“რასაც ვჭამ, იმასვე ვისვამ სახეზე!” – ასე ამბობდა ბებიაჩემი და მიყვებოდა, რომ ნაოჭების შესამცირებლად საჭირო იყო 4 ც ბერძნული კაკალი, თაფლი და ზეთი.
გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი ნიღაბი ბერძნული კაკლით ნამდვილად სასწაულმოქმედია, მითუმეტეს, თუ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ(კვირაში ერთხელ მაინც, 2 თვის განმავლობაში).
ბერძნული კაკალი, შემადგენლობაში ბუნებრივი ნივთიერებების უნიკალური ნაკრების წყალობით, შესანიშნავად კვებავს, ატენიანებს და აახალგაზრდავებს სახის კანს. თხილი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, А, В, Е და Р ვიტამინებს!
ამ ნიღაბს შეუძლია კანის ვიტამინიზაცია, გაგლუვება და გათანასწორება. ასევე, იგი კარგად წმენდს სახის კანსაც.
გამწმენდი ნიღაბი საშინაო პირობებში
ჩვენ გასწავლით ეფექტური გამაახალგაზრდავებელი და გამწმენდი ნიღბის მომზადებას სახის კანისთვის. ნაოჭები ახლა უკვე წარსულში დარჩება!
ინგრედიენტები
- 1 ს.კ. დაქუცმაცებული ბერძნული კაკალი
- 1 ს.კ. თაფლი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი(შეგიძლიათ სელის ან სიმინდის ზეთით ჩანაცვლება)
მომზადება და გამოყენება
1. გაწმინდეთ 4-5 ბერძნული კაკალი. ნაჭუჭი გადაყარეთ, შიგთავსი კი დააფქვიეთ ბლენდერსი ან ყავის საფქვავში. თუ არც ერთი გაქვთ და არც მეორე, უბრალოდ წვრილად დაჭერით ან დანაყეთ. საბოლოო ჯამში თხილის ფაფა უნდა მიიღოთ.
2. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ თხილის პასტა და 1 ს.კ. თაფლი. კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ, ეს მასა მიირთვათ კიდევაც, უგემრიელესია.
3. თხილისა და თაფლის მასას დაუმატეთ 2 ს.კ. ზეთი. მე ზეითუნისას ვიყენებ, თუმცა თქვენ სელის, ნუშის, ატმის ან სიმინდის ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ასევე, ზეთის ჩანაცვლება 1 ს.კ. ცხიმიანი არაჟნითაც შეიძლება.
4. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები კოვზით და თანაბრად გადაინაწილეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე.
5. 10-15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი ან მინერალური წყლით.
დაიმახსოვრეთ, რომ კოსმეტიკური მიზნებისთვის მხოლოდ უმი კაკლის გამოყენება შეიძლება, რადგანაც მოხალვის დროს კაკალი სასარგებლო ნივთიერებების უდიდეს ნაწილს კარგავს.