თუ ადამიანის ცხოვრებას ბინას შევადარებთ, მაშინ მისი წარსული არის კარადა, სადაც ადამიანი საკუთარ საიდუმლოებებს მალავს. ზოგიერთი ადამიანი მის დავიწყებას ცდილობს და ისე იქცევა, თითქოსდა წარსული საერთოდ არც არსებობდა.
სხვები კი, პირიქით, საკუთარ ბნელ საიდუმლოებებთან შერიგებას ცდილობს და მომავალში კარადის გახსნა მისთვის უსიამოვნო სიურპრიზს აღარ წარმოადგენს.
არსებობს მესამე კატეგორიის ხალხიც, რომლებიც ამ კარადაში იკეტებიან და განვითარების შესაძლებლობაზე უარს ამბობენ.
ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი სწორედ ასე იქცევა. აი, ისინი:
1. კირჩხიბი
ამ სიაში კირჩხიბის ნახვამ გაგაოცათ? ამ ადამიანს ორი რამის მიღება სურს: გარანტია და სიახლოვე. კარგ დღეებში საყვარლად და ექსცენტრიულად გამოიყურება. თუმცა, თუ საქმე წარსულს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ან სამყაროს მძიმე ტვირთს ეხება, სწორედ ეს თვისებები მას ცხოვრების გაგრძელებაში ხელს უშლის.
ამ ადამიანებს პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მათი რაოდენობის გაზრდა ურჩევნიათ. მათ საკუთარი შეცდომების და წარუმატებლობის მიღება და იმის გაცნობიერება უჭირთ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაუშვან.
რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და უბრალოდ საკუთარ თავთან აღიარეთ, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. ამ ჭეშმარიტების მიღების მეთოდი იპოვეთ და ცხოვრების შავი გვერდის გადალახვას შეძლებთ.
2. ლომი
ლომი საკუთარი სიჯიუტით და სხვების ყურადღების მართვის უნარით არის ცნობილი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძალიან გულნატკენი ხდება, თუ ყურადღების სხვასთან განაწილება უწევს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ეს ადამიანი არ მოსწონს.
თუ ასე მოხდება, ლომს დრო სჭირდება, რომ გონებაზე მოვიდეს. წარუმატებლობის შემთხვევაში დიდხანს უსვამს საკუთარ თავს კითხვას, თუ სად და როდის მოიქცა არასწორად.
საკუთარი თავის დადანაშაულებით ლომი წარსულს ებღაუჭება. მას ავიწყდება, რომ ზოგიერთი რამ უბრალოდ ხდება. რთულია იმის პროგნოზირება, თუ ამა თუ იმ შემთხვევაში თქვენი მოქმედება რას მოგვიტანს. სწორედ ამიტომ, საკუთარ თავში ნაკლის ძებნას შეეშვით. ძალები მოიკრიბეთ, მხრებიდან მტვერი მოიშორეთ და წინსვლა გააგრძელეთ.
3. თევზები
ერთი შეხედვით თევზები ძალიან მორცხვი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ლომი, მასაც საკუთარი ღირებულების დაკნინება ახასიათებს. თუმცა, ლომისგან განსხვავებით, თევზები ამას უფრო ხშირად აკეთებს და არა მხოლოდ იმ მომენტში, როცა საქმე ოპტიმიზმის საშუალებას არ იძლევა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თანხმობა და მხარდაჭერა სჭირდება და თუ ამას არ ღებულობს, მომავალი განვითარება საკუთარი თავის შეცოდების გამო პარალიზებული ხდება.
პირველ რიგში, საკუთარ თავზე, როგორც მსხვერპლზე ფიქრს მოეშვით. თუ ცხოვრებას წარსულ ტრაგედიებზე ფიქრით გააგრძელებთ, მათ ვერასდროს დაივიწყებთ. უბრალოდ იცოდეთ, რომ წარსული ყოველთვის წარსულში დარჩება, თუ მას აწმყოზე გავლენის მოხდენის უფლებას არ მისცემთ.
4. კურო
მათი სიჯიუტის გათვალისწინებით, გასაოცარი არაა, რომ კუროს წარსულის გაშვება არ შეუძლია. მოგონებებს არ ივიწყებს, რაც საბოლოოდ აწმყოში პრობლემების გაჩენის მიზეზი ხდება.
კუროს ეჩვენება, რომ ადამიანებს მისი არ ესმის, მაგრამ მან უნდა გააცნობიეროს, რომ წარსულში ჩაციკვლის შემთხვევაში განვითარებაზე საუბარიც კი არ ღირს.
ეს მხოლოდ ერთ ადგილზე გაგყინავთ და ყველა ხელმისაწვდომი შესაძლებლობა გვერდზე ჩაივლის. წარსული შესანიშნავი მასწავლებელია, რომელიც უნდა გაუშვათ, მისგან მხოლოდ ცოდნა უნდა დაიტოვოთ.
5. მერწყული
წყლის სტიქიის სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, მერწყული ამ სიაში სირთულეების გადალახვის საკუთარი მეთოდის გამო მოხვდა. მათი ცხოვრება ძლიერი ქარის მიერ გაბერილ აფრას ჰგავს და როცა რაღაც მისი კურსიდან გადახვევას ცდილობს, სწრაფად საწყის პოზიციას უბრუნდება.
მიუხედავად ამისა, მერწყული გონებაში ყველაფერს ინახავს, რაც წარსულში თავს გადახდა, ეს კი მას ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
პრობლემის სწრაფად მოშორების ნაცვლად, მათ გაცნობიერებაზე ცოტა დრო გამოყავით.
6. მორიელი
მორიელი გადაწყვეტილების მიღებით და უკმეხი საუბრით არის ცნობილი. ეჭვიანობა სწრაფად იპყრობს, რაც მოწინააღმდეგის მოშორების შეპყრობაში გადადის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველა ადამიანი მესაკუთრეები არიან და ბოროტად დამახსოვრების უნარით გამოირჩევიან.
ეს მათ წარსული წყენის დავიწყებასა და არა მხოლოდ წარსულის, არამედ სხვა ყველაფრის გაშვებაში ხელს უშლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ მოვლენამ ან ახლობელმა მას ტანჯვა მოუტანა. ცხოვრების გაგრძელება რომ შეძლოთ, პატიება და დავიწყება უნდა ისწავლოთ.
როგორც კი ამ უნარებს აითვისებთ, თქვენს წინაშე მომავალი განვითარების და ზრდის შესაძლებლობები გამოჩნდება.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.