ხაჭო პიტნით: ჩემს ბავშვებს ხაჭო არ უყვართ, ამიტომ ასეთ ხერხს მივმართავ ხოლმე

3583

ჩემს შვილებს ათასჯერ მაინც ავუხსენი, რომ ხაჭო სასარგებლოა, თუმცა მისი დანახვაც არ სურთ. იშვიათია ბავშვი, რომელიც ჩვეულებრივ ხაჭოს ჭამაზე უპრობლემოდ დაგთანხმდებათ. არსებობს მხოლოდ ერთი ვარიანტი – ვაქციოთ ხაჭო ბავშვებისთვის სასურველ კერძად. ყველას თავისი რეცეპტი აქვს, მე კი დღეს ჩემს საიდუმლოს გაგიზიარებთ.

ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი დესერტი ხაჭოსგან, ცხობისა და ზედმეტი ხლაფორთის გარეშე.

ხაჭოს დესერტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 200 გ ხაჭო
  • 1 ჭიქა ნაღები
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 3 ღერო პიტნა
  • 1 მწიკვი ვანილი

მომზადება

1. აიღეთ პიტნის ფოთლები ღეროიანად, მოათავსეთ თასში და მოაყარეთ შაქარი. ჩანგლით დაჭყლიტეთ ფოთლები, წვენი რომ გაუშვას.

2. დაასხით პიტნას ნაღები და დადგით დაბალ ცეცხლზე. აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით. დადგით გასაგრილებლად 20 წუთით, რათა ნაღებმა პიტნის არომატი შეიწოვოს.

3. პიტნიანი ნაღები ათქვიფეთ ბლენდერში და გაწურეთ წვრილ საცერში.

4. შეურიეთ მიღებული მასა ხაჭოს, დაუმატეთ ვანილი და ისევ ათქვიფეთ ბლენდერში, რათა მიიღოთ სქელი და ერთგვაროვანი მასა. ჩაასხით თასებში და გაიტანეთ სუფრაზე.

ბავშვებს ძალიან უყვართ ეს სასარგებლო და გემრიელი დესერტი. შეგერგოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს