როცა სტუმრები მოდიან, გვინდა რაღაც გემრიელითა და ორიგინალურით გავაოცოთ, თუმცა, ჩვეულებრივ, მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს ხოლმე. ამ დროს თქვენი ხსნა იქნება ფუნთუშები ბებიას რეცეპტით. ცომის მოსაზელად სულ 5 წუთი გჭირდებათ!
ცომის გაჩერება საჭირო არაა, თუმცა, მისგან ფუნთუშები მაინც ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის. ნამდვილი კულინარიული ჯადოსნობაა!
ინგრედიენტები
- 1 კვერცხი და 1 კვერცხის გული
- 50 გ დაპრესილი საფუარი
- 200 გ მარგარინი ან კარაქი
- 2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1/2 ჭიქა წყალი
მომზადება
1. ფუმფულა ცომის მოსამზადებლად გახსენით საფუარი თბილ წყალში. ასევე, შეგიძლიათ მშრალი საფუარის აღებაც. რეცეპტი ძველია, მაშინ გაჩნდა, როცა მშრალი საფუარი ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ. საფუარის გახსნა წყალში – კლასიკური ვარიანტია.
2. შეურიეთ მარილი, ფქვილი, სოდა, მარგარინი, კვერცხი, საფუარი და მოზილეთ ცომი.
3. არ გააჩეროთ მასა, მაშინვე დაიწყეთ მისი დაჭრა პატარებად.
ცომის ნაჭრები იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ მისგან 1 ლუკმა ფუნთუშა გამოვიდეს. ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან 40-მდე ულუფას მიიღებთ. ბურთულების გაკეთება საჭირო არაა, რადგან პატარა ზომის წყალობით, ფუნთუშები თავისით მიიღებს მრგვალ ფორმას გამოცხობის დროს.
4. თუ გამოსაცხობად მაშინვე შედგამთ, მიიღებთ შესანიშნავ ფუნთუშებს, რომელთა მირთმევაც ნივრის სოუსში ჩაწობით შეგიძლიათ.
ხოლო თუ კიდევ 5 წუთი გაქვთ, შეგეძლებათ შიგთავსიანი ფუნთუშები მოამზადოთ.
შიგთავსის სახით ნებისმიერი რამის გამოყენება შეგიძლიათ – ცომის გემო ნეიტრალურია, ამიტომ ნებისმიერ პროდუქტს შეეხამება, იქნება ეს ფარში, კომბოსტო, კვერცხი, ბრინჯი, მურაბები თუ ხაჭო.
5. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ მასზე ფუნთუშები, წაუსვით ფუნჯით წყალში გაზავებული კვერცხის გულები. აცხვეთ ღუმელში 25 წუთით, 180 °C გრადუსზე.
მაშინაც კი, თუ ამ ფუნთუშების მომზადების პირველ მცდელობაზე დიდი დრო წაგივათ, მეორე ჯერზე აუცილებლად ჩაეტევით 10 წუთში. გემრიელად მიირთვით!