ბავშვობიდან ვოცნებობდი საწოლზე, რომელიც მთელი ოთახის ზომის იქნებოდა და მთელი ოჯახი დაეტეოდა. ეს ხომ შესანიშნავია! თუმცა, ორკაციანი საწოლის ასორტიმენტი საკმაოდ შეზღუდულია, ყველა საწოლი სტანდარტული ზომისაა. ასეთზეც დაეტევა მთელი ოჯახი, თუმცა, არამგონია ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი.
და, აი, ბოლოს და ბოლოს აასრულეს ჩემი ბავშვობის ოცნება და შექმნეს უზარმაზარი საწოლი. ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ ოცნების საწოლის შესახებ. უბრალოდ შეხედვაც საკმარისია მის შესაყვარებლად.
თანამედროვე საწოლი
კომპანია Ace Collection-მა შექმნა საწოლი სპეციალურად ისეთი ოჯახებისთვის, რომელშიც ბევრი ბავშვია. ინჟინერებმა ყველაზე დიდი ზომის საწოლს, ე.წ. “ქინგ საიზს” გაუსწრეს და გვთავაზობენ საწოლს, რომელზეც 4 ზრდასრული ადამიანი კომფორტულად იგრძნობს თავს.
ეს ნამდვილი სამეფო ზომაა: საწოლის სიგანე 3.6 მეტრია. ასეთ საწოლზე თავისუფლად დაიძინებს ორი ზრდასრული და 3 ბავშვი. შინაური ცხოველებისთვისაც მოიძებნება კომფორტული ადგილი.
საწოლი მდიდრულია და საკმაოდ ძვირიც ღირს. ამასთან, ყველა ოჯას არ შეუძლია ამხელა სივრცის დათმობა ერთი საწოლისთვის. ეს მინუსები საკმაოდ არსებითია, თუმცა საწოლი მაინც ოცნებასავით გამოიყურება.
ასეთი ზომის საწოლის გაჩენასთან ერთად, ქსელში გაჩნდა კითხვები და დავა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ეძინოთ მშობლებს ბავშვებთან ერთად. ამ საკითხში მშობლები ორად არიან დაყოფილი. ერთნი ამტკიცებენ, რომ ბავშვს საკუთარი საწოლი უნდა ჰქონდეს, მეორენი კი თვლიან, რომ ბავშვებს მხოლოდ მშობლებთან უნდა ეძინოთ.
მეცნიერები და ექიმებიც კი ვერ მივიდნენ ერთ კონკრეტულ პასუხამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს უამრავი არგუმენტი თემის როგორც საწინააღმდეგოდ, ისე სასარგებლოდაც. დედა-ბუნება ამბობს, რომ ყველა ახალშობილს პირველ თვეებში დედასთან უნდა ეძინოთ: უდიდესი ალბათობით, ვერსად იპოვით კატას, რომელიც თავის კნუტებს ცალკე კალათში აწვენს.
ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ბავშვს ექიმთან უნდა ეძინოს, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს თავისი ადგილი ცალკე საწოლში, რათა შემდგომ არ გაუჭირდეს.
ცხოვრების პირველი 9 თვის დედის მუცელში გატარების შემდეგ, ბავშვი თავს მარტო და მშფოთვარედ გრძნობს, როცა დედა ახლოს არაა. ბევრმა მშობელმა აღნიშნა, რომ პატარას გაცილებით უკეთ სძინავს და იშვიათად იღვიძებს, როცა მშობლებთან ერთად იძინებს. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ერთად წოლა კარგია არამხოლოდ ბავშვისთვის, არამედ დედისთვისაც, რომელსაც უფრო მშვიდად სძინავს ასეთ დროს.
ერთად ძილის დადებითი მხარეები ხილულიცაა: არაა საჭირო ადგომა ბავშვის დასახედავად, შეგიძლიათ მისი დამშვიდება საწოლშივე, ბავშვს თბილა, კომფორტულად და მშვიდადაა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვები, რომლებსაც დედასთან ერთად ეძინათ, უფრო მაღალი თვითშეფასებითა და ნაკლები შიშით გამოირჩევიან. ასეთი ბავშვები მშობლების მხრიდან სიყვარულის დეფიციტს არ განიცდიან.
არსებობს მინუსებიც და ისინიც საკმაოდ თვალსაჩინოა: პირველ რიგში, ბავშვი მშობლებს ინტიმური ცხოვრების შანსებს უმცირებს. მეორეც, შესაძლოა ბავშვის ფიზიკური დაზიანება ძილში. ზოგიერთ მშობელს ეშინია, რომ ამის შემდეგ ბავშვს თავის საწოლში ძილი აღარ მოუნდება.
ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ამიტომ გამოსავალი სიტუაციის მიხედვით უნდა ეძებოთ. აუცილებელი არაა, რომ ბავშვს მუდმივად თქვენ გვერდით ეძინოთ, თუმცა, ნურც დაუშლით. ამასთან, არავის გაუუქმებია წიგნების კითხვა და ფილმების ნახვა მთელი ოჯახით.
სწორედ ამიტომ შექმნეს ინჟინერებმა გიგანტური საწოლი. ის დიდი, რბილი და კომფორტულია, ნამდვილი ოცნების საწოლი!
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? სად უნდა ეძინოს ბავშვს? გაგვიზიარეთ მოსაზრება და გამოცდილება კომენტარებში.