დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დიასახლისებს სააღდგომო კვერცხის სადგამის საკუთარი ხელით გაკეთება უყვართ. ამასთან გაფორმების მრავალფეროვანი ვარიანტი არსებობს. აი, ქმრის ბებიამ მასწავლა, თუ როგორ მოვამზადო სააღდგომო კვერცხის სადგამი ცომისგან.
ახლა ეს რეცეპტი ჩემთვის ოქროს ფასისაა და ჩემი აზრით, მას თანასწორი არ ჰყავს! ფუნთუშები ძალიან ნაზი, გემრიელი, არომატული და, რაც მთავარია, ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას ამშვენებს. ახლა სააღდგომო მაგიდაზე ყველას ცომისგან მომზადებულ სააღდგომო ყვავილებს ვჩუქნი.
ჩვენ ტრადიცია გვაქვს ასეთი ფუნთუშების შუაში სააღდგომო კვერცხის ჩადება, შემდეგ კი ერთმანეთისთვის დღესასწაულის მილოცვა.
როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები
დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ფუნთუშები – კვერცხის სადგამი. ბავშვები კულიჩის შემდეგ უპირატესობას სწორედ ასეთ სადგამს ანიჭებენ!
ცომის ინგრედიენტები:
- 1.5 ჭიქა ფქვილი
- 50 გრ კარაქი
- 50 მლ რძე
- 3 ს/კ შაქარი
- 2 კვერცხი
- 3 გრ ვანილი
- მწიკვი მარილი
აფუებული ცომის ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ფქვილი
- 50 მლ რძე
- 4 გრ მშრალი საფუარი
- 1 მწიკვი შაქარი
მომზადება:
1. თბილ რძეში საფუარი გახსენით და აურიეთ. შაქარი და ფქვილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ თბილ ადგილას ასაფუებლად ზუსტად ნახევარი საათით დადგით.
2. ღრმა თასში თბილი რძე ჩაასხით. ცოტა შაქარი, მარილი, დარბილებული კარაქი, ვანილი და 1 კვერცხი დაუმატეთ. 3-5 წუთის განმავლობაში კარგად აურიეთ, შემდეგ აფუებული ცომი დაუმატეთ.
3. ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. შემდეგ ცომი მოზილეთ. ის ძალიან ელასტიური უნდა გამოვიდეს და ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ.
ცომი თასში გადაიტანეთ, თავსახური ან ქაღალდის სალფეთქი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით დადგით.
4. მაგიდასა ფქვილი მოაყარეთ, ცომს ძეხვის ფორმა მიეცით, შემდეგ 5-6 ნაწილად გაყავით. ცომი კვერების ფორმებად გააბრტყელეთ. სისქე დაახლოებით 0,5 სმ უნდა იყოს.
5. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, შემდეგ გაბრტყელებული ცომის ნაჭრები გადაიტანეთ. თითოეულის ცენტრში ლითონის ჭიქა ჩადეთ. მის ირგვლივ 12 ჩანაჭერი გააკეთეთ და მათ შორის თანაბარი დაშორება დატოვეთ.
თითოეულ ფუნთუშაზე ჩანაჭერი შეაერთეთ ისე, რომ მას ფურცლების ფორმა მისცეთ.
6. ფუნთუშებს ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით შედგით.
7. ესეც ასე, ფუნთუშა – სადგამი მზადაა! გემრიელად მიირთვით!
8. ტკბილი ფუნთუშების გარდა, ასეთივე სააღდგომო კვერცხის სადგამი შეგიძლიათ მოამზადოთ ფენოვანი ცომისგან მწვანილებისა და ყველის შიგთავსით.
კიდევ უფრო საინტერესო – თუ ფენოვან ცომში სოსისს გაახვევთ, ძალიან გემრიელი გამოვა!
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.