ყველა ქალის გარდერობში არაერთ შარვლის წყვილს იპოვით. შარვალი კომფორტული ნივთია, რომლის დახმარებით ელეგანტური ლუქის შექმნა შეიძლება. გარდერობის ეს ნივთი ყოველთვის დიზაინერების ყურადღების ცენტრშია, რომლებიც ყოველ ახალ სეზონზე საჩუქრებსა და სიურპრიზებს გვიმზადებენ. 2019 წელს შარვალმა ქალურობას ხაზი მაქსიმალურად უნდა გაუსვას და მოფარფატე და მიმზიდველი გამოსახულება უნდა შექმნას.
სტილისტების აზრით, წელს და კიდევ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა აირჩიოთ შარვალი, რომელსაც ჩვენ საქმიან სტილს მივაკუთვნებთ. თავისუფალი ბოლოები, წელზე მომდგარი და ისრები, სიგრძე იატაკამდე, ან კოჭის ზემოთ. ერთი რამ ზუსტად შეიძლება ითქვას: სკინი, ტრენიკი და სხვა სპორტული სტილის შარვლები უკვე წარუმატებელი კაპიტალდაბანდებაა. „ვივიენი“ 7 ყველაზე მოდურ ქალის შარვლის სტილს გაგაცნობთ.
მოდური შარვლები
1. კილოტები
უკვე პირველი წელი არაა, რაც კილოტები ქალებს გულს უხარებს, მაგრამ სწორედ ახლა მისი ვარსკვლავური საათი დადგა. რაც უფრო ფართო იქნება შარვალი, მით უფრო მოდური იქნება. მსგავსი შარვალი გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის იდეალურია. სტილისტები გირჩევენ თეთრი ან კრემის ფერის შარვლები აირჩიოთ. ასევე ყურადღება უჩვეულო პრინტებზე გაამახვილოთ. კილოტები იდეალურად ედრება მოკლე ტოპებს, პერანგებს და მაისურებს.
2. პალაცო
ალბათ, ყველაზე ქალური სტილის შარვალი. პალაცო იდეალურია გამოგადგებათ მნიშვნელოვანი წვეულებისთვის, სანაპიროზე სეირნობისთვის, პაემანზე წასასვლელად და ოფისში მუშაობის დროს. ის ელეგანტური ქალის სტილის შექმნაში დაგეხმარებათ. ასეთი შარვალი წითელ, ვარდისფერ, პუდრისფერი, კრემისფერ და შავ ფერებში აირჩიეთ, ასევე პრინტით, ზოლებით ან დაწინწკლული.
3. შარვალი კლეში
მუხლებიდან დაწყებული კლეში კვლავ მოდაში დაბრუნდა. შარვალი კლეში ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს და მაღალ გოგოებზე იდეალურად გამოიყურება. შარვალი სილუეტს ხაზს შესანიშნავად უსვამს და სხეულის ფორმებს უფრო პროპორციულს ხდის. გრძელ ქურთუკებს იდეალურად უხდება.
4. კარგო
შარვალი მოცულობითი დაკერებული ჯიბეებით, რომელიც 90-იან წლებში ულტრამოდური იყო, კვლავ ტრიუმფით დაბრუნდა. სპორტ-შიკის და თამამი სტილის მოყვარულებისთვის ეს იდეალური ვარიანტია. გლამურული ტრენიკების და ლაპსების იდეალური ალტერნატივაა. შარვალი კარგო შეგიძლიათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს, კეტებს და ნახევარჩექმას უშიშრად შეუხამოთ. ასეთი შარვალი სხვადასხვა ქამრებით და ჯაჭვებით შეავსეთ.
5. შარვალი-ბანანი
ასეთი შარვალი ნებისმიერი ფორმების მქონე ქალს მოუხდება. თეძოებზე თავისუფალი და ქვემოთ ოდნავ დავიწროვებული შარვალი წელს ხაზს უსვამს, მაშინაც კი, თუ მისი არსებობის შესახებ მინიშნებაც კი არ არსებობს, და ფეხებს აგრძელებს. შეგიძლიათ ნებისმიერ ზედას და ფეხსაცმელს შეუხამოთ. ამ სეზონზე ყურადღება გაამახვილეთ თამამი ცხოველური პრინტის და თეთრი ფერის ტყავის შარვალზე.
6. კლასიკური შარვალი
გარდერობში ეს საბაზო ნივთი ყველა ქალს უნდა ქონდეს. დიზაინერებმა ასეთ კლასიკურ სტილს ცოტა „წიწაკა“ დაუმატეს. ახლა ასეთ შარვალს არა მხოლოდ საქმიანი ქალები იცვამენ. ფერადი და პასტელური ფერები, დაგრძელებული სიგრძე, ასიმეტრია და ბრჭყვიალა მასალები – ყველაფერი ეს კლასიკურ შარვალს ორიგინალობას ანიჭებს და მას ნაკლებად მკაცრს და უფრო ყოველდღიურს ხდის. კრემისფერი შარვალი ისრებით 2019 წლის ჰიტს წარმოადგენს.
7. გაჭრილი შარვალი
ყოველ სეზონზე დიზაინერები შარვალს ცოტა პიკანტურობას უმატებენ. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ზოლებიანი და ფოჩებიანი შარვლები. ახლა გაჭრილი შარვლის დრო მოვიდა. ის შეიძლება გაჭრილი იყოს მუხლებიდან, გვერდებზე ან წინ…ასე აჭრილი შარვალი უფრო მოფარფატე სტილს ქმნის და ქალის შიშველ ფეხებს პიკანტურობას მატებს. ამასთან ზაფხულისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.
მოდური კარგო და მოფარფატე პალაცო, ელეგანტური კლასიკა და საღამოს ვარიანტი – აირჩიეთ შარვალი, რომელიც თქვენი ფიგურის ღირსებას ყველაზე უკეთ ხაზს გაუსვამს და თქვენს სტილს მოერგება. დიზაინერები გირჩევენ ყურადღება წლის ცივ პერიოდშიც კი ღია ფერებზე გაამახვილოთ.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.