შეამოწმეთ საკუთარი თავი: იაფფასიანი გარდერობის ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ იმიჯს აფუჭებს

2745
შეამოწმეთ საკუთარი თავი: იაფფასიანი გარდერობის ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ იმიჯს აფუჭებს
შეამოწმეთ საკუთარი თავი: იაფფასიანი გარდერობის ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ იმიჯს აფუჭებს

იმიჯი ინდივიდუალურობის სახეს წარმოადგენს. ის ნებისმიერი შეიძლება იყოს, რაც მთავარია – მოუსმინეთ საკუთარ გემოვნების გრძნობას და შინაგანი ჰარმონიის შეგრძნებას. ხშირად, სამწუხაროდ იმის დანახვა გვიწევს, თუ ლამაზ გოგოს როგორ “იაფფასიანად” აცვია. საქმე ეხება არა ნივთის ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვირადღირებული ბეწვის ჟილეტი ამ სიაში არ მოხვდებოდა.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ნივთის სიას, რომლებიც ნებისმიერი ლამაზმანის გარდერობს სულელურსა და არა მოდურს გახდის.

ხავერდის სპორტული კოსტუმი


2000 წლის დასაწყისში, ერთხელ პერიზ ჰილტონი სუპერმარკეტში ვარდისფერი ფერის ხავერდის სპორტული კოსტუმით გამოჩნდა. იმ წუთიდან ხავერდის სპორტული კოსტუმი ყველა მოდის მიმდევარი ქალის გარდერობში გაჩნდა. უნდა აღვნიშნოთ თუ არა რომ ეს კოსტუმი, რომელიც თითქოსდა სპორტისთვის იყო განკუთვნილი, ან თითქოსდა მის იმიტაციას წარმოადგენდა და თანაც “ბარბის” ფერში, ქალაქში სეირნობისთვის სათანადო ტანსაცმელს არ წარმოადგენდა? დღეს კი მასზე სალაპარაკო არაფერი გვაქვს, უმჯობესია თუ აგარაკზე ჩასაცმელად წაიღებთ.

რითი ჩავანაცვლოთ? რითიც გსურთ: ჯინსის კომბინიზონი, სწორი ჯინსი ჟაკეტთან ერთად, ან პასტელური ფერის შარვალ-კოსტიუმით.

ქუდი ვუალით


უცნაურია, რომ ვინმეს საერთოდ ნაქსოვი ქუდის და ვუალის გაერთიანების იდეა გაუჩნდა. ასეთი ნაკრები ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს იწვევს. ვუალის ადგილი ფართო ფარფლიან ქუდზე არის და არა სპორტული სტილის ქუდზე.

რითი ჩავანაცვლოთ? ნებისმიერი ქუდით, რომელიც თქვენ გიხდებათ.

ბოტასები დაფარული ქუსლით


ბოტასები დაფარული ქუსლით მოდის სამყაროში 2011 წელს შემოიჭრა და იმ დროიდან გოგოები ამ ფეხსაცმელებზე უარს ვერ ამბობენ. სხვათა შორის, ეს ბოტასები მასიურად ჩანს და თან კომფორტს არ მატებს. ერთი სეზონი ამის ჩაცმა შეიძლებოდა (მოდის ტენდენციები ზოგჯერ ლოგიკას სცდება), მაგრამ მხოლოდ ერთი სეზონი. გარდერობში ამ ნივთს უკვე წლების წინ უნდა დამშვიდებოდით.

რითი ჩავანაცვლოთ? ბოტასები ან კეტები, რომლითაც დღეს ქალბატონები დადიან.

ბეწვის ჟილეტი


ასეთი ჟილეტის არა პრაქტიკულობა სახეზეა: ძნელია მოიძებნოს ადამიანი, ვინც ზამთრის ცივ ამინდში შიშველი ხელებით გასეირნებას მოისურვებდა. გაზაფხულსა და ზაფხულზე კი უადგილოა. ზოგიერთი გოგო უცნაური გზით ჟილეტის და ტყავის ქურთუკის გაერთიანებას ახერხებს, რაც სტილისტების მხოლოდ გაოცებას იწვევს. გარდა ამისა, ბეწვის მოდა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, რაც ცხოველების დამცველებს არ შეიძლება არ უხაროდეთ.

რითი ჩავანაცვლოთ? თქვენი გემოვნების მიხედვით შერჩეული ნებისმიერი ქურთუკით.

ქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმაზე

ქუსლიანი ფეხსაცმელი დაფარული (ან ღია) პლატფორმით ფეხზე სასაცილოდ ჩანს და ჩლიქს მოგაგონებთ. არაფერს ვამბობთ მოდის ასეთი მსხვერპლის გამო გამოწვეულ ტანჯვაზე, ქუჩებში ასეთი ფეხსაცმლით სიარული ნამდვილად არა კომფორტულია. ამასთან, ფეხის გადაბრუნების შანსი მაღალია.

რითი ჩავანაცვლოთ? კლასიკური ქუსლიანი ფეხსაცმლით.

გამჭირვალე ნიღაბი კაბა


გრძელი გამჭირვალე კაბა, რომელიც შიგნიდან მოკლე ქვედა ბოლოს მალავს, ბევრ კითხვას აჩენს. რატომ გადაწყვიტა გოგომ ასეთი ტანსაცმლის ჩაცმა? მინი კაბის ჩაცმა უნდოდა, მაგრამ სითამამე არ ეყო? გარდერობის ნივთი უცნაურია. ხოლო თუ საერთოდ უხარისხო ქსოვილისგან არის შეკერილი, ასეთის ჩაცმა ნამდვილ ლედის არ ეკადრება.

რითი ჩავანაცვლოთ? თუ კონსერვატიული ხართ და ძალიან მოკლე კაბის ჩაცმა გერიდებათ, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია, კაბა მზე აირჩიეთ. ისინი მოდის სამყაროში პოზიციებს ჯერ კიდევ არ თმობენ და ძალიან ქალურად გამოიყურება.

დაბალწელიანი ჯინსი


ჯინსი, რომელიც თეძოებიდან გადმოსულ კანს აშიშვლებს და ქვედა საცვლის დემონსტრირებას ახდენს, თქვენს გარდერობში არ უნდა იყოს.

რითი ჩავანაცვლოთ? მაღალწელიანი ჯინსით. ის ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.

გამჭირვალე ყელიანი ზედა


დავიწყოთ იქედან, რომ ბიუსჰალტერის გამოჩენა არცერთ ქალს სილამაზეს არ მატებს. ხოლო გამჭირვალე ყელიანი ზედა საერთოდ გარდერობის ცალკე ნივთად უმჯობესია არ გამოიყენოთ. ამ ნივთს მოდის ვარსკვლავებიც იცვამენ, განსაკუთრებით ვულგარულია გამჭირვალე ყელიანი ზედის შიგნით შავი ბიუსჰალტერი.

რითი ჩავანაცვლოთ? ჩვეულებრივი ყელიანი ზედით – ისინი ყოველთვის მოდაში და აქტუალურია.

თეთრეულის ზედები


ნებისმიერ ჩაცმულობაზე თეთრეულის ღილებიანი მოსაცმელის დამატების ჩვევას ჯობს მოიშოროთ. კაბის ზემოთ ან ოფისის შარვალთან მოსაცმელის ჩაცმა უარყოფით და იაფფასიან იმიჯს ქმნის და უგემოვნოდ გამოიყურება.

რითი ჩავანაცვლოთ? გრძელი ნაქსოვი კარდიგანით ან სვიტრით.

უგები


ის, რომ უგები ნამდვილ ანტი ტრენდად იქცა, ალბათ მხოლოდ ზარმაცებმა არ იციან. და მაინც ზოგიერთ მოდის მოყვარულს ამ ნივთის გადაგდება ენანება, რადგან კომფორტული ფეხსაცმელია. ქალის ფეხზე მაღალხარისხიანი უგებიც კი უგემოვნოდ გამოიყურება.

რითი ჩავანაცვლოთ? ტრადიციული ჩექმებით და უხეში ზამთრის ბოტებით.

თქვენ რომელ ნივთს დაუმატებდით ამ სიას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს