გთავაზობთ დეტოქს-პროგრამის გავლას უჩვეულო საშუალებით – თაფლითა და სელის თესლით. ამ ორი პროდუქტის კომბინირება გაწმენდს ნაწლავებს, გააძლიერებს სისხლძარღვებსა და იმუნიტეტს.
მსხვილი ნაწლავი იწოვს წყალსა და ელექტროლიტებს საკვები მასიდან და გარდაქმნის ამ უკანასკნელს ფეკალიად, შემდეგ კი გარეთ გამოდევნის. თუმცა, როცა მასში დიდი რაოდენობით შლაკებია დაგროვილი, პერისტალტიკური მოძრაობა ნელდება.
ორგანიზმის გაწმენდა სელის თესლით
თაფლი შეიცავს განსაკუთრებულ ფერმენტებს, რომლებსაც ცხიმების სწორად დაშლა შეუძლია. იგი აღადგენს ვიტამინურ მარაგს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, აქვს ანტისტრესული თვისებები. თუ მას ღამით მიირთმევთ, ნერვულ სისტემას დაიმშვიდებთ და ძილის ხარისხსაც გაიუმჯობესებთ.
თაფლი, ბუნებით, ანტიბაქტერიული და იმუნოსტიმულატორი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სუფთა გლუკოზას, В ჯგუფის, Е და К ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას.
სელის თესლი – ფასდაუდებელი ბუნებრივი, თავისი შემადგენლობით შეუცვლელი პროდუქტია. ეს უჯერი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმიდან დევნიან ტოქსინებს, ქოლესტერინსა და კანცეროგენებს. სელი შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც გასტროენტერიტთან, ალერგიასთან, ათეროსკლეროზთან, ყაბზობასთან, ტოქსინებთან ბრძოლაში გეხმარებათ. ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზასა და აქტიურ მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.
თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოესტროგენებსა და სელენს, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისათვის, რამდენადაც კლიმაქსის მტკივნეულ სიმპტომებს ამსუბუქებს. ასევე, ის შეიცავს ლიგნანებს – ნატურალურ ჰორმონებს, რომლებიც ბლოკავს მავნე ესტროგენების(ძუძუს კიბოს გამომწვევი ჰორმონები) მოქმედებას.
მსხვილი ნაწლავის კედლებს დღეში 2-3 ლ წყლის და საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვა შეუძლია. ამ ფუნქციის დარღვევის ძირითადი მიზეზია საკვები ნარჩენების დაგროვება. პრობლემის ნიშნად შეიძლება მოგვევლინოს ყაბზობა, თავის ტკივილები და წვა მკერდის არეში, ჭარბი ოფლიანობა, აპათია, პირიდან უსიამოვნო სუნი და კანის არაჯანსაღი ფერი.
ნაწლავების გაწმენდა სელის თესლით, თაფლთან კომბინაციაში, ორჯერ უფრო ეფექტური იქნება. მოამზადეთ დეტოქს-კოქტეილი: აიღეთ 1 მწვანე ვაშლი, 1 ს.კ. სელის თესლი, 1 ს.კ. თაფლი, ჭიქა წყალი და შეურიეთ ყველაფერი ბლენდერში. მიირთვით კოქტეილი დღეჩაგდებით, საუზმის წინ, ერთი თვის მანძილზე.
მათ, ვისაც საქმე უკვე ძალიან რთულად აქვს, შეუძლიათ, სელი ჯერ ორთქლზე დაამუშავონ. ორგანიზმის გაწმენდა დამუშავებული სელით უფრო ნელი იქნება, სამაგიეროდ, კუჭის კედლები არ გაღიზიანდება.
1 ს.კ. სელის თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ამის შემდეგ მარცვლები დაიფარება ლორწოთი, ხოლო როცა წყალი გაგრილდება, დაუმატეთ თაფლიც. მიირთვით ყოველდღე, ჭამის წინ, ორი კვირის შემდეგ კი გადადით კოქტეილის პირველ ვარიანტზე.
კიდევ ორ კვირაში ჩაანაცვლეთ წყალი კეფირით ან ნატურალური მაწვნით, რათა ნაწლავების მიკროფლორაში სასარგებლო ბიფიდობაქტერიები ჩაასახლოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!