კერძები და ცალკეული პროდუქტი, რომელთა პურთან ერთად ჭამაც დაუშვებელია

2660

ჩვენს ქვეყანაში, რატომღაც, მოსახლეობას ჩვევად აქვს ქცეული პურის დაყოლება ყველაფერთან. მიუხედავად იმისა, რომ წონას ყურადღებას ვაქცევთ, კალორიებს ზედმიწევნით ვითვლით, მაინც ვერ ვისწავლეთ პურის ჭამა ისე, რომ ჯანმრთელობას ვარგოთ. პირიქით, მივირთმევთ პურს მურაბასთან, კარტოფილთან ან ფაფასთან ერთად – ჩვენ ასე მშობლებმა გვასწავლეს, მათ კი – ბებიებმა და ბაბუებმა.

უფროს თაობას უნდა გავუგოთ, რადგან მათ ისეთი დრო გადაიტანეს, როცა პური ძირითადი საკვები იყო და რომლის მოპოვებაც, ხშირად, საკმაოდ რთული იყო. ახლა ეს პროდუქტი ყველას ჰყოფნის, ამიტომ აუცილებელია მისი ზომიერი მოხმარება.

მავნეა თუ არა პური

თუ ვიღაც მკითხავს, მავნეა თუ არა თეთრი პური, სრული თავდაჯერებით ვიტყვი: “დიახ, თანაც ძალიან!”. როგორი გემრიელიც არ უნდა იყოს თეთრი პური, მასში სასარგებლო ნივთიერებები არაა, ხორბლის ფქვილი, გადამუშავების შედეგად, ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს, საფუართან კომბინაციაში ხომ საერთოდ მავნე პროდუქტად იქცევა.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები, რომლებიც თეთრ პურს ჭამენ, ჭარბი წონის პრობლემების გარდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისკენაც არიან მიდრეკილი.

თუმცა, ზოგადად პური მავნეა თუ არა ჯანმრთელობისთვის – საკმაოდ რთული საკითხია და განხილვად ღირს. შემადგენლობისა და მომზადების ტექნოლოგიის მიხედვით, პურს შეუძლია საჭმლის მონელების დარღვევაც და აჩქარებაც. ბოლო რამდენიმე წელია დიდი მოთხოვნილებაა უსაფუარო პურზე, რამდენადაც იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, რასაც ვერ ვიტყვით საფუარიან პურზე: მისი ჭარბი მოხმარება დისბაქტერიოზსა და მუცლის შებერილობას იწვევს.

პურის კიდევ ერთი სახეობა, რომელიც რაციონიდან არ უნდა ამოიღოთ, ესაა ჭვავის პური. იგი დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც განსაკუთრებით აუცილებელია ადამიანისთვის შემოდგომასა და ზამთარში. თუმცა, ასეთი პურის ჭამა აკრძალულია მათთვის, ვისაც გულძმარვა, კუჭის წყლული ან გასტრიტი აწუხებს. დანარჩენ შემთხვევებში, იგი მკაცრი დიეტის დროსაც კი დასაშვებია.

თუმცა, სასარგებლო სრულმარცვლოვანი პურის დაყოლებაც კი არ შეიძლება რიგ პროდუქტებთან, რამდენადაც ამას თან შეიძლება მოჰყვეს უსიამოვნო შედეგები.

რომელ პროდუქტთან არ შეიძლება პურის ჭამა

1. ხილის სალათი

ეს კერძი ისედაც არაა მსუბუქი, შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზასა და შაქარს, რომელთა პურთან კომბინაციაც გულძმარვად იქცევა.

2. კომბოსტოს მწნილი

ხშირად გვინდება კომბოსტოს მწნილით წახემსება, თუმცა, ფაფების მოხარშვა გვეზარება, პური ყველაზე მარტივი გამოსავალია. როგორც აღმოჩნდა, პურის ჭამა მჟავე კომბოსტოსთან მავნეა, რამდენადაც ეს კომბინაცია იწვევს კუჭში საკვები პროდუქტის ამჟავებასა და მუცლის შებერილობას. დიეტოლოგები არც ერთ მწნილთან არ გვირჩევენ პურის ჭამას.

3. მურაბა

საუზმე ამერიკულად: გახუხული პური კარაქითა და მურაბით – რა გემრიელი და მსუყეა! ოღონდ არა სასარგებლო. ასეთი საუზმე ან წახემსება დიდი ხნით არ დაგანაყრებთ, კუჭის პრობლემები და, დამატებით, ჭარბი წონა კი გარანტირებულია.

4. სოკო

სოკო, თავისთავად, რთულად მოსანელებელი კერძია, დიეტოლოგები არ ურჩევენ მის მიღებას 14 წლამდე ბავშვებს. ასეთ რთულ საკვებთან გამკლავება მხოლოდ ბავშვებს კი არა, ზრდასრულებსაც ჭირთ, ხოლო თუ მას თეთრ პურსაც დაუმატებთ, სოკოს კერძის გადამუშავება ორმაგად გართულდება.

5. ცხიმიანი საკვები

რამდენადაც თეთრი პური ართულებს საჭმლის მონელების პროცესს, უმჯობესია, არ მიირთვათ იგი ცხიმიან ხორცთან და თევზთან ერთად, ჩაანაცვლოთ იგი შავი პურით. სხვათაშორის, ხორცის ჭამას დიეტოლოგები სწორედ შავ პურთან ერთად გვირჩევენ – ასე ხორცი უკეთ აითვისება.

პურის ჭამა შეიძლება როგორც დამოუკიდებელ კერძად, ისე ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთადაც. უარი თქვით თეთრ პურზე და ჩაანაცვლეთ იგი შინ გამომცხვარი უსაფუარო ან ნაყიდი შავი პურით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს