კალენდულას ზეთს მე თვითონ ვაკეთებ და კოსმეტიკაში უამრავ ფულს ვზოგავ

4312

კალენდულას ზეთი შედის იმ ძირითადი ზეთების სიაში, რომლებიც შინ უნდა იქონიოთ. ეს ზეთი უნივერსალურია და გამოიყენება როგორც კოსმეტიკური, ისე სამკურნალო მიზნებითაც. სასურველია მისი თან ტარება ლაშქრობებსა და მოგზაურობებში, ზამთარში კი მის გარეშე ვერ გახვალთ იოლას.

კალენდულას ზეთი

დღეს ჩვენ გაგაცნობთ კალენდულას სამკურნალო თვისებებს და გასწავლით მისგან ზეთის მომზადებას.

კალენდულას ზეთის სასარგებლო თვისებები

1. შემხორცებელი

კალენდულას კანზე დამარბილებელი ეფექტი აქვს. კანი, ყველაზე გაუხეშებულ მონაკვეთებშიც კი, ზეთის შეზელის შემდეგ, დარბილდება. თუ ხშირი შეხება გაქვთ სიცივესა და ქიმიურ საშუალებებთან, აუცილებლად დაიტანეთ კალენდულას ზეთი კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე.

თავისი შემხორცებელი თვისებების წყალობით, კალენდულას ზეთი კანის ისეთი დაავადებების სამკურნალო საშუალებაა, როგორებიცაა წყლული, ეკზემა და სხვ.

2. ანთებისსაწინააღმდეგო

ზეთი შესანიშნავი საშუალებაა აკნესა და კანის წვრილი ანთებების წინააღმდეგ. მას მძლავრი სედატიური ეფექტი აქვს, რომელიც სწრაფადვე მოქმედებს და, რომლის წყალობითაც, ოპერატიულად უმკლავდება გაღიზიანებებსა და სიწითლეს.

კალენდულას ზეთს კანი სწრაფად შეიწოვს, მისი ნარჩენები კი ქაღალდის ხელსახოცით უნდა ჩამოიწმინდოთ. თუ ზეთს რეგულარულად გამოიყენებთ, მოიცილეთ კუპეროზსა და კანის სიმშრალეს.

3. ჰორმონალური

კალენდულას ყვავილების ზეთი – ესაა მძლავრი ნატურალური ჰორმონალური საშუალება, რომელიც ქალებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. იგი არეგულირებს საერთო ჰორმონალურ ფონს და აღადგენს დარღვევებს მენსტრუალური ციკლის შემდგომ.

4. დამამშვიდებელი

ზეთს ანტიდეპრესანტული ეფექტიც აქვს. მაგალითად, ძლიერი სტრესის დროს თუ რამდენიმე წვეთ ზეთს დაუმატებთ არომალამფას ან ცხელ აბაზანას, შვებას იგრძნობთ. ამ საშუალების სედატიური ეფექტი ვლინდება გაცხელებისა და ინჰალაციის დროს.

კალენდულას ზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა თმისთვის: იგი აცხრობს თავის კანის სიწითლესა და ანთებას და აჩქარებს თმის ზრდის ტემპს რამდენჯერმე. ზეთი, ასევე, უმკლავდება კანის საფარველის ნებისმიერ გაღიზიანებასა და ქერტლს, რამდენადაც გააჩნია ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი ეფექტი.

ასეთი ზეთის მომზადება ძალიან მარტივია: დაჭყლიტეთ რამდენიმე სუფრის კოვზი კალენდულას ყვავილი და დაასხით 1 ჭიქა ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

სასურველია ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის გამოყენება. გააჩერეთ მასა 2 კვირით, გაწურეთ და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს