ებრაელი ასოცირდება არამხოლოდ კარგ იუმორთან და ბავშვების მიმართ სიყვარულთან, არამედ შესანიშნავ კულინარიულ გემოვნებასთანაც.
მხოლოდ ებრაელმა დედამ იცის, როგორ გამოკვებოს შვილი ისე, რომ ამის შემდეგ მხოლოდ თავის მიერ მომზადებული კერძები მიირთვას. დღეს გთავაზობთ ერთ-ერთ საგანძურს ებრაული კულინარიიდან.
ებრაული ფორშმაკი
ეს კერძი მარტივად მზადდება და მიირთმევენ როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაშიც. იგი უნივერსალურია, რამდენადაც მხოლოდ ქაშაყისგან არ მზადდება. თამამად შეგიძლიათ ექსპერიმენტირება და მისი ხბოს, ცხვრის ან სხვა ნებისმიერი ცხოველის ხორცით მომზადება.
ინგრედიენტები
- 4 კვერცხი
- 2 დიდი თავი ხახვი
- 2 დიდი ვაშლი
- 2 ქაშაყი
- 250 გ თეთრი პური
- მცენარეული ზეთი
- ძმარი
- მწვანე ხახვი მოსართავად
მომზადება
1. პირველ რიგში, მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გააცალეთ ნაჭუჭი.
2. გათალეთ და დაჭერით ვაშლები ოთხ ნაწილად.
3. დაჭერით პური და ცოტა ხნით ჩაალბეთ წყალში.
4. გათალეთ ხახვი და გაჭერით შუაზე.
5. მოამზადეთ ქაშაყი – გააცალეთ ფხები.
6. ყველა ინგრედიენტი ათქვიფეთ ბლენდერში ან ხორცსაკეპში. ებრაული ფორშმაკი ქაშაყით უფრო გემრიელი გამოვა, თუ ინგრედიენტებს ბოლომდე არ დააქუცმაცებთ. არ დაგავიწყდეთ ზეთისა და ძმრის დამატება. სურვილისამებრ, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით.
7. მიირთვით კერძი პურთან ერთად და მორთეთ მწვანე ხახვით. ნამდვილი ებრაული ფორშმაკი მზადაა.
მისი მირთმევა შეგიძლიათ როგორც ძირითად, ისე დასაყოლებელ კერძადაც. გემრიელად მიირთვით!