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, კერძოდ: კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და კალიუმი. მეორეც, თუ ხილისა და კენკრის კისელზე ვისაუბრებთ, მასში E და C ვიტამინებია, ხოლო შვრიისაში – B1, B2, B5 და РР.

ყველა ამ სასარგებლო ელემენტის შემცველობის ხარჯზე, კისელი ეფექტურად ებრძვის ანთებით პროცესებს. იგი აუცილებლად უნდა მოიხმარონ მათ, ვისაც კუჭში სიმძიმის ხშირი შეგრძნება, გასტრიტი ან ნაწლავების დისბაქტერიოზი აწუხებთ.

2. ყოველთვის იქონიეთ სამზარეულოში კისელის მოსამზადებელი ინგრედიენტები! თუ მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებები ან სპაზმები გაგიჩნდებათ, იგი აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ან სულაც გაგათავისუფლებთ.

3. შვრიის კისელის მოხმარება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს. ამასთან, იგი ორგანიზმს შლაკებისგან წმენდს.

4. შვრიის კისელი საუკეთესო დამხმარეა თირკმლებთან, ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს. იგი ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს და არეგულირებს სისხლის შედედებადობას, მავნე ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე. ასევე, ნორმაში მოჰყავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირება და ჰორმონალური ფონი.

5. თაფლზე დამზადებული კისერი საუზმის იდეალური ვარიანტია. იგი გაფხიზლებთ და ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს, ამასთან, ასეთი კისელის მომზადება მინიმალურ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული.

6. თუ თქვენი ოჯახის წევრი უკვე მესამედ გაცივდა ამ თვეში, არ იჩქაროთ წამლების მომარჯვება, მოუმზადეთ ძახველის კისელი. ეს სასმელი შეიცავს ასპირინს, ამიტომ მას ანთებისსაწინააღმდეგო, სიცხისდამწევი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს, ხელს უშლის დაავადების განვითარებას.

7. კისელი ჯანმრთელი ბავშვისთვისაც ძალიან სასარგებლოა, რამდენადაც ხელს უწყობს თუთიის ათვისებას, ეს უკანასკნელი კი პასუხს აგებს ძვლების ნორმალურ განვითარებასა და კუნთების გამყარებაზე.

რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი თავისებურია. ზოგისთვის კისელი პანაცეაა, ხოლო ზოგისთვის აკრძალული პროდუქტის სიაში შედის. სანამ მის მომზადებას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ იგი თქვენთვის უკუჩვენებული არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს