„მათთან არ იკამათოთ, ამას აზრი არ აქვს!“ – ვერძების 30 ჩვევა

55104

თითქმის ყველა ადამიანს, შესაბამისად თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ცუდი ჩვევები აქვს. ასტროლოგიის დახმარებით ადამიანის ყველაზე საშინელი საიდუმლოს გაგება შეიძლება. დღეს ვივიენი ვერძის ჩვევებზე გიამბობთ. ეს ინფორმაცია მათთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ.

აი, რა უნდა იცოდეთ, ვერძთან წარმატებული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად:

  1. ვერძს არ უთხრათ, რომ დამშვიდდეს. სიმშვიდე ვერძს მხოლოდ ესიზმრება.
  2. მას ხშირად ეუბნებიან, რომ ადამიანები მისგან თავის შორს დაჭერას ცდილობენ.
  3. ვერძი გულკეთილია, მაგრამ უპატივცემულობას ვერ იტანს.
  4. ვერძი თქვენ გენდობათ მაშინაც კი, თუ ამას არ იმსახურებთ.
  5. მას გაშლილი წიგნივით ადამიანის წაკითხვის უნარი აქვს.
  6. ვერძი ერთდროულად შეიძლება უკანასკნელი ნაძირალა და ყველაზე მომხიბვლელი ადამიანი იყოს. ყველაფერს თქვენს მასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული.
  7. მომავალზე ბევრი ფიქრი არ უყვარს, ურჩევნია აწმყოთი იცხოვროს.
  8. ვერძს მოთმინება საერთოდ არ გააჩნია. ნელ ადამიანებს საერთოდ ვერ იტანს.
  9.  ცუდი დღის შემდეგ ცოტა ჩახუტება სჭირდება.
  10. ვერძი თქვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი იქნება, თუ ნებადართულ ზღვარს არ გადახვალთ.
  11.  ვერძი ღალატს არ გაპატიებთ.
  12. მას გულწრფელ და ერთგულ ხალხთან ურთიერთობა უყვარს, რადგან თავადაც ასეთია.
  13. ვერძს თქვენი სისუსტე არ აჩვენოთ – ამით იმედებს გაუცრუებთ.
  14. თუ ვინმეთი გატაცებას იგრძნობს, ამას არ დამალავს.
  15. თუ ვერძი დიდი ხნით გაჩუმებული არის, იცოდეთ ის ან ნერვიულობს, ან თქვენზე გაბრაზებულია.
  16. ხალხი ყოველთვის ფიქრობს, რომ ვერძს ყოველთვის ვიღაცისთვის სილის გაწვნის სურვილი აქვს, იმდენად სწრაფად ფეთქდებიან.
  17. მორიგი ბრაზიანი აფეთქების შემდეგ ვერძი ჩვეულებრივ სწრაფად მშვიდდება.
  18. ვერძი ყველაფერს გააკეთებს, რომ ახლობელი ადამიანები დაიცვას.
  19. ვერძი ძალიან მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მას მგრძნობიარე ბუნება აქვს.
  20.  ვერძს ორჯერ გამეორება არ უყვარს.
  21. ვერძთან კამათი აბსოლუტურად უპერსპექტივო საქმიანობაა.
  22. ვერძს ბევრი მეგობარი არ სჭირდება. რამდენიმე გამოცდილი მეგობარი სრულად საკმარისია.
  23. ვერძს იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მას მხოლოდ ახლობლების ვიწრო წრეში ამჟღავნებს.
  24.  სჯობს ვერძს უთხრათ, თუ რატომ გაუბრაზდით. თავად ვერასდროს მიხვდება.
  25.  დარწმუნებული იყავით, ვერძს ჯიბეში ქვა არ უჭირავს და ზურგს უკან ინტრიგებს არ ხლართავს.
  26. მისი პირიდან ნათქვამი სიმართლე ძალიან სასტიკად და საწყენად ჟღერს. მაგრამ ვერძს ეს ნაკლებად აინტერესებს.
  27. მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მტკივნეულად განიცდის.
  28. ვერძი შეიძლება ნამდვილ დეპრესიაში ჩავარდეს და კიდევ უფრო აუტანელი გახდეს, თუ მიზანს და საქმისადმი ინტერესს დაკარგავს.
  29. ვერძი რაღაცის გასაკეთებლად ნებართვას არასდროს ითხოვს.
  30. ვერძის მოთხოვნები პარტნიორის მიმართ საკმაოდ მარტივია: მან ნდობა უნდა დაიმსახუროს, ერთგული უნდა იყოს და ვერძს პატივი უნდა სცეს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს