სურათების გადაღება გიყვარს, მაგრამ ყოველთვის სურათებს შლით, რადგან ისე არ გამოიყურებით, როგორც გსურდათ? ვივიენი გიამბობთ, როგორ იპოზიოროთ სწორად კამერის წინ. სპეციალურად ქალებისთვის სურათებისთვის საუკეთესო პოზების მცირე შპარგალკა ისკრა ლოურენსისგან. ისკრას 50 ზომა და სამოდელო ბიზნეში 14 წლიანი გამოცდილება აქვს – თავის მოხდენილად წარმოჩენა ნამდვილად შეუძლია.
პოზები სურათების გადასაღებად
პლუს საიზის პოპულარული მოდელი, ისკრა ლოურენსი უბრალოდ შეუდარებლად გამოიყურება! სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ მაგალითზე მან გვიჩვენა, თუ წარმატებული ფოტოსესიისთვის სწორად როგორ უნდა იპოზიოროთ. ეს რჩევები ყველას გამოადგება.
თავდაჯერებულობით დაიწყეთ. ყველაზე ლამაზი პოზაც კი სურათს სრულყოფილს ვერ გახდის, თუ მოდელი შებოჭილია და სხეულის რცხვენია.
სტრეოტიპები მოიშორეთ, საკუთარი ფორმების არ უნდა გრცხვენოდეს! მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლება გადაწყვიტოთ რა არის ლამაზი, თუ ეს თქვენს სხეულს ეხება. გამხდარ მეგობრებზე ორიენტაცია არ გააკეთოთ. ქალი შეუდარებელი შეიძლება ნებისმიერი ტანსაცმლის ზომაში იყოთ.
ლამაზი პოზები სურათების გადასაღებად
1. თეძოებს შორის სივრცის შესაქმნელად ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ, თითის წვერებზე დადექით და წელი ოდნავ უკან გადაწიეთ. ეს ხრიკი ფეხებს უფრო მოხდენილს გახდის და ფართო თეძოებს დამალავს.
2. ხელები რომ უფრო თხელი გამოჩნდეს, სხეულზე არ მიიდოთ. წელში ოდნავ ჩაიზნიქეთ და მხრები ოდნავ დაწიეთ, ხელი იდაყვებში მოხარეთ და შარვლის ჯიბის დონეზე დაიდეთ.
3. შესანიშნავი ხრიკი, რომელიც ორმაგი ნიკაპის მოშორებაში დაგეხმარებათ: წინ იყურეთ და ენით ეცადეთ პირის ღრუს ზედა, შუა ნაწილს დააჭიროთ. არა ენის წვერით, არამედ ენის მთელი სიგრძით. თუ ენის წვერით ზემოთ დააჭირეთ, საპირისპირო ეფექტს მიიღებთ.
4. სხეული უფრო მოხდენილი როგორ გავხადოთ? ისკრას ხრიკი გაიმეორეთ: წელი გვერდზე გაწიეთ და საპირისპირო მხარეს გადაიხარეთ. ვიზუალურად თეძოები უფრო დიდი გამოჩნდება და წელი კი უფრო თხელი!
5. დიდი დუნდულები მიმზიდველად არ გამოიყურება (თუ არ გჯერათ, მამაკაცებს ჰკითხეთ). ამ ღირსებას ხაზი სწორად რომ გაუსვათ, ეცადეთ კადრში ოდნავ გვერდზე გამოწეული დუნდულებით გამოჩნდეთ.
6. ზოგჯერ დახრის დროს ან არასწორი ხედვისას ზურგზე ნაკეცები ჩნდება. ამის თავიდან ასაცილებლად მხრები ასწიეთ და პრობლემა გაქრება.
7. სურათებში ყველაზე ხშირად თვალშისაცემი მუცლის ნაკეცებია. მას უხილავს ისკრას მარტივი ხრიკის დახმარებით გახდით: ზურგი გამართეთ, სწორად დასხედით, ტორსი ოდნავ მოაბრუნეთ და ფეხები გვერდებზე გაშალეთ.
უფრო დეტალურად, თუ როგორ უნდა იპოზიოროთ ფუმფულა ფორმების ქალებმა, ნახეთ ისკრა ლოურენსის ვიდეოში.
თუ მოგეწონათ სტატია, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.