მართლმადიდებლურ სამყაროში, 2019 წელს, აღდგომა 28 აპრილს დგება. ამ დღესასწაულისთვის მზადება ძალიან სასიამოვნოა და, მიუხედავად იმისა, რომ მას ტრადიციული კერძები ახლავს, მაინც გვინდება სტუმრების გაოცება ახალი რეცეპტებით.
სააღდგომო პასკა
დღეს ჩვენ დაგეხმარებით სადღესასწაულო მენიუს შედგენაში და გთავაზობთ სააღდგომო ნამცხვრების რჩეულ რეცეპტებს.
პასკა საფუარზე
ინგრედიენტები
- 500 მლ რძე
- 70 გ საფუარი
- 1.3-1.5 კგ ფქვილი
- 6 კვერცხი
- 200 გ კარაქი
- 300 გ შაქარი
- 200 გ ქიშმიში
- 100 გ თხილი
- 1 ს.კ. ვანილის შაქარი
მომზადება
1. დაასხით ქიშმიშს მდუღარე 30 წუთით, თხილს – 3 საათით მაინც.
2. გაცხელებულ რძეს დაუმატეთ 2 ს.კ. შაქარი და საფუარი, აცადეთ 10 წუთით, დაუმატეთ 500 გ ფქვილი, 50 გ შაქარი და მოურიეთ.
3. დაახურეთ ხელსახოცი და დადგით ცომი თბილ ადგილას. იგი მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში. ამისთვის 30 წუთი დასჭირდება. თუ სახლში ძალიან ცივა, შედგით ცომი გამორთულ, ოღონდ თბილ ღუმელში (35-40გრადუსზე).
4. ამასობაში, გააცალკევეთ ცილები და გულები. გულებს შეურიეთ შაქარი და კარაქი, ცილები კი ათქვიფეთ მწიკვ მარილთან და ლიმონმჟავასთან ერთად, სანამ მყარ ქაფს არ მიიღებთ.
5. დაუმატეთ ცომს კვერცხის გულები და მოურიეთ. ფრთხილად დაუმატეთ ათქვეფილი ცილები.
6. მოზილეთ რბილი, წებოვანი ცომი, თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი მოზრდილ ულუფებად.
7. მზა ცომი მოათავსეთ დიდ თასში, მოაყარეთ ფქვილი და ისევ შედგით თბილ ღუმელში.
8. 30-50 წუთის შემდეგ დაუმატეთ ცომს ქიშმიში, ცუკატები, თხილეული. კარგად მოზილეთ და მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმებში(1/3 სიმაღლეზე).
9. როცა პასკა ამოიბურცება, შედგით იგი 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. 10 წუთში გაზარდეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ მომზადებამდე.
10. მზა პასკა გამოიღეთ ღუმელიდან, გააჩერეთ ფორმებში 10 წუთით. ამის შემდეგ მორთეთ თქვენი გემოვნებით.
ალექსანდრიული პასკა შედედებული რძით
ინგრედიენტები
- 1 ლ შედედებული რძე
- 1 კგ შაქარი
- 500 გ კარაქი
- 10 კვერცხი
- 2.5 კგ ფქვილი
- 3 კვერცხის გული
- 150 გ საფუარი
- 200 გ ქიშმიში
- 100 გ ცუკატი
- 15 გ ვანილი
- 2 ს.კ. კონიაკი
- 1 ჩ.კ. მარილი
მომზადება
1. ცომი წინა საღამოთი უნდა მოამზადოთ. გამთბარ რძეს დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და საფუარი. გააჩერეთ და დაუმატეთ გულები, კვერცხი, დარჩენილი შაქარი, 500 გ ფქვილი და დამდნარი კარაქი. მოურიეთ და გააჩერეთ ღამით ოთახის ტემპერატურაზე.
2. ქიშმიში და ცუკატები გარეცხეთ გამდინარე წყალქვეშ და დაასხით მდუღარე 30 წუთით.
3. დაუმატეთ ცომს მარილი, ვანილი, ქიშმიში და ცუკატები კონიაკთან ერთად. მოზილეთ რბილი ცომი. დაახურეთ ხელსახოცი და გააჩერეთ 1 საათით.
4. 1 საათში ჩაზილეთ ცომი ხელებით და მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმებში, 1/3 სიმაღლეზე.
5. აცხვეთ მომზადებამდე, მორთეთ გემოვნებით.
პასკა კვერცხის გულებზე
ინგრედიენტები
- 0.5 ლ რძე
- 10 კვერცხის გული
- 350 გ მცენარეული ზეთი
- 0.5 კგ შაქარი
- 100 გ საფუარი
- 1.5-2 კგ ფქვილი
- 200 გ ქიშმიში
- 1 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
- 1 ფორთოხლის ცედრა
- 15 გ ვანილის შაქარი
- მწიკვი მარილი
მომზადება
1. მოამზადეთ ცომი რძით, 1 ჭიქა შაქრით, 1 ჭიქა ფქვილით და საფუარით. ქიშმიშს დაასხით მდუღარე წყალი 20 წუთით, გააშრეთ ხელსახოცით და ამოავლეთ ფქვილში.
2. როცა ცომი წამოიწევა, დაუმატეთ ქიშმიში და დანარჩენი ინგრედიენტები. მოზილეთ რბილი ცომი.
3. მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ მომზადებამდე. მორთეთ გამოვნებით.
უსაფუარო პასკა
ინგრედიენტები
- 760 გ შედედებული რძე
- 600 გ ფქვილი
- 200 გ შაქრის პუდრა
- 6 კვერცხი
- 100 გ ქიშმიში
- 100 გ გამომშრალი ძახველი
- 100 გ ცუკატი
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 2 გ ჯანჯაფილი
- 15 გ ვანილის შაქარი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
1. ათქვიფეთ კვერცხი პუდრასთან ერთად, დაუმატეთ რძე, ლიმონის წვენი, ვანილის შაქარი და წვრილად დახეხილი ჯანჯაფილი.
2. ფქვილი და გამაფხვიერებელი შეურიეთ და მცირე ულუფებად დაუმატეთ კვერცხის მასას. სულ ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში, ძახველი და ცუკატები.
3. მოათავსეთ ცომი ზეთწასმულ ფორმებში, აცხვეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მომზადებამდე.
გემრიელად მიირთვით!
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული, ტრადიციული რეცეპტები სააღდგომო პასკისა? გაგვიზიარეთ კომენტარებში.