კულიჩი „რეტრო“: ვიღებ ყველაზე იაფიან ფქვილსა და საფუარს, მაინც შესანიშნავი გამოდის

2972

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა სულმოუთქმელად ელოდება. ამ შესანიშნავი დღესასწაულის მზადდება ბავშვობიდან თბილ მოგონებებს უკავშირდება. ბავშვობაში ბებიას სააღდგომო კულიჩის მომზადებაში ვეხმარებოდი. მომზადების პროცესი რაღაც ჯადოსნური მეჩვენებოდა. და რატომღაც, ამ გამომცხვარის გემოს აღფრთოვანებაში მოვყავდი!

ახლა, კულიჩს თავად ვაცხობ, მაგრამ ბავშვობის გემოს დაბრუნება ვერა და ვერ მოვახერხე და აი, შემთხვევით კულიჩი „რეტროს“ რეცეპტს გადავაწყდი. მან უბრალოდ დამატყვევა, ახლა მხოლოდ ამ რეცეპტით მოვამზადებ!

გემრიელი სააღდგომო კულიჩი

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი (მაღალი ხარისხის)
  • 3 კვერცხი
  • 10 გრ საფუარი
  • 80 მლ რძე
  • 60 მლ წყალი
  • 100 გრ შაქარი
  • 10 გრ მარილი
  • 10 მლ არაყი
  • 10 მლ კონიაკი
  • ცედრა 1 ლიმონის ( 1 ფორთოხლის)
  • 80 გრ ქიშმიში
  • 80 გრ ცუკატი
  • 100 გრ კარაქი
  • 30 გრ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, აფუებული ცომი მოამზადეთ: წყალი, საფუარი, ნახევარი შაქარი და ფქვილის ნაწილი თასში აურიეთ. სუფთა პირსახოცი ან ქსოვილი დააფარეთ და თბილ ადგილას 1-2 საათით დატოვეთ.

2. თეფშზე ან სხვა ჭურჭელზე ცუკატები დააწყვეთ და კონიაკი დაასხით. 30 წუთით გააჩერეთ, მაგრამ პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ ცუკატები თანაბრად გაიჟღინთოს. შემდეგ კონიაკი უნდა დაწვათ.

3. ახლა კვერცხის გული ათქვიფეთ და კარაქი გაადნეთ.

4. თუ ცომი უკვე ამოვიდა, დანარჩენი ინგრედიენტები კი შეგიძლიათ თამამად დაუმატოთ: კვერცხის გული, შაქარი, ფქვილი, თბილი რძე, სოდა და არაყი. ყველაფერი კარგად აურიეთ, ყველაზე ბოლოს გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ცომით სავსე თასი თბილ ადგილას დადეთ და დაახლოებით ერთი საათი დაელოდეთ, სანამ ამოვა.

5. სანამ ცომი ამოდის, ქიშმიში და ცუკატები ფქვილში ამოავლეთ. ასევე კვერცხის ცილა წინასწარ ათქვიფეთ.

6. როცა ცომი ამოვა, ქიშმიში, ცუკატები, გახეხილი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და კვერცხის ცილა დაუმატეთ.

7. ახლა, კულიჩის ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ცომით ფორმის 1/3 ნაწილი ამოავსეთ. როგორც ცნობილია, ღმერთს სამეული უყვარს, ასე რომ ახლა თბილ ადგილას დადგით.

8. თუ ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეთ, ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ და კულიჩი 30-40 წუთით გამოაცხვეთ.

გილოცავთ, თქვენი სადღესასწაულო კულიჩები მზადაა! ახლა შეგიძლიათ მის მორთვაზე იზრუნოთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს