დიეტური სააღდგომო მაგიდა: 3 დაბალკალორიული კერძის რეცეპტი სააღდგომოდ

2152

ყველა უკვე მიჩვეულია იმ აზრს, რომ დღესასწაულებს არა მხოლოდ სიხარული, არამედ ზედმეტი კილოგრამებიც მოაქვს. თუმცა დაბალკალორიული, მარტივი რეცეპტები სადღესასწაულო სუფრებს შესანიშნავად უხდება.

„ვივიენმა“ თქვენთვის სააღდგომო საჩუქრის სახით 3 დაბალკალორიული კერძის რეცეპტს მოამზადა, რომლებიც თქვენს ახლობლებს აღფრთოვანებაში მოიყვანს.

დაბალკალორიული კერძის რეცეპტები

ხაჭოს გამომცხვარი გოგრით

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 2 ჩ/კ კარაქი
  • 6 ს/კ შაქარი
  • 150 გრ ხაჭო
  • 3 ს/კ მანანის ბურღული
  • 500 გრ გოგრა

მომზადება:

1. გოგრა გარეცხეთ და გაასუფთავეთ. მსხვილ ნაჭრებად დაჭერით და 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ.

2. შემდეგ გოგრა გააგრილეთ და მისგან პიურე მოამზადეთ. პიურეს 3 ს/კ შაქარი, 2 ს/კ მანანის ბურღული და ერთი კვერცხი დაუმატეთ. ახლა ყველაფერს კარგად აურიეთ.

3. შემდეგ ხაჭოს დარჩენილი მანანის ბურღული, შაქარი და კვერცხი დაუმატეთ. აქვე ჩაყარეთ გარეცხილი და გამშრალი ქიშმიში. კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და მასში ჯერ გოგრის მასა, ზემოდან კი ხაჭოს მასა ჩაასხით. შეგიძლიათ 2 ან რამდენიმე ფენა გააკეთოთ, სანამ მასა არ დაგიმთავრდებათ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.

ხაჭოს გამომცხვარის გარეშე სააღდგომო დღესასწაულის წარმოდგენა რთულია. ასეთი გემოს და ფერების ორიგინალური კომბინაცია კერძს კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.

პეკინის კომბოსტოს სალათი ბროწეულით

ინგრედიენტები:

  • ნახევარი თავი პეკინის კომბოსტო
  • 1 ბროწეული
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 150 გრ ქათმის ფილე
  • 1 კვერცხი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ჯერ კომბოსტო, ბროწეული და ქათმის ფილე გარეცხეთ.

2. შემდეგ კვერცხი და ქათმის ფილე მოხარშეთ.

3. ბროწეული გაასუფთავეთ, დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით, სანელებლები დაუმატეთ, ლიმონის წვენი ზეითუნის ზეთთან ერთად მორთეთ და აურიეთ.

ესე ასე, ყველაფერი მზადაა! ასეთი სალათი სტუმრებს უყურადღებოდ არ დარჩება და თქვენი სადღესასწაულო მაგიდის მთავარი ხიბლი გახდება.

გამომცხვარი კარტოფილი ინდაურის ხორცითა და სოკოთი

ინგრედიენტები:

  • 400 გრ კარტოფილი
  • 300 გრ ინდაურის ფილე
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. პირველ რიგში, კარტოფილი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. ასე მოიქეცით სოკოს შემთხვევაში. შემდეგ ინდაურის ფილე გარეცხეთ და კუბებად დაჭერით.

2. დაქუცმაცებული ნიორი, მარილი, სანელებლები და ლიმონის წვენი ზეითუნის ზეთს აურიეთ.

3. შემდეგ ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. საცხობ ფორმას ფოლგა დააფარეთ და ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ. ზემოდან სანელებლების სოუსი მოასხით. 45 წუთით აცხვეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ.

გამომცხვარი კარტოფილი ინდაურის ხორცით და სოკოთი ნებისმიერ დღესასწაულს მოუხდება. ეს კერძი არასდროს მოგბეზრდებათ, რადგან ინგრედიენტების შეცვლას და ექსპერიმენტების გაკეთებას ყოველთვის შეძლებთ. მაგალითად, ინდაურის ხორცი შეგიძლიათ ქათმის ხორცით ჩაანაცვლოთ, ან სოკოს ნაცვლად ბოსტნეული გამოიყენოთ – მაინც ძალიან გემრიელი გამოგივათ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს