გამხდარი დიეტოლოგი: ამ 8 პროდუქტს არასდროს ვჭამ და ამიტომ არც ვსუქდები

3044

სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტიას წარმოადგენს. ბევრი ადამიანი რაციონის შედგენის სირთულეს აწყდება, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის და კუჭის პრობლემების მიზეზები ხდება.

განსაკუთრებით, ეს სწრაფად დაკლების მსურველებს ეხება. არასწორი კვება ხშირად ჭარბ წონას, დაღლილობას, კუჭის წყლულს და უძილობას იწვევს. ეს სია შეიძლება კიდევ გავაგრძელოთ, მაგრამ დასკვნა ერთია: კვების სისტემას მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმოთ.

როგორი უნდა იყოს კვების სისტემა

როცა საქმე ჯანსაღ კვებას ეხება, პირველ რიგში, რაც თავში მოგვდის ისაა, რომ ფქვილის შემცველი პროდუქტები, ტკბილეულობა და შემწვარი საკვები უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა ყველამ არ იცის, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთაც შეცდომით ჯანსაღად მივიჩნევთ. “ვივიენმა” გაიგო, თუ რომელი პროდუქტები გვიშლის ხელს ჭარბი წონის მოშორებასა და მხნეობის შენარჩუნებაში.

იოგურტი

რძის პროდუქტებში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და იმუნიტეტს აძლიერებენ. ეს მაღაზიაში შეძენილ ტკბილ იოგურტს ეხება, რადგან მასში სახამებელი და გამასქელებელი შედის, ხოლო რძის დვრიტას საერთოდ არ შეიცავს. იოგურტი უფრო დესერტია, ვიდრე რაციონის აუცილებელი პროდუქტი. სჯობს იოგურტი რძის დვრიტას ან კეფირისგან თავად მოამზადოთ და მასში კენკრა დაუმატოთ.

ბრინჯი

ბრინჯის სხვადასხვა სახეობა ფასებით ტყუილად არ განსხვავდება, ეს მარცვლეულის სასარგებლო თვისებებით არის განპირობებული. ყველაზე უფრო სასარგებლოდ ყავისფერი ბრინჯი ითვლება, რადგან დამუშავების შემდეგ მასში სასარგებლო ნივთიერებები რჩება. თეთრი ბრინჯის ყოველდღიურმა მოხმარებამ შეიძლება შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება გამოიწვიოს.

ჩირი

ჩირი სასარგებლო კანფეტია, მაგრამ მეტი არაფერი. როცა ხილიდან წყალი ქრება, მასში მხოლოდ შაქარი და ძალიან მცირე რაოდენობის ვიტამინები რჩება. სწორედ ამიტომ ჩირი ბოროტად არ გამოიყენოთ, განსაკუთრებით სიროფ მოსხმული.

ოხრახუში

სასარგებლო ოხრახუში, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მხედველობას, ნერვულ სისტემას აძლიერებს, შეიძლება არასწორი მოხმარების შემთხვევაში ნამდვილი შხამი გახდეს. კერძს ოხრახუში მხოლოდ სუფრაზე გატანის წინ უნდა მოაყაროთ. თუ სალათს ოხრახუშით ამზადებთ, სჯობს მაიონეზი არ მოასხათ, რადგან ოხრახუში მასთან ქიმიურ რეაქციაში შედის და ნიტრატებს გამოყოფს.

ყურძენი

ყურძენი ბევრ შაქარს შეიცავს, რის გამოც ჭამის შეწყვეტა შეუძლებელია. ყურძენი უკუჩვენებულია დიაბეტიკებისთვის, კუჭის წყლულის და გასუქების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

სიმინდი

დაკონსერვებული სიმინდი, როგორც დანარჩენი კონსერვები, სასარგებლო თვისებებს კარგავენ. მოდიფიცირებული კი ზოგიერთ ქვეყნებში საერთოდ აკრძალულია, რადგან მისი ყვავილის მტვერი შხამს შეიცავს. სიმინდი სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს, თუ მას მოხარშავთ ან გრილზე მოამზადებთ.

ავოკადო

სუპერ სასარგებლო ავოკადოსაც კი შეუძლია ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს, თუ მას ყოველდღე შეჭამთ. ავოკადო საკმაოდ კალორიულია, 100 გრ პროდუქტი 245 კალორიას შეიცავს, ეს კი ერთი სრულყოფილი საკვების მიღებას უდრის. ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების დროს მისი მიღება არ ღირს, რადგან ავოკადომ შეიძლება წამლის ეფექტურობა შეამციროს.

თევზი

ფოსფორის და სასარგებლო ცხიმების წყარო, თევზი შეიძლება არასწორი მოხმარების შემთხვევაში საზიანო იყოს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სჯობს თევზი ღუმელში გამოაცხოთ ან მოხარშოთ: ასე სასარგებლო თვისებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს, ხოლო შემწვარი თევზი გემოს გარდა სასარგებლო თვისებებს საერთოდ არ ფლობს. თევზზე უარის თქმა არ ღირს, სჯობს მისი სწორად მომზადება ისწავლოთ.

კვების სისტემა შეცვლა თანდათანობით უნდა მოხდეს. შეუძლებელია ერთ დღეს შეწყვიტოთ იმის მიღება, რასაც ყოველდღე მიირთმევდით. მავნე პროდუქტები სასარგებლოთი ჩაანაცვლეთ. ყველაზე კარგი იქნება, თუ დიეტოლოგთან კონსულტანციას გაივლით.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს