2019 წელის 8 ყველაზე მოდური ქალის ვარცხნილობა

5326

არეული და ექსტრემალური ბუნებრიობა 2019 წლის ახალი ტრენდია.

1. მაქსიმალურად არეული ბობი

თუ 2018 წლის ფავორიტი ვარცხნილობით მოხიბლული ხართ, გილოცავთ: 2019 წელს ბობი კვლავ მოდაშია. თუმცა პარიკმახერთან წასვლა და ფორმის გასწორება არც იფიქროთ! მუსის და სტაილერის დახმარებით მსუბუქი ხვეული გაიკეთეთ, ოდნავ მუსი შეიზილეთ და თავზე უკვე 2019 წლის ჰიტი – არეული ბობი გექნებათ.

თუ ამ ვარცხნილობის ცდას აპირებთ, სტილისტს თმის სიგრძის ლავიწამდე დატოვება და წინა ნაწილზე სახის გამომხატველი ჩარჩოს გაკეთება სთხოვეთ.

რა უნდა შეიძინოთ

  • თმის მუსი Kapous-გან, ფასი: 18 ლარი
  • მუსი-სპრეი მოცულობის მისაღებად Keune-გან, ფასი: 57 ლარი
  • თმის დასავარცხნი სპრეი Matrix-გან, ფასი: 40 ლარი
  • თმის დასავარცხნი ქაფი Cehko-გან, ფასი: 18 ლარი

2. ვარცხნილობა შუბლზე არეულად შეჭრილი თმით

მკაცრი გეომეტრიული ფორმები წარსულს ჩაბარდა. არეული ვარცხნილობა, თითქოსდა ბლაგვი დანით შუბლზე შეჭრილი თმა ნამდვილი ჰიტია, რომელიც ნებისმიერი სიგრძის და ფორმის თმაზე შესანიშნავად „თამაშობს“. განსაკუთრებით ტრენდულია შუბლზე შეჭრილი თმა, რომელიც თვალებს ოდნავ ფარავს. ამასთან, მოკლე ვერსიაც საკმაოდ მოდურია.

3. ბობი შუბლზე შეჭრილი თმით

ზემოთ მოცემული ორი ჰიტიდან ძალიან აქტუალური ნარევი შეიძლება გამოვიდეს. შუბლზე შეჭრილი თმა არა მხოლოდ გაზრდილ თმას არამედ ბობსაც მოუხდება და მნიშვნელობა არ აქვს საშუალო სიგრძის თუ ძალიან მოკლე ბობი გაქვთ. ასე ფრანგულ იმიჯს მიიღებთ.

4. ტექსტურირებული კასკადი

გასულ წელს მრავალფენიანი ვარცხნილობა რომანტიული და ძალიან ქალური სტილით კვლავ მოდაში დაბრუნდა. ამ სეზონზე კასკადი უფრო ბრუტალური გახდა. სტილისტები მრავალფენიან ვარცნილობას დავარცხნის საშუალებით ხაზს უსვამენ და „ბინძურ“ ტექსტურას ქმნიან ან ბოლოებს უფრო მუქი ან ღია ფერით გამოყოფენ.

რაც უფრო მოუვლელი  (თითქოსდა ლოგინიდან ახლა წამოდექით და თავის დაბანა და დავარცხნა ვერ მოასწარით) და რელიეფური ჩანს თქვენი კასკადი, მით უფრო ტრენდულია. კომფორტულია, არა?

რა უნდა იყიდოთ

  • თმის დასავარცხნი პასტა Mades Cosmetics-გან, ფასი: 16 ლარი
  • თმის დასავარცხნი გელი Cehko-გან, ფასი: 44 ლარი
  • ფერადი ბალზამი ბოლოებისთვის მუქი ფერის მისანიჭებლად Concept-გან, ფასი: 17 ლარი
  • ფერადი ბალზამი ბოლოებისთვის ღია ფერის მისანიჭებლად Syoss-გან, ფასი: 16 ლარი

5. გრძელი თმა ჰიპის სტილში

შეამჩნიეთ, რომ წელს მოდაშია ექსტრემალური ბუნებრიობა, რომელიც ნამდვილ არეულობაში გადადის? ქალთევზას ხვეულები შუბლზე შეჭრილი თმა არის ჰიპის სტილი, რომელიც 1960-70-იან წლებში მოდაში იყო და ახლა კვლავ მოდაში დაბრუნდა. პარიკმახერს ლეგენდარული ჰიტის I got You Babe-s ეპოქის შერის სურათი აჩვენეთ, რომ ზუსტად მიხვდეს, თუ რა გსურთ და იმ დროის სული გადმოიტანოს.

6. მოკლე ტექსტურირებული პიქსი

ეს ვარცხნილობაც წელს გასული სეზონიდან გადმოვიდა. მისი ცნობა ძალიან მარტივია: თუ საფეთქლებსა და კისერზე თმა დამოკლებულია, ხოლო წინ გრძელი – თქვენს წინაშეა პიქსი. როგორც კასკადის შემთხვევაში, აქაც მოვლილი ვარიანტი ნამდვილმა ქაოსმა ჩაანაცვლა. აქტუალური პიქსი – ძალით არეული და ისე გამოიყურება, თითქოსდა თმა ოდნავ ბინძურია, როგორც ხულიგან ბიჭებს აქვთ.

თუ ასეთი ვარცხნილობის გაკეთებას გადაწყვეტთ, მუსი და ცვილი ხშირად გამოიყენეთ.

რა უნდა იყიდოთ

  • გელი თმის დასავარცხნად და ფიქსაციისთვის CHI-გან, ფასი: 85 ლარი
  • ცვილი თმის დასავარცხნად და ფორმის მისაცემად Revlon Professional-გან, ფასი: 39 ლარი
  • გელი თმის დასავარცხნად Morgans-გან, ფასი: 53 ლარი
  • ცვილი თმის დასავარცხნად და ფიქსაციისთვის Cehko-გან, ფასი: 35 ლარი

7. ექსტრემალური გაზრდილი პიქსი

ბუნებრივია, აუცილებელი არაა კლასიკური პიქსი შეიჭრათ და შემდეგ დაელოდეთ ზედა ნაწილი როდის გაიზრდება (თუ თავისით ასე მოხდება, გილოცავთ!). უბრალოდ პარიკმახერს ზემოდან უფრო მეტად გრძელი თმის დატოვება სთხოვეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ვარცხნილობის მოვლა რთულია: მას ყოველდღიური დავარცხნა სჭირდება. ფანტაზიის წყალობით გაზრდილი პიქსი ექსპერტიმენტების საშუალებას მოგცემთ: შეგიძლიათ გვერდზე ან უკან გადაივარცხნოთ. მოცულობა მიანიჭოთ, დაიხვიოთ ან იროკეზი გაიკეთოთ.

8. წვრილი კულულები

თუ ბუნებრივად წვრილი კულულები გაქვთ, გაგიმართლათ. პარიკმახერს მოცულობის მისანიჭებლად მრავალფენიანი ვარცხნილობის გაკეთება სთხოვეთ და ცოტა მუსი ან ცვილი გამოიყენეთ, რომ უფრო ტექსტურული ფორმა მისცეთ. ესეც, ასე თქვენ ტრენდს მისდევთ! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დახვევის გამოყენება მოგიწევთ.

სხვათა შორის, თუ ხვეულების გაკეთება დიდი ხანია გსურთ, მაგრამ ფიქრობთ, რომ თმის ქიმიურად დახვევა მოდიდან გადავიდა, 2019 წელს ამ ოცნების ასრულებას შეძლებთ. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი დამუშავების შემდეგ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს