ბარდის კოტლეტები არაბული სამზარეულოს ტრადიციული კერძია. თავიდან, ბარდის ნაცვლად ხარშავდნენ მუხუდოს, მოგვიანებით კი იგი ბარდითა და ოსპით ჩაანაცვლეს, რაც ამ ფაფის გემრიელ და სასარგებლო ალტერნატივად იქცა. მარხვაში მრავალფეროვნება ხშირად გვინდება, ამიტომ ახლა ამ რეცეპტის გამოსაცდელად საუკეთესო დროა!
ბარდის კოტლეტები
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ბარდის კოტლეტების რეცეპტს, რომელიც ჩაანაცვლებს ხორცის კოტლეტებს მარხვაში. ეს კოტლეტები ვეგეტარიანულიცაა, რამდენადაც იგი კვერცხსაც არ შეიცავს. სხვათაშორის, ცილა ბარდაში იმდენივეა, რამდენიც ქათმის ერთ მკერდში: 20 გ ცილა 100 გ პროდუქტში!
ინგრედიენტები
- 300 გ ბარდა
- 1 თავი ხახვი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 6 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ბარდა 2-3ჯერ, გამდინარე თბილ წყალში.
2. ჩაალბეთ 3 საათით ან მთელი ღამით ცივ წყალში.
4. გადაასხით წყალი, დაასხით მარცვლებს სუფთა წყალი და ხარშეთ, სანამ წყალი არ ადუღდება. დროდადრო მოურიეთ, რათა ქვაბს არ მიეკროს.
4. მოაყარეთ მარილი და პილპილი, როცა მოიხარშება.
5. დაჭერით ხახვი წვრილად და შეწვით გაცხელებულ ტაფაზე 2 ს.კ. ზეითუნის ზეთზე.
6. მოათავსეთ მოხარშული ბარდა თასში და გააგრილეთ.
7. დაუმატეთ შემწვარი ხახვი და მოურიეთ. პასტის კონსისტენცია რომ მიიღოთ, ბარდა მიქსერით უნდა ათქვიფოთ ან ჩანგლით დაჭყლიტოთ.
8. კოტლეტებმა ფორმა რომ შეინარჩუნოს, დაუმატეთ 1 ს.კ. ფქვილი ბარდის პიურეს და მოურიეთ.
9. გააკეთეთ კოტლეტები და ამოავლეთ ფქვილში – ასე ტაფა არ მიიკრობს.
10. გაცხელებულ ზეთზე შეწვით კოტლეტები.
კოტლეტის მსგავსი რეცეპტით მომზადება შეგიძლიათ ოსპის, სიმინდის, სხვადასხვა ბოსტნეულისგან. გემრიელად მიირთვით!