ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება დამღუპველი იყოს. მთავარია, ეს დროულად დაინახოთ.
1. მეგობრობა კონკურენციაში გადადის
მიღწევებისა და წარმატებების ერთმანეთისთვის გაზიარება ნორმალურია. თუმცა ტრადიციული, ყოველკვირეული შეკრება პატივმოყვარეობის გამოფენად არ უნდა გადაიქცეს. თუ მორიგი შეხვედრისთვის თქვენი მიღწევების მოკლე მიმოხილვას ამზადებთ, ესე იგი რაღაც არასწორად მიდის. წარუმატებლობის შემთხვევაში მეგობარმა მხარი უნდა დაგიჭიროთ და თქვენს ხარჯზე თვითდამკვიდრებას არ უნდა ცდილობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს თვითშეფასებასა და აზროვნებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ნუთუ თქვენ ეს გსურთ?
2. მეგობარი თქვენზე ეჭვიანობს
პოზიცია „ან მე, ან ის“ უფრო ადეკვატური საბავშვო ბაღისთვის არის. როცა სკოლის წლები უკვე დიდი ხანია მოიტოვეთ, მსგავსი ულტიმატუმი, ეჭვიანობა და კონტროლის მცდელობა, როგორც მინიმუმ, უცნაურადია. თქვენ გვერდზე სასიყვარულო და მეგობრული ურთიერთობის უფლება გაქვთ და თუ მეგობარი ამას ვერ ხვდება, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა უფრო უსაფრთხო იქნება.
3. თქვენი შეკრებები ყოველთვის ნაბახუსევით სრულდება
შესაძლოა, გყავთ მეგობარი, ვისთან ერთად გართობას, ერთი ბარიდან მეორეში გადასვლა და რამდენიმე ჭიქის გადაკვრას შეძლებთ. თუ ყოველ შეხვედრას ალკოჰოლი თან ახლავს, დილით კი თავს ცუდად გრძნობთ და წინა საღამოს ჩადენილი საქციელის გრცხვენიათ, ეს თქვენთვის ნიშანი უნდა იყოს.
მეგობრებს საერთო ინტერესი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ სპირტიანი სასმელები ურთიერთობის ერთადერთ მამოძრავებელ ძალას არ უნდა წარმოადგენს. საქმე აქ სხვა დამოკიდებულებას ეხება. ამასთან ურთიერთობამ მხნეობა უნდა შეგმატოთ და თავის ტკივილით და შუბლზე სველი პირსახოცით მთელი დღე ლოგინში არ უნდა ჩაგაწვინოთ.
4. თქვენ სიჩუმის თამაშს გაიძულებენ
მეგობრული და სასიყვარულო ურთიერთობა კარგი და პროდუქტიული მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ის თანაბარუფლებიან პარტნიორობაზეა დაფუძნებული. ამასთან თქვენ თანაბარი რაოდენობით უნდა გასცეთ და მიიღოთ და საქმე მხოლოდ მატერიალურ ნივთებს არ ეხება. თუ ყოველთვის თანამოსაუბრე საუბრობს იმაზე, რაც მას აინტერესებს, თქვენ კი მხოლოდ თავს აქნევთ და სიტყვის ჩაკვეხებას ვერ ასწრებთ, ეს ნორმალურია მხოლოდ ერთ შემთხვვევაშია: თქვენს კარებთან აბრას აწერია „ფსიქოლოგი“ და თანამოსაუბრე არა თქვენი მეგობარი, არამედ კლიენტია.
5. თქვენ მხოლოდ ცუდ ამბებს უზიარებთ
მეგობრობა, როგორც ქორწილი, დარდსა და სიხარულში ერთად ყოფნას გულისხმობს. როცა ერთმანეთს ნეგატივით ავსებთ და ვინმეს კარგ ამბავს ფარავთ, ეს ურთიერთობა ნორმალურად არ მუშაობს. შესაძლოა, ბედნიერი მომენტების გაზიარების გეშინიათ, რადგან ამას მოყვება კრიტიკა, გაუფასურება, შეჯიბრების სურვილი. და ეს ცხადი ნიშანია, რომ დროა მეგობრობას წერტილი დაუსვათ.
6. თქვენი მეგობარი ბევრს ჭორაობს
საერთო ნაცნობებზე საუბარსა და გაკიცხვას შორის ღრმა უფსკრულია. თუ მეგობარს ვინმესთვის ძვლების გადატეხვა უყვარს, უსიამოვნო საიდუმლოებებს ყვება, არარსებულ ნაკლს ეძებს, უნდა დაფიქრდეთ, შეიძლება კი მისი ნდობა? დიდი რისკი არსებობს, რომ თქვენ საიდუმლოებებს მთელ ქალაქს გაანდობს, ამასთან დამახინჯებული სახით.
7. მომავალი შეხვედრა გაშინებთ და არ გახარებთ
მეგობრებთან შეხვედრები თქვენს გეგმებში აღარ შეგაქვთ, ხოლო მოულოდნელი შეხვედრის ფიქრები უფრო გაშინებთ, ვიდრე გახარებთ. ეს უბრალო სახიფათო ნიშანი კი არა, არამედ განგაშის ნიშანია, რომელიც მეგობრობიდან სწრაფ გაქცევას გირჩევთ. ის, რომ თქვენ უკვე არაფერი გაკავშირებთ, მიუთითებს იმაზე, რომ ერთად დროის გატარება გიჭირთ: შეხვედრებზე ვიღაც მესამე-მეოთხეს ყოველთვის პატიჟებთ, რომ თქვენს შორის კავშირის როლში გამოვიდნენ და საუბარში უხერხული შესვენებები შეავსოს.
8. მეგობარი თქვენგან მოითხოვს მოქმედებას, რომელიც თქვენ ზიანს მოგიტანთ
ფოლკლორი ათასობით ანდაზას და სიმღერას შეიცავს ნამდვილი მეგობრობის და დახმარების შესახებ, რომლითაც ურთიერთობა განისაზღვრება. რთულ სიტუაციაში მეგობრისთვის დახმარების გაწევა ნორმალურია, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც გეუბნებათ, რომ ადამიანი მეგობრიდან პარაზიტად გადაიქცა და მას მხოლოდ თქვენი მომსახურება აინტერესებს.
მაგალითად, თუ ადამიანი ადრე ადგომას გთხოვთ, რომ მას ავტომობილის ბატარეის გამართვაში დაეხმაროთ, ეს ნორმალურია. თუმცა თუ იმავეს მაშინ გთხოვთ, როცა თქვენ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფებით და ბრაზდება, რომ მას ვერ დაეხმარეთ, უკვე დროა დაფიქრდეთ.
9. მეგობარი თქვენს პოზიციას ყოველთვის ხელს კრავს
თქვენ შეიძლება არა მხოლოდ საერთო, არამედ განსხვავებული ინტერესები გქონდეთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება მექსიკური სამზარეულო გიყვარდეთ, მეგობარს – იაპონური. რესტორნების გამოცვლის ნაცვლად, თქვენ ყოველთვის სუშს მიირთმევთ, ხოლო თქვენი მეგობარი გუაკამოლეზე შეხედვაზეც უარს ამბობს. ერთად ყოფნის დროს მხოლოდ ჯაზს უსმენთ, როცა თავად როკი გიყვართ. ინიარიტუს შემოქმედებას უყურებთ, მაშინ როცა დიდი სიამოვნებით რაიმე „ძალიან საშიშ კინოს“ უყურებდით. ერთ მხარეს თამაში უნდა შეწყვიტოთ, მეგობრობა ურთიერთსიყვარულზეა დამოკიდებული.
10. მეგობართან დაუცველობა გაშინებთ
თქვენ დიდი ხანია მეგობრობთ და ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ იცით, ერთად ბევრ უხერხულ და სასაცილო სიტუაციებში მოხვედრილხართ, მაგრამ ახლა მეგობრის გვერდით თავს არაკომფორტულად გრძნობთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხს ეხება. შესაძლოა, ერთხელ მხარი არ დაგიჭირათ, უხეში და სარკასტული იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მეგობარი შეუცდომლად იქცევა, მაგრამ მასთან საიდუმლოს გაზიარება არ გსურთ, ეს არის მინიშნება, რომ თქვენი გზები გაიყო.
11. ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ თავს არა შთაგონებულად, არამედ დაცლილად გრძნობთ
ურთიერთობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ზოგადად მათ მოტივაცია უნდა მოგცენ და მხარი დაგიჭირონ. თუ მეგობრობა დაბრკოლების გადალახვა გახდა და მას მხოლოდ ნოსტალგიური გრძნობების გამო ინარჩუნებთ, დროა ამას თავი დააღწიოთ.