ცხოვრებაში საუკეთესო პარტნიორი თუ გეყოლებათ, ეს აუცილებლად ვერძი იქნება

3926

ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. როგორც ყველაფრის საწყისი, ნიშანი დაბადებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის მომენტის სიმბოლოა.

ვერძი ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება და მძლავრი, გამაოგნებელი ძალის პატრონად ითვლება. ამ ნიშნის ქვეშ ადამიანები 21 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით იბადებიან.

ვერძი, ჩვეულებრივ, სხვებისგან თავისი ცხოვრებისებული ძალითა და ერთგულებით გამოირჩევა. ის, ჩვეულებრივ, საქმეს ბოლომდე მიჰყვება იმის მოსაპოვებლად, რაც სურს.

მოუთმენელ და დამოუკიდებელ ვერძს, როგორც წესი, უჭირს წინასწარ დამტკიცებული წესების დამორჩილება და გათვალისწინება.

სიყვარულში ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ემოციური და იმპულსური არიან. ცეცხლის სტიქიის ადამიანთან ფლირტი, ხშირად, არც ისე მარტივია.

აი ის თვისებები, რომლებიც უნდა გამოვყოთ ვერძში, და რჩევები, რომლებიც თქვენს ურთიერთობას უფრო ეფექტურსა და ხანგრძლივს გახდის.

  • ვერძები – ადამიანები, რომლებსაც მუდამ რაღაც ახლის გამოცდა სურთ;
  • მაღალი თვითშეფასების მქონე ვერძი, როგორც წესი, ხშირად, ეგოისტია;
  • ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანია, რომელსაც თავისი ეგოს გაძლიერება ყველა ასპექტში უყვარს;
  • კარგ კომპლიმენტს ვერძის გაგიჟება შეიძლია;
  • ვერძი ცნობილია ცხოვრების მიმართ თავისი პოზიტიური დამოკიდებულებით;
  • როგორც ყველა თავგადასავლების მაძიებელი, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულნიც ცხოვრებით არიან გატაცებული;
  • მოგზაურობა, გართობა, ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი შთაბეჭდილებები უმნიშვნელოვანესია მისი ბედნიერებისთვის;
  • რამდენადაც ვერძი სავსებით დამოუკიდებელია, მას უყვარს დროის მარტო გატარება.

5 მტკიცებულება იმისა, რომ ვერძი საუკეთესო არჩევანია ურთიერთობისთვის

ძლიერი და მკვეთრი პიროვნება – ამ ადამიანების უდიდესი უპირატესობაა. ისინი გულს უფრო ხშირად უსმენენ, ვიდრე გონებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვერძები ნელა ეჩვევიან და მარტივად იღლებიან ურთიერთობით – იქნება ეს სიყვარული თუ მეგობრობა – ამ ნიშნის წარმომადგენლები ტკბებიან რომანტიკით, ფლირტით და თავით ეშვებიან გრძნობებში.

  1. ვერძი პირდაპირი და გულწრფელია
    გულწრფელობა ამ ნიშნის დადებითი თვისებაა. იგი ყოველთვის სიმართლეს ამბობს მაშინაც კი, თუ ამით ვინმეს ატკენს. რიგ სიტუაციაში, ეს შეიძლება ძალიან მკაცრადაც გამოუვიდეს, თუმცა ვერძს საუკეთესო უნდა მათთვის, ვინც უყვარს.
  2. მათი სიხარული გადამდებია
    ვერძის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა კარგი განწყობა. მას უყვარს ღიმილი და დროის მხიარულად გატარება. ნუ გაღიზიანდებით, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ტანსაცმელზე, ვარცხნილობაზე ან სხვა რამეზე დაგცინით. ეს მისი პიროვნების ნაწილი, განწყობის ამაღლებისა და გარშემომყოფებისთვის დადებითი ენერგიის გაზიარების საშუალებაა.
  3. იგი ძალიან აფასებს გრძნობებს
    შეიძლება საწინააღმდეგოს ფიქრობდეთ, თუმცა ვერძი ძალიან მგრძნობიარეა. “მე არ მჭირდება სხვისი ბედნიერება”-ფასადის უკან იმალება ის, ვინც ყველაფერს აკეთებს მის გვერდით მყოფი საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის.
  4. ვერძი არაა დამოკიდებული
    ვერძი ძალიან აფასებს თქვენს პირად სივრცეს და თვითონაც უყვარს დროის მარტო გატარება. ნუ მოელით, რომ 24 საათის განმავლობაში თქვენთან იქნება – პირადად თუ ვირტუალურად. მცირე განშორებები კარგია მასთან ურთიერთობის გასამყარებლად, რადგან არც ერთი პარტნიორი არ კარგავს ინდივიდუალობას.
  5. მზად იყავით სურპრიზებისთვის
    ვერძის კრეატიულობა გასაოცარია. მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელით, იგი საუზმეს საწოლში მოგართმევთ, რომანტიკულ ვახშამს მოაწყობს, გაგიკეთებთ საჩუქარს ან მოულოდნელ შემოთავაზებას უმიზეზოდ. მოსიყვარულე ვერძი ქორწინებას რუტინად არ აქცევს.

გაქვთ ურთიერთობა ვერძთან? რამდენად ემთხვევა აღწერა მის ხასიათს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს