როგორ მოვამზადოთ რესტორნის პიცა. როგორც იქნა მსუბუქი და ფუმფულა ქერქი გამომივიდა

2756

რთულია სახლში ისეთი პიცა მოამზადოთ, როგორსაც რესტორნებში ამზადებენ. რესტორნების უმეტესობა ცომის რეცეპტს მკაცრად ასაიდუმლოებენ. “ვივიენი” შეეცადა რესტორნის ყველაზე გემრიელი, ფუმფულა ქერქის მქონე პიცის  რეცეპტი გამოეცნო და რაღაც გამოუვიდა.

ფუმფულა ქერქი რბილი კუთხეებით მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივათ, თუ ცომს სველ საფუარსა და რძეში მოზილავთ. ასე რომ, ნებისმიერი შიგთავსი და დიდი ზომის საცხობი ტაფა აიღეთ!

ინგრედიენტები:

  • 200 მლ რძე
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 150 გრ ლორი
  • 150 ხმელი ყველი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 10 გრ საფუარი
  • 300 გრ ფქვილი
  • 1 პომიდორი
  • პომიდვრის წვენი გემოვნებით

მომზადება:

  1. თბილ რძეს შაქარი და მარილი დაუმატეთ, შემდეგ საფუარი და ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ.
  2. ნაწილ-ნაწილ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ. თასში გადაიტანეთ და პირსახოცი დააფარეთ, თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ იმისთვის, რომ ცომი ამოვიდეს.
  3. მაგიდის ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი თხელ ფენად გააბრტყელეთ. ცომს ზემოდან პომიდვრის წვენი წაუსვით, თხლად დაჭრილი ლორი და რგოლებად დაჭრილი პომიდორი დააწყვეთ. გახეხილი ყველი მოაყარეთ.
  4. პიცა 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. მზადაა!

საფუარით მომზადებული პიცის ცომისთვის ნებისმიერი შიგთავსი გამოდგება, ასეთ ბაზაზე ყველაფრის მომზადებას შეძლებთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს