საპნის მასაჟი: ყოველდღე, პირის დაბანის ნაცვლად, თითქოს ჯადოქარი აქრობს ნაოჭებს

9171

ქალბატონები აუცილებლად მიიჩნევენ ყოველდღე სახის დაბანას, პერიოდულად ნიღბებისა და პილინგის გაკეთებას, სახის მასაჟსა და სავარჯიშოებს კი სავსებით გამორიცხავენ აუცილებელი რიტუალების სიიდან.

ამაოდ… სახის კანს, კარგად რომ გამოიყურებოდეს, არამხოლოდ გაწმენდა, არამედ ტონუსის მომატებაც ესაჭიროება. ეს კი ჯუნთებისი გაძლიერების გზით მიიღწევა.

გააერთიანეთ ორი პროცედურა საპნის მასაჟში, ეს სულ 3 წუთს წაგართმევთ.

საპნის მასაჟი

საპნის მასაჟს გამოაქვს ტოქსინები, უშვებს ლიმფოდრენაჟულ პროცესებს, გარდასახავს სახეს. მოძრავი კუნთოვანი ნაკეცების, სახის ოვალის დეფორმაციის, ცხვირ-ტუჩის ნაკეცების, ტუჩის კუთხეების ჩამოშვების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია სახის არეში ლიმფური სისტემის არასათანადო ფუნქციონირება.

სითხის შეკავება ამძიმებს ქსოვილს და, გრავიტაციის ძალით, კანს ქვემოთ ექაჩება. მასაჟი იდეალურად აგაცილებთ თავიდან ამ ნეგატიურ მოვლენას.

ჯერ წაისვით სახეზე კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც, ჩვეულებრივ, დილაობით იყენებთ ხოლმე: გელი ან დასაბანი ქაფი. ხელები მსუბუქად უნდა მოძრაობდეს კანზე, თითქმის ცურავდეს. თითოეული სავარჯიშო 5-10ჯერ უნდა გაიმეოროთ.

სახის მასაჟი

1. დაამუშავეთ კანი ლავიწებზე.

2. შემდეგ კისერზე, გააცურეთ ხელის გული კისრის დასაწყისიდან ზემოთ, ქვედა ყბამდე.

3. მოხრილი თითის მახვილი მხარე გაატარეთ ქვედა ყბის გვერდებზე.

4. მუშტად შეკრული ხელები გაატარეთ ნიკაპიდან ყურებამდე, რათა ოვალი დაჭიმოთ.

5. დაამუშავეთ ცხვირ-ტუჩის ნაკეცები.

6. ცხვირი და თვალქვეშა კანიც უნდა დაამუშავოთ: დაიზილეთ ცხვირი საჩვენებელი თითით, თვალქვეშა კანი კი წამოწიეთ რკალური მოძრაობებით.

7. გაატარეთ ხელები წარბზემოთ, წამოწიეთ მაღლა.

8. მუშტით გადაუარეთ შუბლს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ წარბებს შორის მონაკვეთს.

1 კვირაში შედეგს სარკეში იხილავთ. სახის მასაჟი საპნით დაგეხმარებათ შეკავებული სითხის მოცილებაში, კანი უფრო მკვრივი გახდება, ფორები გაიწმინდება და შევიწროვდება, სახის ოვალი წამოიწევა და გამოიკვეთება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს