კულინარიული აღმოჩენა: უჩვეულო დესერტი კისელის ფხვნილით

3989

პეროგმა, კისელის ფხვნილით, უკვე არაერთი დიასახლისი იხსნა. იგი სტუმრებს მკვეთრი იერითა და გემოთი ახარებს, თქვენ კი – სწრაფი მომზადებით. საჭიროა მხოლოდ იაფფასიანი ინგრდიენტები.

მზა პეროგის ფერი დამოკიდებულია კისელზე, რომელსაც მომზადებისას იყენებთ. გირჩევთ, აიღოთ მარწყვის, ალუბლის ან ჟოლოს კისელი. პეროგის ჯადოსნური გამოგივათ!

ინგრედიენტები

  • 250 გ მშრალი კისელი
  • 3 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 10 გ გამაფხვიერებელი

მომზადება

1. გააფხვიერეთ კისელი, გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხი, სანამ არ აფუმფულდება. ჩაასხით კვერცხის მასა მშრალ, ძირითად მასაში და თან არ შეწყვიტოთ მორევა. კარგად შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

3. თხევადი ცომი გადაასხით ფორმაში, რომელსაც წინასწარ კარაქი უნდა წაუსვათ და ფქვილი მოაყაროთ. აცხვეთ 200 გრადუსზე, მომზადებამდე(დაახლოებით 20 წუთი), შემდეგ გამოიღეთ პეროგი, დაახურეთ სუფთა პირსახოცი და გააჩერეთ 10 წუთით.

მიირთვით პეროგი ასე, ჩვეულებრივ, ან გაჭერით ორ ფირფიტად, წაუსვით კრემი ან ჯემი და მიიღებთ ტორტს. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს