18 ყველაზე მოდური გამოსაშვები საღამოს კაბა 1000 ლარამდე

8534

რა ჩავიცვათ გამოსაშვებ საღამოზე არის საკითხი, რომელზეც ახლავე უნდა დაფიქრდეთ. სულ ცოტაც და საჭირო ზომის ან სტილის ქსოვილს ვერ იპოვით. „ვივიენმა“ თქვენთვის რამდენიმე მოდური კაბა შეარჩია, რომლის ყიდვას გონივრულ ფასად შეძლებთ, ამასთან გამოსაშვები საღამოსთვის აუცილებელ ძვირადღირებულ სტილს მიიღებთ.

არსებობს თუ არა გამოსაშვები საღამოს კაბის ტრენდი? შეიძლება ორიენტაცია გავაკეთოთ იმაზე, რასაც მოდის კვირეულზე გვიჩვენებენ? შეიძლება, მაგრამ საჭიროა? ვფიქრობთ, კაბის არჩევისას, თუ ჰოლივუდის ვარსკვლავი არ ხართ და წითელი ხალიჩის „10 ყველაზე ცუდ კაბას“ შორის მოხვედრა არ გსურთ, ბუმბულები, ბადეები და ბაფთები უნდა დაივიწყოთ, რომელთა ტარებას მოდური ბრენდები მოგვიწოდებენ. უბრალოდ აირჩიეთ ის, რომელიც პირადად თქვენ მოგწონთ. გამოსაშვები საღამო ქორწილს ჰგავს: თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ისე, რომ ღირსეულად შეგაფასონ და რამდენიმე წელი დაამახსოვრდეთ, მინიმუმ თანაკლასელების პირველ შეხვედრამდე.

და მაინც შეხედეთ, რას ისვამენ ვარსკვლავები. მაგალითად, მოზარდი ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი, რომელსაც ამერიკული გამოცემები მას კარგი სტილის მქონედ მიიჩნევენ, თანდათანობით ბავშვური ფუშფუშა კაბებიდან ელეგანტურ ლუქებზე გადადის. Rodarte-ს წინწკლებიანი კაბა ფურჩელით სადღესასწაულო საღამოსთვის შესანიშნავი ვარიანტია. უფრო მეტად სიგრძის და ქსოვილის გამო და არა პრინტის წყალობით. დამეთანხმეთ, შესანიშნავად გამოიყურება.

მაქმანი, ნაზი ფერი და ლამაზი კაბის კალათა – სადღესასწაულო კაბის საგაზაფხულო ვარიანტია. ამ შემთხვევაში მთავარია თეთრი ფერი არ აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პატარძალს დაემსგავსებით.

თუ თეთრი ფერი ძალიან გიზიდავთ, უფრო მარტივი ვარიანტი აირჩიეთ – ფურჩალას, მაქმანის და ნაქსოვი ელემენტების გარეშე. სჯობს ნატურალური მასალა აირჩიოთ: ასე უფრო ძვირადღირებულად გამოიყურება და ეკომოდაც მხარს უჭერს.

მოშიშვლებული მხრების ვარიანტს გამოსაშვები საღამოსთვის ხშირად ირჩევენ. მას წვრილი ძეწკვი პატარა მედალიონით დაუმატეთ – ასე დახვეწილ და ელეგანტურ სტილს მიიღებთ.

მეგან მარკლის სტილის გამეორება საკმაოდ მარტივია: სწორი კაბა, ერთფერში გადაწყვეტილი ვარიანტი და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მაგალითად მოშიშვლებული მხარი.

თქვენთვის 2019 წლის გამოსაშვები საღამოსთვის კიდევ რამდენიმე ვარიანტი შევაგროვეთ:

The sleeper, 450 ლარი

Mango, 660 ლარი

Needle and Thread (Selfridges), 1180 ლარი

ZARA, 125 ლარი

Asos Design, 160 ლარი

Asos Design, 195 ლარი

Asos Design, 195 ლარი

Rotate (Farfetch), 577 ლარი

Asos Design, 335 ლარი

Lui Jo (Farfetch), 680 ლარი

Asos Design, 160 ლარი

Rotate (Farfetch), 775 ლარი

Asos Design, 195 ლარი

Celia Dragouni (Farfetch), 960 ლარი

Asos Design, 195 ლარი

Asos Design, 230 ლარი

Solace London (Farfetch), 1200 ლარი

Asos Design, 125 ლარი

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს