ადამიანები ყოველთვის ცდილობენ განსაზღვრონ, თუ რამდენად ძლიერი და ბედნიერი იქნება მათი სასიყვარულო კავშირი. უძველესი დროიდან ამ საკითხში საუკეთესო დამხმარე ასტროლოგია იყო.
ზოგიერთ თანავარსკვლავედს შორის კავშირმა შეიძლება მხოლოდ კონფლიქტი და იმედგაცრუება გამოიწვიოს. „ვივიენი“ ასეთ ოთხ შეუთავსებელ ზოდიაქოს წყვილს გაგაცნობთ.
1. ვერძი და მორიელი
ერთი მხრივ, ვერძი და მორიელი ძლიერ ენერგეტიკულ პოტენციალს ფლობენ და ორივეს მოქმედება ურჩევნიათ. მეორე მხრივ, ორივე დამოუკიდებლები არიან და კონტროლს ვერ იტანენ.
ჩვეულებრივ ასეთი პარტნიორობა არამდგრადია. ვერძს და მორიელს ბევრი უკიდურესობა აქვთ, რის გამოც ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან: ვერძი არის ისეთი, როგორიც არის – პოზიტიური გარედან და შიგნიდან. მორიელი კი დრამატული მსახიობია მრავალრიცხოვანი ნიღბით, გარეგნულად პოზიტიური მაშინ, როცა სულში შფოთვას განიცდის.
ვერძი ყველაფრის მიუხედავად ოპტიმიზმით აღსავსეა. მორიელი კი – ზედმეტად დრამატული.
ვერძი ხშირად ემოციური აფეთქების დროს იმპულსურად მოქმედებს, ხოლო მორიელის ქმედება წინასწარ გათვლილია და კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მაგალითად, მორიელი ვერძის შეურაცხყოფას არასდროს დაივიწყებს და ყოველი ჩხუბის დროს წარსული შეცდომის გამო მის გაკიცხვას შეეცდება.
ალბათ, ვერძის შეცდომებს მორიელზე უკეთ ვერავინ დაინახავს. ხშირად ისე ხდება, რომ ვერძი ბევრ საქმეში მოძრავი ძალაა, ხოლო მორიელი მხოლოდ გვერდზე აკვირდება და აკრიტიკებს. თუმცა რატომღაც ვერძი ამ კრიტიკას ძალიან მტკივნეულად განიცდის.
2. კურო და მშვილდოსანი
მათ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრების რიტმი აქვთ და სხვადასხვა მიზნები გააჩნიათ. კურო დინჯი და სტაბილურია, მას პარტნიორის თაგვადასალებისკენ სწრაფვაზე ფეხის აწყობა უჭირს. მშვილდოსანი ასეთ შემთვევაში სხვის ძებნას დაიწყებს.
მშვილდოსანს კუროს ძალისხმევის დანახვა უჭირს, რომელიც მისთვის კომფორტული ცხოვრების პირობის შექმნას ცდილობს. უფრო მეტიც, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს სტაბილური და მყუდრო ცხოვრების მოთხოვნილება არ აქვთ ისე, როგორც ეს კუროს სჭირდება.
მათ შორის სიყვარული ადვილად ჩნდება, გარკვეული დროით თავს ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ გრძელვადიანი კავშირი და ქორწინება ამ წყვილისთვის პრობლემატურია.
წყვილს უთანხმოების ბევრი მიზეზი აქვს – დაწყებული განსხვავებული შეხედულებით იმის შესახებ, თუ როგორ გაატარონ საღამო, დასრულებული ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე, სამყაროსა და საკუთარ შინაგან საკითხებზე შეხედულებით.
კამათი და კონფლიქტები წყვილის ურთიერთობას აახლებს. სწორედ საწოლში ხდება ყველაზე ცხელი შერიგება. უფრო მეტიც, ასე მოწყენილი დღეების გამრავალფეროვნებას ცდილობენ.
3. ლომი და თხის რქა
ძლიერი ლომი სხვებშიც, პირველ რიგში, ძალებს სცემს პატივს. თხის რქაში ის სულიერ სიძლიერეს ხედავს, რაც ლომის თვალში მას თანასწორ პარტნიორად მიიჩნევს. თავიდან.
ორგანიზებული თხის რქა პარტნიორის იმპულსურობას ვერ იგებს და არ ეთანხმება, რომელსაც ამასთან რაღაც მნიშვნელოვანი ავიწყდება.
თხის რქა დინჯია და აფეთქებას დიდხანს ამზადებს, ხოლო წყენას იშვიათად პატიობს. ლომი თვლის, რომ პარტნიორი სიყვარულს ძალიან „ეკონომიურად“ უდგება.
ორივეს ძალაუფლება უყვართ. ორივე დამოუკიდებელი ნიშანია, ამასთან თხის რქა პირდაპირია. ორივეს უყვარს თავისუფლება, მაგრამ ამას განსხვავებულად ხედავენ. თხის რქისთვის ეს პირდაპირი და გულწრფელი გზაა ტყუილისა და მუხთლობის გარეშე, ლომისთვის კი ცხოვრებიდან ყველაფრის მიღების შანსი, რაც არ უნდა მოისურვოს.
თხის რქა ეგოცენტრულია, ლომი კი თვითკმაყოფილი მმართველი. ამ თვისებების შეთავსება ძალიან რთულია. შრომისმოყვარე თხის რქას გულწრფელად სწამს, რომ ფული ეს არის კაპიტალი, ნივთი, სახლი და კომფორტი, მაშინ როცა ლომს ფულისგან ძალაუფლება, ან რაღაც ამდაგვარი სჭირდება. გრძევადიანი სტაბილური ურთიერთობის შანსი აქ ძალიან დაბალია,
4. კირჩხიბი და მერწყული
მერწყული კირჩხიბისგან ბევრი რამით განსხვავდება. ის თავქარიანია და შეიძლება დანაპირები არ შეასრულოს, თითქოსდა თავისთვის არის – ადამიანებთან მიჯაჭვულობას გაურბის და ეშინია, რომ სხვებზე დამოკიდებული გახდება.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას აფასებს, ამიტომ გულწრფელი სულიერი სიახლოვე არ შეუძლია, რომელიც კირჩხიბს სიმშვიდისთვის ასე ძალიან სჭირდება. ამ მიზეზით ადამიანებთან ახლო ურთიერთობის აწყობა უჭირს, რადგან ახლო ურთიერთობა ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას და გრძნობას გულისხმობს – იქნება ეს მეგობრობა თუ სიყვარული.
სწორედ ამიტომ კირჩხიბის და მერწყულის შეთავსება ძალიან დაბალი ან საერთოდ შეუძლებელია.
მერწყულს მაღალი თვითშეფასება აქვს, ზოგჯერ ეს ამპარტავნობაში გადადის. ის თავდაჯერებულია და თვლის, რომ შეუდარებელი და ჭკვიანია. გვერდით სწორედ ასეთი პარტნიორის ყოლა სურს.
საყვარელი და ოდნავ ორჭოფი კირჩხიბი ამ აღწერილობას საერთოდ არ ეთავსება. ასეთი წყვილი დიდ იშვიათობას წარმოადგენს და ზოგჯერ რაღაც მიზეზით ხდება და არა ასტროლოგიური შეთავსების წყალობით. შეთავსების ჰოროსკოპი კირჩხიბს და მერწყულს რთულ ურთიერთობას უწინასწარმეტყველებს, რომელშიც წყლის სტიქიის ნიშანი ემოციური მიზეზით უფრო დაიტანჯება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.