10 ნივთი, რომლებიც ფულის დაზოგვაში ნამდვილად დაგეხმარებათ

2726

ამ ნივთების შეძენას რამდენიმე ლარში შეძლებთ, მაგრამ მათი დახმარებით ათასობით ლარის დაზოგვას შეძლებთ.

1. ნეილონის ქსოვილის ჩანთა საყიდლებისთვის

პოლიეთილენის პარკების შეძენას სუპერმარკეტებში რამდენიმე თეთრში შეძლებთ, მაგრამ ერთ წელში საკმაო თანხა გროვდება. სრული სისულელეა დახარჯოთ თანხა იმაში, რაც ეკოლოგიაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

გამჭვირვალე ნეილონის ჩანთა პოლიეთილენის პარკების გამოყენების საჭიროებას თავიდან აგაცილებთ. დაკეცილ მდგომარეობაში სასაცილო ცხოველის სახეს ღებულობს, რომელიც ქალის ჩანთაში, საფულეში ან ზურგჩანთაში დიდ ადგილს არ იკავებს,

ფასი: 3,5 ლარიდან

2. ცალსასწორი

ყველაზე იაფი და ამასთან ჯანსაღი პროდუქტი ბაზრობაზე იყიდება. თუმცა ზოგიერთ გამყიდველს, სასწორი არასწორად დარეგულირებული აქვს. საკუთარი ჯიბის ელექტრონული სასწორი შეცდომის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ და ფულს დაგიზოგავთ.

ფასი: 20 ლარიდან

3. ლედნათურა მოძრაობის სენსორით

ჭკვიანი ნათურები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ენთება, როცა ეს ნამდვილად აუცილებელია. ხმაზე ან მოძრაობაზე რეაგირებს და მხოლოდ სინათლის სხვა წყაროს ჩართვის დროს ირთვება.

ფასი: 4 ლარიდან

4. აერატორი

სპეციალური მოწყობილობა მილზე, რომელიც წყლის ნაკადს ჰაერით ავსებს. შედეგად ნარჩენები მცირე წნევით ორჯერ უფრო მეტად მცირდება. ეფექტს უკვე ერთ თვეში შეამჩნევთ, როცა წყალზე გადასახადი ორჯერ შეგიმცირდებათ.

ფასი: 2 ლარიდან

5. აკუმულატორები

პულტი, ფანარი, რადიოგადამცემი საშუალება, საბავშვო სათამაშო – ყველა ამ მოწყობილობა ბატარეებზე მუშაობს. კარგი ბატარეა ძვირი ღირს, უფრო მომგებიანია, თუ ერთხელ საჭირო ზომის აკუმულატორს იყიდით და პერიოდულად დატენავთ.

ფასი: 17 ლარიდან

6. ჭკვიანი როზეტი

ამ როზეტს ტაიმერის პროგრამა აქვს, რომელიც შეერთებულ მოწყობილობას განრიგის მიხედვით დატენავს. ელექტრონულ გაჯეტებსა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობაზე ელექტროენერგიის გამორთვის გრაფიკი დენის გადასახადის შემცირებაში დაგეხმარებათ.

ფასი: 25 ლარიდან

7. ლედ რეტრო ნათურა

ლედ ნათურებით დღეს ვერავის გააკვირვებთ. ეკონომიის მიხედვით მათ თანასწორი არ ჰყავთ, თუმცა გარეგნული მხარე ყველა სახის ინტერიერს არ უხდება. სწორედ ამიტომ ლედ ნათურების უფრო თბილი ვარიანტები ვიპოვეთ, რომელიც რომანტიულ გარემოს შესანიშნავად ქმნის.

ფასი: 2 ლარიდან

8. ვაკუუმ შეფუთვა

უფრო იაფად გამოხვალთ, თუ პროდუქტებს საბითუმო მაღაზიებში ან ფასდაკლებების დროს შეიძენთ. თუმცა შემდგომ მათი შენახვა პრობლემას წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაჭრაში ვაკუუმ შეფუთვა დაგეხმარებათ, რომელიც უჰაერო გარემოს შექმნით პროდუქტების შენახვის ვადას ახანგრძლივებს.

ფასი: 38 ლარიდან

9. ქუჩის სანათი

ეკონომიური სანათი მზის ბატარეაზე, რომელიც ელექტროენერგიას საერთოდ არ მოიხმარს. იდეალური ვარიანტია ნაკვეთისთვის, ავტომობილის სადგომისთვის, სახლის წინ არსებული ტერიტორიისთვის და სხვა ადგილებისთვის, სადაც ღამის განათება საჭიროა.

ფასი: 16 ლარიდან

10. ყულაბა

კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი ფულის დასაზოგად – ძველი კეთილი ყულაბა. ჯიბეში არსებული წვრილი ფული მასში ჩაყარეთ და დროთა განმავლობაში საჭირო რაოდენობის თანხას მიიღებთ. მის მისაღებად მხოლოდ ციფრული კოდის დამახსოვრება დაგჭირდებათ.

ფასი: 11 ლარიდან

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს