რა მოგდით თავში, როცა გესმით “უხერხული სიტუაცია”? რაღაც ამის მსგავსი? უხერხულობა – ეს არა მხოლოდ გაჭიანურებული წამია არაკომფორტული საუბრის დროს ან უადგილო სიცილი. ბევრმა ჩვენგანმა იცის, რომ უხერხულ სიურპრიზს შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეხვდეთ და შეიძლება იმაზე უარესი იყოს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
წინასწარ არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს: ქუსლი შეიძლება პირდაპირ შუა ქუჩაში გაგიტყდეთ, სადილი კი შემთხვევით პერანგზე დაგეღვაროთ. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლებიც უხერხულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების და საკუთარი თავის ხელში აყვანის საშუალებას მოგცემთ.
1. ბინძური თმა
როცა თავის დაბანის დრო არ გაქვთ, ჩვეულებრივი ქაღალდის სალფეთქი დაგეხმარებათ. თმის ძირებზე ცხიმი ქაღალდით მოიშორეთ, შემდეგ კი ვარცხნილობა გაიკეთეთ. ასე თმა უფრო ახალივით იქნება.
2. ელვასთან დაკავშირებული პრობლემა
თუ ტანსაცმელზე ელვა გაიჭედა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ფანქარი გამოიყენო. ელვის ორივე მხარე ფანქრით გახეხეთ და ფრთხილად შეკარით. ცარციც ამ დავალებას კარგად უმკლავდება.
3. ოფლი მკერდზე
თუ შეამჩნევთ, რომ ცხელ ამინდში მკერდი გიოფლიანდებათ, შეგიძლიათ ყოველდღიური საცვალი გამოიყენოთ, რომ ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ. უბრალოდ ბიუსჰალტერის შიგნით მოათავსეთ, ის ოფლს შეიწოვს.
4. ლეგინსების პრობლემა
თუ ლეგინსები თქვენ ნაკლს ააშკარავებს, მათი კომფორტულად ტარების საშუალება არსებობს. ძველი კოლგოტკი აიღეთ და გადაჭერით ისე, რომ შორტები მიიღოთ. ლეგინსის შიგნით ჩაიცვით და თქვენი სხეული უბრალოდ იდეალური იქნება.
5. მელნის ლაქა
კალმის მელანი ტანსაცმელზე მოხვდა? ჩვეულებრივი ანტიბაქტერიული ხელის გელი დაგეხმარებათ. ლაქაზე ქაღალდის ან ქსოვილის ხელსახოცი მოათავსეთ, რომ მელანი შეიწოვოს, ლაქაზე ცოტა გელი დაასხით და ზემოდან ბამბის დისკი მოათავსეთ, შემდეგ ტანსაცმლის ეს ნაწილი გარეცხეთ.
6. სუნთქვის გაახლება
თუ სუნთქვის გაახლება გსურთ, ხოლოდ კბილის ჯაგრისი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ ყავის საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ის უსიამოვნო სუნს გააქრობს და მყარი ტექსტურის წყალობით ენის ნადებს მოაშორებს, რომელზეც ბევრი ბაქტერია არსებობს.
7. სველი ფეხსაცმელი
დასველებული ფეხსაცმლის გაშრობა კატის ყუთის გამოყენებით შეგიძლიათ. ძველი კოლგოტი ამოავსეთ და ფეხსაცმელებში ჩადეთ, ასე დატოვეთ მთელი ღამე. ასევე შეგიძლიათ სოდის გამოყენება, რომ ბაქტერიების გავრცელება და შედეგად უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ.
8. ყვითელი კბილები
ბანანის დახმარებით შეგიძლიათ ღიმილი უფრო მიმზიდველი გახადოთ. კბილები შიგნითა მხრიდან ბანანის კანით გაიხეხეთ და 10-15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კბილები ჯაგრისით გაიხეხეთ და პირი გამოივლეთ. ასეთი პროცედურა კბილებს ათეთრებს.
9. სრიალა ფეხსაცმელი
თუ თქვენი ფეხსაცმელი სრიალებს, შეგიძლიათ სახეხი ქაღალდი გამოიყენოთ. პირველ რიგში წრიული მოძრაობით ფეხსაცმლის ძირი გაწმინდეთ, შემდეგ სახეხით ძირებს დაუარეთ, მაგრამ ძალიან არ დააწვეთ. სახეხის გარდა ამ დავალებას ჩვეულებრივი ცხელი წებოც გაუმკლავდება.
10. კარტოფილი ლაქების საწინააღმდეგოდ
კარტოფილი იღლიებში ოფლის გამო გაჩენილი ლაქების წარმოქმნას ხელს უშლის. ახალი კარტოფილი დაჭერით და შემდეგ კარტოფილი იღლიებზე დიდხანს წაისვით. გაიჩერეთ, სანამ წვენი არ შეშრება, შემდეგ კანი წყლით ჩამოიბანეთ.
11. ზემოთ მცოცავი კაბა
კაბა ერთ ადგილას არ ჩერდება? არაა პრობლემა, თმის ლაქა მას ადგილზე დააკავებს. უბრალოდ კოლგოტკაზე დაისხით და კაბა ზემოთ აცოცებას აღარ დაიწყებს.
12. საღეჭი რეზინა ტანსაცმელზე
თუ ტანსაცმელზე საღეჭი რეზინა მიგეწეპათ, უბრალოდ სკოჩი გამოიყენეთ. საღეჭი რეზინის მხრიდან დააკარით და ზემოთ ასწიეთ. შეგიძლიათ გაიმეოროთ, თუ პირველივე ჯერზე ვერ ამოიღეთ.
13. გაჭედილი ბეჭედი
თუ თითიდან ბეჭდის მოხსნას ვერ ახერხებთ, უბრალოდ ხელი ზემოთ ასწიეთ და ასე რამდენიმე წუთი გააჩერეთ. სისხლი კიდურებიდან მხრებზე გადავა და თქვენ ბეჭდის მოშორებას შეძლებთ.
თქვენ ოდესმე მსგავს უხერხულ სიტუაციაში ყოფილხართ? გვიამბეთ კომენტარებში.